FM97.5 / LIVE

წინასაარჩევნო დარღვევები სამცხე–ჯავახეთში – „მრავალეროვანი საქართველოს“ ანგარიში

მთავარისიახლე, პოლიტიკა, არჩევნები 06.10.2016
აღსრულებითი ადმინისტრაციული რესურსების გამოყენება საარჩევნო მიზნებისთვის; რა დარღვევები მოხვდა სამცხე–ჯავახეთიდან „მრავალეროვანი საქართველოს“ ანგარიშში;

 წინასაარჩევნო დარღვევები სამცხე–ჯავახეთში – „მრავალეროვანი საქართველოს“ ანგარიში

„მრავალეროვანი საქართველო“ წინასაარჩევნო პერიოდს 8 აგვისტოდან 18 სექტემბრის ჩათვლით ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში სამცხე–ჯავახეთში, ქვემო ქართლსა და კახეთში აკვირდებოდა.

საანგარიშო პერიოდში სამივე რეგიონში გამოვლენილ იქნა: ა) აღსრულებითი ადმინისტრაციული რესურსების სავარაუდო გამოყენების 9 ფაქტი; ბ) აღსრულებითი ადმინისტრაციული რესურსების გამოყენების 2 ფაქტი; გ) ფინანსური ადმინისტრაციული რესურსების სავარაუდო გამოყენების 1 ფაქტი; დ) ინსტიტუციონალური ადმინისტრაციული რესურსების გამოყენების 10 ფაქტი; ე) ინსტიტუციონალური ადმინისტრაციული რესურსების სავარაუდო გამოყენების 2 ფაქტი.

ახალქალაქსა და ნინოწმინდაში „მრავალეროვანი საქართველოს“ დამკვირვებლების ინფორმაციით, „ქართული ოცნების“ მიერ ორგანიზებულ წინასაარჩევნო შეხვედრებზე, საბიუჯეტო სამსახურების წარმომადგენლები აცხადებდნენ, რომ თუ შეხვედრაზე არ მივიდოდნენ შესაძლოა სამსახური დაეკარგათ. მაგალთად, სამუშაო საათებში, პრემიერ მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის შეხვედრას, 22 აგვისტოს ახალქალაქში, ესწრებოდნენ, გამგეობის თანამშრომლები, განათლების რესურს ცენტრის უფროსი, სკოლების დირექტორები და მასწავლებლები.

13 სექტემბერს კი როგორც ახალქალაქში, ისე ნინოწმინდაში „ქართული ოცნების“ მაჟრიტარობის კანდიდატს ენზელ მკოინის ამომრჩევლებთან შეხვედრებზე იმყოფებოდნენ ნინოწმინდისა და ახალქალაქის მუნიციპალიტეტის გამგეობის თანამშრომლები, ასევე, სკოლის პედაგოგები. შეხვედრები გაიმართა შემდეგ სოფლებში სოფლებში: დადეშა (11.40-12.25-მდე), კარწახი (12.40-13.30-მდე), ბოზალი (13.45-14.15-მდე) და სულდა (14.25-14. 50-მდე).

22 აგვისტოს, სამუშაო საათებში გაიმართა ადიგენში „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ აქცია. მასში მონაწილეობას იღებდნენ ახალციხის მერიის 3 თანამშრომელი, კერძოდ, საქმის წარმოებისა და ადამიანური რესურსების მართვის განყოფილების უფროსი გიორგი გვარამაძე, მერის მოადგილე ზაზა გელაძე და მერიის კულტურის სამსახურის უფროსი გელა ძამუნაშვილი. ღონისძიებაში ასევე მონაწილეობას იღებდა ადგიგენის გამგებლის მოადგილე მინდია ჯელია.

„მრავალეროვანი საქართველოს“ გრძელვადიანი დამკვირვებლის მიერ 22 აგვისტოს დაფიქსირდა აგიტაციის ფაქტი სამუშაო საათებში ახალციხის მუნიციპალიტეტში. კერძოდ, ნანა მესხი, ახალციხის მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის თანამშრომელი, მერი გოგოლაური, მერიის იურიდიული სამსახურის თანამშრომელი, ინგა დიაკონოვა, კულტურის სამსახურის თანამშრომელი, ნაირა სამსონიძე, ზედამხედველობის სამსახურის უფროსი და მარიკა პარუნაშვილი, მერის თანაშემწე სამუშაო საათებში აგიტაციის მიზნით აზიარებდნენ „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ მაჟორიტარობის კანდიდატის გიორგი კოპაძის გამოსვლებს და „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ მიერ ორგანიზებული აქციის ამსახველ სურათებს.

მრავალეროვანი საქართველოს ანგარიშში მოხვდა, ნინოწმინდის პოლიციის თანამშრომლის, მგერ გომციანის სამსახურიდან გათავისუფლების ფაქტიც. როგორც გომციანის დედა, ლიდა ანტანოსიანი ამბობს იგი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტია და მისი შვილი სამსახურიდან ამის გამო გაათავისუფლეს.

როგორც ანგარიშში ვკითხულობთ, მიმდინარე წლის 12 სექტემბერს ახალქალაქის პოლიციის უფროსმა შალვა ლომსაძემ (რომელიც ამჟამად განთავისუფლებულია თანამდებობიდან) პირადი სატაბელო იარაღით „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ადგილობრივი ოფისის წინ მდგომ მანქანაზე მიკრული „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ სარეკლამო პლატაკი ჩამოხია. მან ასევე მოითხოვა, რომ ავტომობილი დაუყოვნებლივ გაეყვანათ მითითებული ტერიტორიიდან. აღნიშნულ ფაქტს ადასტურებენ თვითმხილველები.

„მრავალეროვანი საქართველოს“ ანგარიშის მიხედვით, ახალქალაქში, „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ მაჟორიტარობის კანდიდატის ენზელ მკოიანის მხარდამჭერები ადგილობრივი ტაქსის ავტომობილების მძღოლებს ურიგებდნენ 20 ლარიან საწვავის ტალონებს მაჟორიტარი კანდიდატისა და პარტიის მხარდაჭერის სანაცვლოდ. აღნიშნულ ფაქტს ადასტურებს ერთერთი ტაქსის მძღოლი, რომელმაც უარი განაცხადა საწვავის ტალონის აღებაზე (არსებობს შესაბამისი ჩანაწერიც).

„მრავალეროვანი საქართველო“ პროექტს საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის (IFES) ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს.

[თამუნა უჩიძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

„მრავალეროვანი საქართველოს“ წინასაარჩევნო მონიტორინგის პრეზენტაცია

საჯარო მოხელეები სამუშაო საათებში პარტიულ შეხვედრაზე
დარღვევები სამცხე–ჯავახეთში, რომლებიც  ISFED-ის ანგარიშში მოხვდა
ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების ფაქტი ნინოწმინდაში
ISFD: სამცხე–ჯავახეთში წინასაარჩევნო კამპანიისთვის ხელისშეშლის 4 ფაქტი დაფიქსირდა
წინასაარჩევნო დარღვევები ახალციხე–ადიგენის მაჟორიტარულ ოლქში
ISFED: ზურაბიშვილთან შეხვედრებზე ადგილობრივი საჯარო მოხელეები იყვნენ მობილიზებული