FM97.5 / LIVE

ასპინძის გამგებელი არჩევნებში დამოუკიდებელ კანდიდატად აპირებს კენჭისყრას

მთავარისიახლე, პოლიტიკა, არჩევნები, საზოგადოება 29.08.2017
ასპინძის მუნიციპალიტეტის მოქმედი გამგებელი ლევან ცაბაძე, საინიციატივო ჯგუფმა, თვითმმართველობის არჩევნებზე, ასპინძის მერობის დამოუკიდებელ კანდიდატად წარადგინა.

ასპინძის გამგებელი არჩევნებში დამოუკიდებელ კანდიდატად აპირებს კენჭისყრას

ხუთკაციანი ჯგუფის განცხადება, რომელსაც თან ლევან ცაბაძის თანხმობა ერთვის, ასპინძის საარჩევნო ოლქმა უკვე დაარეგისტრირა. ოლქის თავმჯდომარის, როსტომ მაგრაქველიძის განცხადებით, ლევან ცაბაძის საინიციატივო ჯგუფს ყველა შესაბამისი დოკუმენტი წესრიგში ჰქონდა.

ასპინძის მოქმედი გამგებელი ლევან ცაბაძე, ასპინძის მოსახლეობამ 2014 წლის თვითმმართველობის არჩევნებზე პარტია „ქართული ოცნებიდან“ აირჩია. რატომ გადაწყვიტა არჩევნებში დამოუკიდებელ კანდიდადად მონაწილეობა, ცაბაძე კომენტარს არ აკეთებს. იგი კატეგორიულად უარყოფს რაიმე გეგმას არჩევნებთან დაკავშირებით და აცხადებს, რომ არც ის იცის, ვინ შეიტანა საარჩევნო ოლქში განცხადება მის კანდიდატობაზე.

„მე არაფერზე მომიწერია ხელი, არანაირი გეგმები არ მაქვს არჩევნებთან დაკავშირებით და ვერც ვერაფრს გეტყვით“,–განუცხადა „სამხრეთის კარიბჭეს“ ასპინძის გამგებელმა.

„საინიციატივო ჯგუფი კანდიდატის თანხმობის გარეშე განცხადებას ვერ წარადგენს და ეს მითითებულიც არის. შემდეგ დარეგისტრირდება თუ არა, ეს უკვე კანდიდატზეა დამოკიდებული“, – განმარტავს როსტომ მაგრაქველიძე.

ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში განმარტავენ, რომ საინიციატივო ჯგუფის მიერ წარდგენილ განცხადებას შესაძლებელია, კანდიდატის ხელმოწერა არ ჰქონდეს, მისი თანხმობაც საკმარისია. საარჩევნო კანონმდებლობის შესაბამისად, აუცილებელია, აჩევნებამდე 30 დღით ადრე, თავად კანდიდატიც დარეგისტრირდეს, ცხადია, მას აქვს უარის თქმის უფლებაც.

ჯერ თავად კანდიდატი ცაბაძე დარეგისტრირებული არ არის.

ვიდრე კანდიდატად დარეგისტრირდება, საინიციატივო ჯგუფმა მხარდამჭერების ხელმოწერები უნდა შეაგროვოს, ოლქის ამომრჩეველთა 1%–ის ოდენობით და საოლქო კომისიას წარუდგინოს. ხელმოწერების წარდგენისთვის ვადა 1 სექტემბერს იწურება. ამ დროისათვის კი საარჩევნო ოლქში ლევან ცაბაძის მხარდამჭერების ხელმოწერები არ შესულა. იმ შემთხვევაში თუ ხელმოწერები საოლქო კომისიაში არ შევა, დამოუკიდებელი კანდიდატი, საარჩევნო პროცესს ავტომატურად გამოეთიშება.

როგორც „ქართული ოცნების“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში განაცხადეს „ამ ეტაპზე, ლევან ცაბაზე პარტიის შემადგენლობაშია“. სხვა დეტალებზე „ქართულ ოცნებაში“ არ საუბრობენ.

შეგახსენებთ, რომ 2017 წლის თვითმმართველობის არჩევნები 21 ოქტომბერს გაიმართება. ასპინძაში მერობის სხვა დამოუკიდებელი კანდიდატი რომელიმე საინიციატივო ჯგუფს არ წარუდგენია, ანუ, თუ ცაბაძე გადაწყვეტს არჩევნებში დამოუკიდებელ კანდიდატად მონაწილეობას, იგი ერთადერთი დამოუკიდებელი კანდიდატი იქნება.

საინიციატივო ჯგუფების დარეგისტრირების ვადა ამოწურულია და ამ ჯგუფის გარდა ასპინძაში განცხადება მხოლოდ ერთ კგუფს აქვს შეტანილი, – ეს სოფელ ძველის თემის მაჟორიტარად ალბერტ ჯვარიძის საინიციატივო ჯგუფის განცხადებაა.

ისევე, როგორც ცაბაძის საინიციატივო ჯგუფს, სარჩევნო ოლქში ხელმოწერები ჯვარიძის მხარდამჭერებსაც არ წარუდგენიათ.მერობის კანდიდატისაგან განსხვავებით, მაჟორიტარობის დამოუკიდებელ კანდიდატს 50–ზე მეტი მხარდამჭერის ხელმოწერა ჰყოფნის.

[ლუბა გიორგაძე, ასპინძა]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ასპინძის გამგებელმა დამოუკიდებელი კანდიდატისთვის საჭირო ხელმოწერები შეაგროვა
ასპინძაში  საინიციატივო ჯგუფებს  დოკუმენტებში   ხარვეზები არ დაუდგინდათ
დაიბარა თუ არა ასპინძის გამგებელმა ხელმოწერებისთვის  ააიპ–ების თანამშრომლები
ადიგენში ექვსი საინიციატივო ჯგუფი დარეგსიტრირდა
ახალციხესა და ბორჯომს არჩევნებში დამოუკიდებელი კანდიდატები არ ეყოლებათ
მერის რიგგარეშე არჩევნებში დამოუკიდებელი კანდიდატი არ იქნება
ადიგენის საკრებულოს თავმჯდომარე მაჟორიტარობის დამოუკიდებელ კანდიდატად წარადგინეს