FM97.5 / LIVE

ახალქალაქის მერის მოადგილეს ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებაზე უჩივლეს

მთავარისიახლე, სამართალი, არჩევნები 23.10.2018
ახალქალაქის მერის მოადგილის, არმენ მარანგოზიანის ფეისბუქის პირად გვერდზე, პრეზიდენტობის კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის სააგიტაციო ინფორმაცია სამუშაო საათებში გაზიარდა. ფაქტი ახალქალაქის საოლქო კომისიამ სამართალდარღვევად არ მიიჩნია.

ახალქალაქის მერის მოადგილეს ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებაზე უჩივლეს

მარანგოზიანის პირად ფეისბუქ გვერდზე, სალომე ზურაბიშვილის სააგიტაციო მასალა 1–ელ და 2 ოქტომბერს გაზიარდა. აღნიშნული ინფორმაცია დღეს მერის მოადგილის ფეისბუქის გვერდზე აღარ იძებნება.

ფაქტთან დაკავშირებით, 10 ოქტომბერს ორგანიზაცია "სამართლიანმა არჩევნებმა" ახალქალაქის საოლქო საარჩევნო კომისიას საჩივრით მიმართა.

საოლქოში საქმე 15 ოქტომბერს განიხილეს. სხდომაზე მარანგოზიანმა საკუთარი ახსნა–განმარტებითი ბარათი წარმოადგინა, სადაც განმარტებული იყო, რომ სააგიტაციო პოსტი, მისმა მეუღლემ მადონა ოგანესიანმა გააზიარა, რომელიც მეუღლის ფეისბუქის გვერდით სარგებლობს.

ახალქალაქის საოლქო საარჩევნო კომისიამ აღნიშნული ფაქტი დარღვევად არ მიიჩნია – "აქ არ იყო გამოყენებული ადმინისტრაციული რესურსი, რადგან მერიის კუთვნილი ტექნიკით არ იყო შესული ინტერნეტში ანუ სახლის ტექნიკა გამოიყენა, თან მისი გვერდით თავისი მეუღლეც სარგებლობს. ინფორმაციისთვის, ყველა დოკუმენტი, რომელიც "სამართლიან არჩევნებს" გადავუგზავნეთ, ცესკოს საიტზეც აიტვირთა", – ამბობს ახალქალაქის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ჰასმიკ მარანგოზიანი.

როგორც "სამართლიანი არჩევნების" იურისტი, ნინო რიჟამაძე ამბობს, 1–2 ოქტომბრის შემდეგ, მარანგოზიანის გვერდზე, საპრეზიდენტო კანდიდატის სააგიტაციო მასალა არაერთხელ გაზიარდა – "სამართლიანი არჩევნების" დაკვირვებით, ამ დღის შემდეგ, მის გვერდზე ისევ იყო სააგიტაციო მასალის განთავსების შემთხვევა. გააზიარა სალომეს შეხვედრასთან დაკავშირებული ინფორმაცია, ასევე სამუშაო საათებში და თან ის ამ დროს არ სარგებლობდა შვებულებით".

მისივე განმარტებით, საქართველოში გაჩნდა ტენდენცია, რომლის მიხედვითაც საჯარო მოხელეები აზიარებენ სააგიტაციო მასალებს სამუშაო პერიოდში, შემდეგ კი ამბობენ, რომ ამას მათი ცოლები ან შვილები აკეთებენ.

"საკომუნიკაციო საშუალებების გამოყენება საარჩევნო მიზნებისათვის იკრძალება. ვინაიდან, მოხელეები სამუშაო საათებში ეწევიან აგიტაციას ინტერნეტისა და ფეისბუქის გამოყენებით, მიგვაჩნია, რომ შესასწავლია, ხომ არ ხდება საკომუნიკაციო საშუალებების გამოყენება არაკანონიერი მიზნით", – განმარტავს ნინო რიჟამაძე.

[მარიამ ბარძიმაძე, ახალქალაქი]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ნინოწმინდაში ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებაზე სასამართლო 30 ოქტომბერს გაიმართება
ნინოწმინდაში ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებაზე ორი საჩივარი დაიწერა
ნინოწმინდის საოლქომ საკრებულოს აპარატის უფროსს სამართალდარღვევის ოქმი შეუდგინა
საოლქოს ნინოწმინდის საკრებულოში ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებაზე ინფორმაცია არ აქვს
ISFED: ზურაბიშვილთან შეხვედრებზე ადგილობრივი საჯარო მოხელეები იყვნენ მობილიზებული
სიტყვიერი გაფრთხილება ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებისთვის
დღეს ნინოწმინდის საოლქო ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების ფაქტს განიხილავს