FM97.5 / LIVE

დეპუტატი საკრებულოს სხდომას 'ოცნების' მაისურით დაესწრო

მთავარისიახლე, პოლიტიკა, არჩევნები 06.08.2016
წინასაარჩევნო აგიტაცია ბორჯომის საკრებულოს სხდომაზე – ბორჯომის საკრებულოს რიგგარეშე სხდომას იურიდიული კომისიის თავმჯდომარე ბესიკ ფოფხაძე „ქართული ოცნების“ მაისურით დაესწრო;

დეპუტატი საკრებულოს სხდომას 'ოცნების' მაისურით დაესწრო
ფოტო: ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულო

რიგგარეშე სხდომა 5 აგვისტოს, ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოში გაიმართა. სხდომა ბორჯომში მომხდრი სტიქიის გამო დინიშნა.

იურისტების განმარტებით, ფოფხაძემ საარჩევნო კოდექსის 49–ე მუხლის 1–ლი ნაწილის გ) ქვეპუნქტი დაარღვია, რაც სამსახურებრივი ფუნქციების შესრულებისას წინასაარჩევნო აგიტაციის გაწევას ეხება.

„წინასაარჩევნო აგიტაციაში მონაწილეობის უფლების მქონე პირს, რომელსაც სახელმწიფო ხელისუფლების ან ადგილობრივი ხელისუფლების ორგანოში უკავია თანამდებობა, ეკრძალება რომელიმე პოლიტიკური პარტიის, საარჩევნო სუბიექტობის კანდიდატის, საარჩევნო სუბიექტის მხარდასაჭერად ან საწინააღმდეგოდ წინასაარჩევნო აგიტაციისა და კამპანიის წარმოების პროცესში თავისი თანამდებობრივი ან სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენება. ასე რომ ეს დარღვევაა“, – განმარტა „სამხრეთის კარიბჭესთან“ „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ საარჩევნო პროექტების კოორდინატორმა ირმა პავლიაშვილმა.

პავლიაშვილს ეთანხმება „სამართლიანი არჩევნების“ შიდა ქართლისა და სამცხე–ჯავახეთის რეგიონული კოორდინატორი ნინო ბიბილეიშვილი: „როგორც საკრებულოს წევრს აგიტაციის უფლება სამუშაო საათებშიც აქვს, მაგრამ მუნიციპალიტეტის შენობაში ეს იკრძალება. რადგან ფოფხაძეს პარტიის ლოგოთი მაისური აცვია, ეს წინასაარჩევნო აგიტაციად ითვლება“.

„სამხრეთის კარიბჭე“ ბესიკ ფოფხაძეს ვერ დაუკავშირდა.

დეპუტატი საკრებულოს სხდომას 'ოცნების' მაისურით დაესწრო
ფოტო: ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულო

[თამუნა უჩიძე, ბორჯომი]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ახალციხის საოლქო საარჩევნო კომისიის წევრი ‘ქართული ოცნების’ სააგიტაციო შეხვედრებს ესწრება
ვარხნის საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ‘ოცნების’ კანდიდატის წინასაარჩევნო შეხვედრაზე
შემოვლა პროექტების დასაგეგმად თუ სამსახურეობრივი მანქანის გამოყენება საარჩევნო შეხვედრაზე

საჯარო მოხელეებს სამუშაო საათებში საარჩევნო აგიტაციაში ადანაშაულებენ
დაარღვია თუ არა საარჩევნო კოდექსი ახალციხის ციხის დირექტორმა
დღეიდან წინასაარჩევნო კამპანია ოფიციალურად დაიწყო
წინასაარჩევნო პერიოდის დარღვევები სამცხე–ჯავახეთში