FM97.5 / LIVE

ახალციხის საარჩევნო ოლქში 12 საინიციატივო ჯგუფი დარეგისტრირდა

მთავარიარჩევნები 07.05.2014
N37 ახალციხის საოლქო საარჩევნო კომისიაში, 15 ივნისის თვითმმართველობის არჩევნებისთვის, 12 საინიციატივო ჯგუფი დარეგისტრირდა. აქედან ერთს ხარვეზების გამოსასწორებლად ვადა 8 მაისამდე აქვს.

ახალციხის საარჩევნო ოლქში 12 საინიციატივო ჯგუფი დარეგისტრირდა
12 საინიციატივო ჯგუფიდან, 2 ჯგუფი, ახალციხის მაჟორიტარულ ოლქში დარეგისტრირდა; 3–3 ჯგუფი დარეგისტრირდა აგარისა და ანდრიაწმინდის მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქებში; 2 მინაძის საარჩევნო ოლქში და თითო – თითო ელიაწმინდისა და ვალეს მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქებში.

ახალციხის მაჟორიტარული ოლქი, რომლის ნომერია 01, თავის მხრივ, 5 მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქად იყოფა. აქედან, საინიციატივო ჯგუფს მაჟორიტარობის კანდიდატი ორ მაჟორიტარულ ოლქში ჰყავს.

N37/01.03 ახალციხის მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში კანდიდატი ლილი კაკოშვილია. N37–ე ახალციხის საარჩევნო ოლქში განმარტავენ, რომ ამ ჯგუფს დაუმტკიცდა ხარვეზი და გამოსასწორებლად 8 მაისამდე აქვს ვადა;

N37/01.04 ახალციხის მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში კი კანდიდატი ცირა მესხიშვილია.

გთავაზობთ, დანარჩენი საინიციატივო ჯგუფების კანდიდატების ჩამონათვალს:

N37/02 ვალის მაჟორიტარული საარჩევნო ოლქში კანდიდატი - რევაზ ხითარიშვილი, წარმომადგენელი ივანე გოზალიშვილი;
N37/03 აგარის მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში კანდიდატი - ალექსი ფერაძე, წარმომადგენელი - გიორგი ზაზაძე;
N37/03 აგარის მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში კანდიდატი - ელვარდ ზაზაძე, წარმომადგენელი ზურაბ მაისურაძე;
N37/03 აგარის მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში კანდიდატი - კანდიდატი გიორგი ზაზაძე, წარმომადგენელი - იური კაპანაძე;
N37/04 ანდრიაწმინდის მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში კანდიდატი - ვლადიმერ ნადირაძე, წარმომადგენელი - ალექსანდრე ინასარიძე;
N37/04 ანდრიაწმინდის მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში კანდიდატი - გოჩა ინასარიძე, წარმომადგენელი ნიკოლოზ ინასარიძე;
N37/04 ანდრიაწმინდის მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში კანდიდატი - ხვიჩა ტაბატაძე, წარმომადგენელი - თორნიკე ინასარიძე;
N37/06 ელიაწმინდის მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში კანდიდატი - გივი კაპანაძე, წარმომადგენელი ნუგზარ კაპანაძე;
N37/08 მინაძის მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში კანდიდატი - მანანა მოსიძე, წარმომადგენელი - თამარ ნებაძე;
N37/08 მინაძის მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში კანდიდატი - გიორგი გედევანიძე, წარმომადგენელი - გულიკო ბარძიმაძე;

N37-ე ახალციხის საოლქო საარჩევნო კომისიაში განმარტავენ, რომ ოლქში ჯამში 15 საინიციატივო ჯგუფი იყო დარეგისტრირებული, თუმცა სამი რეგისტრაციიდან მოიხსნა.

მინაძის მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში ერთერთმა საინიციატივო ჯგუფმა კანდიდატი რეგისტრაციიდან მალევე მოხსნა. ურაველში კანდიდატმა მანანა ოქრომელიძემ მხარდამჭერთა ხელმოწერები დროულად ვერ წარადგინა. რაც შეეხება ფერსას, ამ შემთხევაში კანდიდატმა ზაზა ჩაჩანიძემ თავისი ნებით მოხსნა კანდიდატურა.

საინიციატივო ჯგუფების დარეგისტრირების ვადა გუშინ, 6 მაისს ამოიწურა.

[თინათინ ზაზაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ახალციხის საარჩევნო ოლქში 6 საინიციატივო ჯგუფია დარეგისტრირებული
საარჩევნო უბნების საზღვრები დაზუსტდა
ახალქალაქი-ნინოწმინდის ოლქში 9 მაჟორიტარობის კანდიდატი დარეგისტრირდა
სამცხე–ჯავახეთში მაჟორიტარობისთვის სამი დამოუკიდებელი კანდიდატი იბრძოლებს
ცესკოს ბოლო მონაცემები ახალციხე–ადიგენის ოლქში
სამცხე–ჯავახეთში საარჩევნოდ 212 უბანი გაიხსნება
საპარლამენტო არჩევნებისთვის სამცხეში 14 კანდიდატი დარეგისტრირდა