FM97.5 / LIVE

‘შეიძლება ოთახში შევედი და გამოვედი’ – რას ამბობს გიორგი კოპაძე 6 აგვისტოს გამართულ შეხვედრაზე [Video]

მთავარისიახლე, არჩევნები 16.08.2016
რას ამბობს „ქართული ოცნებიდან“ ახალციხე–ადიგენის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი გიორგი კოპაძე ადმინისტრაციული რესურსის შესაძლო გამოყენებაზე.

‘შეიძლება ოთახში შევედი და გამოვედი’ – რას ამბობს გიორგი კოპაძე 6 აგვისტოს გამართულ შეხვედრაზე [Video]

ახალციხის ყოფილი მერი და „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ახალციხე–ადიგენის ოლქში გიორგი კოპაძე აცხადებს, რომ 6 აგვისტოს, შაბათ დღეს, იგი ჩვეულ სამუშაო რეჟიმში იყო.

„იმ შეხვედრაზე, რომელზეც თქვენ ლაპარაკობთ, მე მაინტერესებდა და გავაკრვიე, იმიტომ რომ თქვენ ატეხეთ ამაზე აჟიოტაჟი. ბატონი ზაზა მელიქიძე [გამგებელი ს.კ] ხვდებოდა რწმუნებულებს და დეპუტატებს. იქ იყო ლაპარაკი კომბაინებზე, იქ იყვნენ სხვადასხვა წარმომადგენლები, როგორც მათ განმიმარტეს. მეც ვიყავი იმ შენობაში“, – აცხადებს კოპაძე.

იმ ფაქტს, რომ საკონფერენციო დარბაზი გიორგი კოპაძემ „ქართული ოცნების“ აქტივისტებთან ერთად დატოვა, „სამხრეთის კარიბჭე“ თავად შეესწრო.

„შეიძლება შევედი ოთახში და გამოვედი, ყოველ შემთხვევაში არ ვიყავი და არ ვმონაწილეობდი ამ პროცესში“, – განაცხადა კოპაძემ.

შეხვედრაში გიორგი კოპაძე რომ არ მონაწილეობდა, ამის შესახებ იმ დღეს მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენელს არაფერი უთქვამს. როგორც მაშინ სოფო მესხმა „სამხრეთის კარიბჭეს“ განუმარტა „ეს სამუშაო შეხვედრა იყო“.

გიორგი კოპაძე ამბობს, რომ რა გვითხრა სოფო მესხმა არ იცის: „თქვენ გირჩევნიათ ყურადღება იმას მიაქციოთ, სხვები როგორ იყენებენ ამ რესურსს, მაგრამ მის შეკვეთას ასრულებთ და ამას როგორ გააკეთებთ“.



შეგახსენებთ, გიორგი კოპაძე მერიის თანამშრომლებთან ერთად, 6 აგვისტოს „ქართული ოცნების“ აქტივისტებს ადმინისტრაციულ შენობაში შეხვდა. შეხვედრას ესწრებოდნენ ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე, ადმინისტრაციის უფროსი და სხვა თანაშრომლები ასევე, ადმინისტრაციულ ერთეულებში გამგებლის წარმომადგენლები. შეხვედრა, როგორც „ოცნების“ ერთ–ერთმა აქტივისტმა „სამხრეთის აკრიბჭესთან“ განაცხდა, მეორე დღეს ახალციხეში „ქართული ოცნების“ კანდიდტების წარდგენას უკავშირდებოდა.

[თამუნა უჩიძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

გიორგი კოპაძე სომხური დიასპორის წარმომადგენლებს შეხვდა [R]
გიორგი კოპაძე: „არ გამოვრიცხავ, რომ მერობის  კანდიდატი  ზარდიაშვილი იყოს“.
ახალციხეში 'ოცნების' საოლქო ორგანიზაციის თავმჯდომარედ გიორგი კოპაძე აირჩიეს
გიორგი კოპაძე თანამშრომლებს დაემშვიდობა
კანდიდატი მერიის მიერ გამართულ შეხვედრაზე – საოლქო დარღვევას ვერ ხედავს
ჟუჟუნაძის თქმით, 'ოცნების' შტაბს კოპაძე უხელმძღვანელებს, კოპაძე კი აღნიშნულს უარყოფს
გიორგი კოპაძე საირმის, ჭელის, ჭეჭლის, ზედუბნის, ღორთუბნისა და კეხოვნის სოფლების მოსახლეობას შეხვდა [R]