FM97.5 / LIVE

"ოცნებაში” ამჯერად პარტიის თავმჯდომარის პოსტზე ვერ თანხმდებიან

მთავარიპოლიტიკა 24.01.2013
ადიგენში ”ოცნების” წევრების დაპირისპირება გრძელდება. ორ ბანაკად დაყოფილი აქტივისტები, ამჯერად, ადიგენის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარის კანდიდატზე ვერ შეთანხმდნენ.

"ოცნებაში” ამჯერად პარტიის თავმჯდომარის პოსტზე ვერ თანხმდებიან
ციცინო ნარიმანიშვილი

სიიდან ამოღებული აქტივისტები


”ქართული ოცნების” აქტივისტების ნაწილი რაიონული ოგრანიზაციის თავმჯდომარედ ინა კაპანაძის, ნაწილი კი ლევან ლობჯანიძის დანიშვინას ითხოვს. დაბაში ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც კაპანაძის მხარდამჭერებმა გაიგეს, რომ ისინი პარტიის რიგებიდან ყოველგვარი გაფრთხილების გარეშე გარიცხეს.

”25 იანვარს არის ”ოცნების” პარტიის დაფუძნების ყრილობა და უნდა გადმოეცათ მანდატები მათთვის, ვინც ვიყავით ოცნებაში. გაირკვა, რომ ყველას დაუძახეს და რამდენიმე დაგვტოვეს. დამიკავშირდა თინა ლობჯანიძე და მითხრა, რომ გვიღალატე, არ დავიდექი გვერდში და გარიცხული ხარ საბჭოს მიერო”, - ამბობს ”ოცნების” აქტივისტი ციცინო ნარიმანიშვილი.

ნარიმანიშვილის მსგავსად, ”ოცნების” პარტიის წევრთა სიაში ვერ მოხვდნენ ის აქტივისტებიც, რომლებიც ინა კაპანაძეს უჭერდნენ მხარს.
”ჩვენ ნაბრძოლ და გასუფთავებულ ტერიტორიაზე სხვას არ მოვუშვებთ, როდესაც ჩვენ ვიბრძოდით, მაშინ ლევან ლობჯანიძე არსად ჩანდა. მთელი ”კარდაკარი” ფეხით მაქვს შემოვლილი და ახლა აღარ ვარ ”ოცნების” წევრი?” -კითხულობს მერი ლომთაძე.

ლომთაძე ამბობს, რომ მისი სიიდან ამოღება თინა ლობჯანიძის და მისი ქალიშვილის თია გოგრიჭიანის ინიციატივით მოხდა.
”ჩემი ხელით შევავსებინე ბლანკი გოგრიჭიანს არჩევნებამდე და თან ვუთხარი, მე მინდა მხოლოდ ”ოცნების” წევრობა. ახლა კი მეუბნება, რომ ძალიან გული დამწყდა სიაში რომ არ ხარო”, - ამბობს იგი.

თინა ლობჯანიძე, რომელიც ადიგენში ”ოცნების” შტაბის დახურვამდე საარჩევნო ადმინისტრაციის კოორდინატორი იყო, ამბობს, რომ თბილისში ყველა იმ პიროვნების საბუთები გადააგზავნეს, ვინც ”ოცნებაში”იყო გაწევრიანებული.

ვინ ვის პარტიაშია

”ვისაც სურვილი ჰქონდათ, ბლანკებს ვავსებინებდით. ახლა მოგვთხოვეს საბუთები თბილისიდან და ვინც იყო გაწევრიანებულ, მათი სია გადავაგზავნეთ”, - ამბობს თინა ლობჯანიძე და ამატებს, რომ ბუნებრივია, ის, ვინც კოალიციის წევრი იყო, პარტიის წევრთა სიაში ვერ მოხვდებოდა, - ”ციცინო ნარიმანიშვილი არის ”კონსერვატიული პარტიის” მხრიდან. პარტიას ქმნიან და როგორ არ არიან ”კონსერვატორები”?! როდესაც ბაციკაძე ჩამობრძანდა ჩვენთან, წამოდგა ფეხზე და თქვა: რომ ის არის ”კონსერვატორი”, დამირეკეს თბილისიდან და მითხრეს შენ უმასპინძლებ ამ ხალხსო. თუ ამბობს, რომ ჩვენთან არის , მაშინ რატომ არ უჭერს ჩვენს კანდიდატს მხარს?”-კითხულობს ლობჯანიძე.

ოფის-მენეჯერი ლია კაპანაძე ამბობს, რომ ლობჯანიძე მათი რჩეულია და ის არის პიროვნება, რომელიც ამ ხნის მანძილზე ”ოცნებას”გვერდით ედგა.

”ყველამ იცის ვინ რას აკეთებდა არჩევნებისთვის. ჩვენ ზემოდან გაგვაფრთხილეს, არ მივიღოთ ისეთი წევრები, რომლებსაც სხვა პარტიის მანდატებიც აქვთ. ჩვენთან თუ უნდათ გაწევრიანება, ჩვენს კანდიდატს, ლევან ლობჯანიძეს უნდა დაუჭირონ მხარი”,- ამბობს ლია კაპანაძე.
ინა კაპანაძის მომხრეები პასუხს ”ქართული ოცნების” სათაო ოფისიდან ითხოვენ.

”მოგვხედონ ადიგენს, ნუ გვაპირისპირებენ ხალხს ერთმანეთს

”მოგვხედონ ადიგენს, ნუ გვაპირისპირებენ ხალხს ერთმანეთს. ჩამოვიდეს ერთი წარმომადგენელი და შეისწავლოს ადგილზე სიტუაცია, გაიგონ ხალხის აზრი”, - ამბობს ბესიკ კიკაბიძე.

მანდატის გარეშე დარჩენილი ”ოცნების” წევრები ამბობენ, რომ ბრძოლას იქამდე გააგრძელებენ, ვიდრე მათი კანდიდატი არ გაიმარჯვებს. წინააღმდეგ შემთხვევაში აქციების გამართვას თბილისში, ივანიშვილის სახლთან გეგმავენ.

”ვაპირებთ ბრძოლას გაუჩრებლად. მე მინდა ოცნების წევრი ვიყო, თავის დროზე არ მიგვიკარეს ბაციკაძემ და გუჯაბიძემ, რადგან ჩვენ ყველაფერი ვიცოდით, რეალურად რაც ხდებოდა. ჩვენ ვიცოდით რა მიმართულებით მიყავდათ ”ქართული ოცნება” ადიგენში და კიდევაც მოიმკეს, უმრავლსობით ხმა ”ნაციონალებმა” მოიპოვეს. მათ არფერი გაუკეთებიათ რეალურად ”ოცნებისთვის”. ესენი სხვა გუნდიდან იყვნენ, და რომ მიხვდნენ, ჩვენ ყველაფერი ვიცოდით, გავრიყეს. ქუჩის აქციებზე, კარავში, ყველან მონაწილეობა გვაქვს მიღებული. ისეთი საზოგადოება ჰყავდათ შემოკრებილი, რომ არ შეიძლებოდა იქ გაჩერება. ეს ღირსების საკითხი იყო”, - ამბობს კიკაბიძე.

კიკაბიძეს ეათანხმება ნუგზარ ნეფარიძეც. როგორც იგი ამბობს, საარჩევნო პერიოდს ადიგენში პირველივე დღეებიდან აკვირდებოდა.
”მე ჩამოვყევი გუჯაბიძეს, რამეთუ ვიცოდი ადიგენი პოლიტიკურად ცხელი რაიონი იყო. დავიწყეთ სერიოზული მუშაობა. მერე ისეთი რაღაცეები შევნიშნე, რომელზეც თვალის დახუჭვა აღარ შეიძლებოდა. როდესაც მას ვეუბნებოდი, რომ მოეცა მანქანა და გავსულიყავით სოფლებში, გუჯაბიძემ მიპაუხა ამდენი საწვავი არ გვაქვსო. თუ სადმე, მოსახლეობასთან შეხვედრას ვახერხებდით, ეს ინა კაპანაძის დამსახურება იყო”, - ამბობს მეფარიძე და ამატებს, რომ ადიგენში მანამდე დარჩება, ვიდრე სიმართლე არ იზეიმებს, ამის შემდეგ კი ისევ თბილისში დაბრუნდება.
ბრალდებას უსაფუძვლოს უწოდებს უმრავლესობის წევრი, ”კონსერვატორი” ბიძინა გუჯაბიძე.

”მეღიმება ამას რომ მეუბნებით. ეს ადამიანები სრულ დეზინფორმაციას ავრცელებენ. იმხელა ბიოგრაფია მაქვს, ვინც ამას ლაპარაკობს, ჩემნაირ ბიოგრაფიას ვერასოდეს შექმნის. ენას ძვალი არ აქვს, რაც უნდათ ის ილაპარაკონ”, - ამბობს გუჯაბიძე.

პარტიის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარეობის კანდიდატები

ადიგენის მუნიციპალიტეტში ”ქართული ოცნების” პარტიის დამფუძნებელი ყრილობა, ხვალ დღის ორი საათისთვისაა ჩანიშნული. ყრილობაზე უნდა დასახელდეს რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარეც.

თავმჯდომარეობის კანდიდატის ლევან ლობჯანიძის თქმით, ის ”ქართული ოცნების” სათაო ოფისმა წარადგინა ადიგენში.

”ხვალ პარტიის დამფუძნებელი ყრილობა უნდა ჩატარდეს. მე ვარ კანდიდატი, დავალება მაქვს სათაო ოფისიდან, რომ დავაფუძნო პარტია და ვუხელმძღვანელო თუ ამირჩევენ”, - განაცხადა სატელეფონო საუბარში ლობჯანიძემ.

მისივე თქმით, აქტივისტების პარტიიდან გარიცხვის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება: ”არც ერთი ჩვენი პარტიის წევრი არ არის გარეთ დარჩენილი. ყველა, ვინც გაწევრიანებული იყო, გადაცემულია თბილისში. არჩევნების პერიოდში სულ 60 კაცი მუშაობდა, დანარჩენები სახლში იყვნენ შემალული. რამდენიმე ადამიანმა, რომ გაიგო, რომ მე აღარ მოვდიოდი გამგებლად და კანდიდატი უნდა ყოფილიყო ”კონსერვატორების” პარტიიდან, ექვსმა პიროვნებამ ჩვენთან წევრობა გააუქმა და კონსერვატორებში გადავიდა”.

მეორე კანდიდატი ”ქართული ოცნების”აქტივისტი ინა კაპანაძეა. ყოფილი ექიმი, რომელიც ”ქართული ოცნებასთან” კავშირის გამო სამსახურიდან გაათავისუფლეს.

”ნეონატოლოგად ვმუშაობდი ახალციხეში და ადიგენში, ასევე ვიყავი სასწრაფო დახმარების ექიმი. სამივე სამსახურიდან ერთდროულად გამათავისუფლეს იმის გამო, რომ ვითომ ჩემი პოლიტიკური შეხედულების გამო, პრობლემას ვუქმნიდი საავადმყოფოს”, - ამბობს იგი.
ინა კაპანაძის მომხრეები ამბობენ, რომ იქამდე აპირებენ ბრძოლას, ვიდრე მათი კანდიდატურა არ გაიმარჯვებს.

”ლობჟანიძე არ არის ის პიროვნება, რომ ის იყოს ჩვენი თავმჯდომარე ადიგენში, მას ხალხი ვერ ცნობს. ადიგენში გვინდა ისეთი გამგებელი და თავმჯდომარე, რომელიც იქნება ადგილობრივი, კარგად ეცოდინება ჩვენი სატკივარი”, - განმარტავს ციცინო ნარიმანიშვილი და ამატებს, რომ ის არასდროს ყოფილა ”კონსერვატიული პარტიის” წევრი.

”კონსერვატორი” არასდროს ვყოფილვარ. ლობჯანიძე კი ამტკიცებს, რომ მე ”კონსერვატორების” წევრი ვარ და ამიტომ გამრიცხეს. ეს ყველაფერი ისე გააკეთეს, არავის გაუფრთხილებივართ. მაინტერესებს, რას წარმოადგენს თინა ლობჯანიძე და რა უფლებით გამრიცხეს პარტიიდან. იმის საპასუხოდ მომიშორეს, რომ მე მთელი თვე ჩემს სახლში მყავდა ”ოცნების” წარმომადგენლები და ვაპურებდი?!” -კითხულობს ნარიმანიშვილი.
ნარიმანიშვილის თქმით, ამ ამბებთან დაკავშირებით დაუკავშირდა დავით ბაციკაძეს და მისგან დამამშვიდებელი პასუხი მიიღო.

”დავით ბაციკაძემ მითხრა, რადგან აქტიური წევრი ვიყავი, ვერავინ გამრიცხავდა პარტიიდან”, - ამბობს ნარიმანიშვილი.

”სამხრეთის კარიბჭე” ვითარების გასარკვევად ადიგენის ”ოცნების” შტაბის ყოფილ ხელმძღვანელს დავით ბაციკაძეს დაუკავშირდა. იგი ამბობს, რომ ადიგენში განვითარებული მოვლენების შესახებ ინფორმაციას არ ფლობს.

” ნამდვილად არ ვიცი რა ხდება ადიგენში, თუმცა ჩვენთვის საინტერესოა, რადგან ვართ კოალიციის წევრი. ”კონსერვატიული პარტის” ეროვნული კომიტეტის წევრი ვარ, უფლება არ მაქვს და არც შეიძლება ჩავერიო, ვის აირჩევენ ადიგენში პარტიის თავმჯდომარედ. მე შემიძლია კომპეტენტური პასუხი გაგცეთ, მხოლოდ ”კონსერვატიული პარტიის” თავმჯდომარის არჩევასთან დაკავშირებით”, - განაცხადა სატელეფონო საუბარში ბაციკაძემ.

შეგახსენებთ, რომ ”ქართული ოცნების” აქტივისტებს შორის დაპირისპირება ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ ბოლაჯურში, დროებით გახსნილ შტაბში დაიწყო. ამ დროს, დროებითი შტაბის ხელმძღვანელი, ამავე სოფლის მკვიდრი, ბესიკ ჩხიტუნიძე იყო. მას შემდეგ, რაც დაბაში ”ოცნებამ”კარავი დადგა, აქტივისტების ნაწილი ბოლაჯურში დარჩა, ნაწილი კი კარავში გადავიდა. ბოლაჯურში დარჩა თინა ლობჯანიძეც, კარავში შტაბის უფროსად კი დავით ბაციკაძე დაინიშნა.

[თინათინ ზაზაძე, ადიგენი]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ადიგენში „ქართული ოცნების“ წევრები ერთმანეთს უპირისპირდებიან
ადიგენში ”ოცნების” ყრილობა შედგა
ადიგენში საპროტესტო აქციები დაიწყო
”ქართული ოცნების” შტაბი კარავში
ადიგენში ”ქართული ოცნების” აქტივისტი სამსახურიდან გაათავისუფლეს
ასპინძაში  ”ოცნების” რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარის დანიშვნას აპროტესტებენ
"ოცნების" აქტივისტების დაპირისპირება ასპინძაში