FM97.5 / LIVE

საჯარო მოხელეებს სამუშაო საათებში საარჩევნო აგიტაციაში ადანაშაულებენ

მთავარისიახლე, პოლიტიკა, არჩევნები 24.08.2016
საჯარო მოხელეებს, რომლებმაც სამუშაო საათებში ფეისბუქის პირადი გვერდები საარჩევნო აგიტაციისთვის გამოიყენეს, იურისტები კანონდარღვევაში ადანაშაულებენ.

საჯარო მოხელეებს სამუშაო საათებში საარჩევნო აგიტაციაში ადანაშაულებენ

სამცხე–ჯავახეთის სამხარეო ადმინისტრაციასა და ახალციხის თვითმმართველობებში დასაქმებულმა საჯარო მოხელეებმა, სამუშაო საათებში ფეისბუქის პირად გვერდებზე, სხვადასხვა დროს, „ქართული ოცნების“ აგიტაციისა და სარეკლამო ელემენტების შემცველი მასალები გააზიარეს.

საჯარო მოხელეებს სამუშაო საათებში საარჩევნო აგიტაციაში ადანაშაულებენ7 აგვისტოს, კვირა საღამოს, პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ გიორგი კვირიკაშვილმა, ახალციხეში, სამცხე–ჯავახეთის მუნიციპალიტეტებში, „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წარადგინა.

8 აგვისტოს, ორშაბათს, სამუშაო საათებში სახელმწიფო რწმუნებულის გუბერნატორის აპარატში უფროსმა სპეციალისტმა ირინა ნათენაძემ წინა საღამოს „ქართული ოცნების“ კანდიდატების წარდგენის ამსახველი ვიდეო რგოლი საკუთარი ფეისბუქის გვერდზე გააზიარა.


საჯარო მოხელეებს სამუშაო საათებში საარჩევნო აგიტაციაში ადანაშაულებენამავე დღეს, სამუშაო საათებში, ასევე 7 აგვისტოს მაჟორიტარი კანდიდატების წარდგენის ცერემონიის ამსახველი ფოტო მასალა და ტექსტი გააზიარა გუბერნატორის ადმინისტრაციის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან ურთიერთობის სამსახურში უფროსმა სპეციალისტმა ირმა მერაბიშვილმა.

როგორც „სამხრეთის კარიბჭეს“ გუბერნიაში განუცხადეს, 8 აგვისტოს არც მერაბიშვილი და არც ნათენაძე შვებულებაში არ იმყოფებოდნენ.


საჯარო მოხელეებს სამუშაო საათებში საარჩევნო აგიტაციაში ადანაშაულებენ იგივე მასალა, ასევე 8 აგვისტოს, ორშაბათს, სამუშაო საათებში გააზიარა ახალციხის მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის სპეციალისტმა სალომე ანთაძემ.

როგორც მან „სამხრეთის კარიბჭესთან“ სატელეფონო საუბარში განაცხადა, 8 აგვისტოს შვებულებაში არ იყო და ჩვეულებრივ მუშაობდა: „შვებულებაში 16 აგვისტოდან გავედი“.

საჯარო მოხელეებს სამუშაო საათებში საარჩევნო აგიტაციაში ადანაშაულებენ საჯარო მოხელეებმა „ობიექტივის“ ეთერში 17 აგვისტოს გასული გადაცემაც გააზიარეს. გადაცემაში ახალციხე–ადიგენის ოლქში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი და ახალციხის ყოფილი მერი გიორგი კოპაძე წინასაარჩევნო კამპანიასა და საკუთარ წარმატებებზე საუბრობს.

გადაცემა, კომენტარით: „ბატონო გიორგი მეამაყებით, წარმატებები!“ ახალციხის მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სპეციალისტმა სოფო (ნანა) მესხმა 17 აგვისტოსვე, გააზიარა.


საჯარო მოხელეებს სამუშაო საათებში საარჩევნო აგიტაციაში ადანაშაულებენ იგივე გადაცემა, ასევე სამუშაო საათებში, იმავე დღეს გააზიარა ახალციხის მერიის იურისტმა მერი გოგოლაურმაც.

22 აგვისტოს „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ გიორგი კვირიკაშვილმა გიორგი კოპაძე, ამჯერად ადიგენში წარადგინა.


საჯარო მოხელეებს სამუშაო საათებში საარჩევნო აგიტაციაში ადანაშაულებენ 23 აგვისტოს, სამშაბათ დღეს, კოპაძის ადიგენში წარდგენა სამუშაო საათებში ფეისბუქის პირად გვერდებზე გააზიარეს ახალციხის მერიის თანამშრომლებმა: ზედამხედველობის სამსახურის უფროსმა ნაირა სამსონიძემ, ახალციხის მერიის კულტურის სამსახურის წარმომადგენელმა ინგა დიაკონოვამ და ახალციხის მერის თანაშემწემ მარიკა პარუნაშვილმა.


საჯარო მოხელეებს სამუშაო საათებში საარჩევნო აგიტაციაში ადანაშაულებენიმ დღეებში, როცა მერიის თანამშრომლებმა აგიტაციის შემცველი მასალები გაავრცელეს, დიდი ალბათობით შვებულებაში არ იმყოფებოდნენ. მათთან „სამხრეთის კარიბჭემ“ სხვადასხვა დროს, სხვადასხვა სამსახურეობრივი საკითხების გარკვევა სცადა და ეს პირები ამ დროისთვის ჩვეულებრივ სამსახურეობრივ საქმიანობას ახორციელებდნენ.

უფრო ზუსტად, იმის შესახებ, ვინ როდის იყო შვებულებაში რედაქცია ინფორმაციას საჯარო უწყებებიდან წერილობრით მიიღებს. ამის შესახებ მოთხოვნა თვიმმართველობებსა და სამხარეო ადმინსიტრაციაში გუშინ, 23 აგვისტოს წარვადგინეთ.

საჯარო მოხელეებს სამუშაო საათებში საარჩევნო აგიტაციაში ადანაშაულებენ „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოსა“ და „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ იურისტების განამრტებით, საჯარო მოხელეების მიერ სოციალური ქსელის საშუალებით სამუშაო საათებში პარტიული აქტივობისა და წინასაარჩევნო კამპანიის ამსახველი მასალის გავრცელება აგიტაციაა.

იურისტების განმარტებით, ეს საარჩევნო კოდექსის 45 -ე მუხლის, მე -4 ნაწილის თ ქვეპუნქტის დარღვევაა. რაც სახელმწიფო ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საჯარო მოხელეების მიერ, სამუშაო საათების განმავლობაში ან/და როდესაც ისინი უშუალოდ ასრულებენ სამსახურებრივ ფუნქციებს, წინასაარჩევნო კამპანია–აგიტაციას გულისხმობს. აღნიშნული ქმედება ამავე კოდექსის 79–ე მუხლით ჯარიმას 2 000 ლარს ითვალისწინებს.

„კვირიკაშვილი რომ წარადგენს დეპუტატობის კანდიდატს, მაგ დროს ის არის პარტიის ხელმძღვანლელის სტატუსით და შესაბამისად ამ მოვლენას არანაირი საერთო არ აქვს მთავრობის საქმიანობასთან, ეს პარტიული აქტივობაა. პარტიული აქტივობის გაზიარება არის აგიტაცია და აგიტაცია სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების პერიოდში იკრძალება“, – აცხადებს „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს იურისტი“ გიგი ჩიხლაძე.

მისივე თქმით, დარღვევაა „ობიექტივის“ ეთერში დეპუტატობის კანდიდატის წინასაარჩევნო გამოსვლის გაზიარებაც: „როცა საარჩევნო სუბიექტი აპიარებს საკუთარ თავს, ეს ბუნებრივია წინა საარჩევნო აგიტაციაა და ამის გაზიარებაც შესაბამისად სამუშაო საათებში საჯარო მოხელეების მიერ აგიტაციად ითვლება“.

სოციალურ ქსელში აგიტაცია რომ იკრძალება, ამის შესახებ თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისათვის უწყებათაშორისი კომისიის რეკომენდაციაშიცაა მითითებული: „წინასაარჩევნო აგიტაციად უნდა ჩაითვალოს წინასაარჩევნო ღონისძიების ორგანიზებაში მონაწილეობა, საარჩევნო მასალების გავრცელება, მხარდამჭერთა სიებზე მუშაობა, პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლობებში ყოფნა, წინასაარჩევნო ღონისძიებისას საარჩევნო სუბიექტის/კანდიდატის მხარდასაჭერად ან საწინააღმდეგოდ მიმართული, ამომრჩეველთა აზრის ფორმირების მიზნით განხორციელებული ქმედება (სიტყვით მიმართვა, ტაში, სტვენა, ზეპირი ან წერილობითი მოწოდება), მსვლელობა, მაისურის ან სხვა ატრიბუტის ტარება შესაბამისი საარჩევნო სუბიექტის/კანდიდატის მხარდამჭერი გამოსახულებით, სოციალურ ქსელებში აგიტაცია ან კონტრაგიტაცია.

[თამუნა უჩიძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

საჯარო მოხელეები სამუშაო საათებში პარტიულ შეხვედრაზე
დეპუტატი საკრებულოს სხდომას 'ოცნების' მაისურით დაესწრო
 წინასაარჩევნო დარღვევები სამცხე–ჯავახეთში – „მრავალეროვანი საქართველოს“ ანგარიში
წინასაარჩევნო დარღვევები ახალციხე–ადიგენის მაჟორიტარულ ოლქში
ახალქალაქის მერის მოადგილეს ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებაზე უჩივლეს
ახალციხის საოლქო საარჩევნო კომისიის წევრი ‘ქართული ოცნების’ სააგიტაციო შეხვედრებს ესწრება
‘შეიძლება ოთახში შევედი და გამოვედი’ – რას ამბობს გიორგი კოპაძე 6 აგვისტოს გამართულ შეხვედრაზე [Video]