FM97.5 / LIVE

"ოცნების" აქტივისტების დაპირისპირება ასპინძაში

მთავარიპოლიტიკა 02.02.2013
ასპინძაში, ორ ბანკად გაყოფილმა „ქართული ოცნების“ აქტივისტებმა, დღეს საპროტესტო აქციით, პარტიის რაიონული ორგანიზაციის დაფუძნების მორიგი მცდელობაც ჩაშალეს. დაპირისპირება მხარეებს შორის სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფაში გადაიზარდა.

"ოცნების" აქტივისტების დაპირისპირება ასპინძაში
დღის ორი საათისთვის დაგეგმილი დამფუძნებელი ყრილობა, რომელიც ასპინძის კულტურის სახლში უნდა ჩატარებულიყო, დღეს ისევ აქციის ფონზე ჩაიშალა. „ოცნების“ ის აქტივისტები, რომლებიც პარტიის თავმჯდომარედ პაატა მაისურაძეს მოიაზრებენ, აცხადებენ, რომ რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარედ მეორე კანდიდატის, მამუკა მელიქიძის დანიშვნას არ დაუშვებენ. იმის გამო, რომ მათ პარტიის წევრთა მოწმობები არ აქვთ და ყრილობას ვერ ესწრებიან, ერთადერთი გზა თავიანთი კანდიდატის მხარდასაჭერად, საპროტესტო აქციით შეკრების ჩაშლაა. მაისურაძის მომხრეებმა მელიქიძის წარმომადგენლები დღეს დარბაზში არ შეუშვეს. მხარეებს შორის დაპირისპირება ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფაშიც გადაიზარდა. მაისურაძის მომხრეები ამბობენ, რომ მსგავს აქციებს იქამდე გააგრძელებენ, ვიდრე მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება.

- „დილიდან ველოდებოდით, მაგრამ არ გამოჩნდნენ. ჩვენი წამოსვლის შემდეგ კი, მოვიდნენ და ჩატარება უნდოდათ. ჩვენ ამას არ დავუშვებთ. ყოველდღე შევიკრიბებით, სანამ ჩვენს მიზანს არ მივაღწევთ“, - ამბობს „ოცნების“ აქტივისტი მანუჩარ სესაძე.

აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ მათ ადგილობრივი კადრი უნდათ და ხმათა უმრავლესობით მაისურაძის კანდიდატურას ასახელებენ.

- „24 იანვარს საინიციატივო ჯგუფმა ჩავატარეთ კრება და დასახელდა რამდენიმე კანდიდატურა. ყველაზე მეტი ხმა პაატა მაისურაძემ მიიღო და წარვუდგიენთ „ქართუ ჯგუფს“. მიუხდავად იმისა, რომ ოფიციალურად დავარეგისტრირეთ და გვაქვს ამის ოქმებიც, ჩვენს კანდიდატზე უარი გვითხრეს, რადგან კარკაძის [რეგიონის კოორდინატორი]თქმით და დახმარებით გამოგზავნილია მამუკა მელიქიძე“, - ამბობს კომისიის წევრი,“კონერვატორების“ მდივანი ზაირა ზედგინიძე.

აქციის მონაწილეებს პარტიის დამფუძნებელ ყრილობაზე დასწრების და მათი კანდიდატის მხარდაჭერის უფლება არ აქვთ. ამაში ისინი ყოფილ შტაბის უფროსს, მერაბ ზაქაიძეს ადანაშაულებენ. მათი თქმით, ზაქაიძემ მათი საბუთები გადამალა, რის გამოც პარტიის წევრობას ვერ ადასტურებენ.

ზედგინიძე ამბობს, რომ ახალი ანკეტების აღებას და საბუთების აღდგენას ორი კვირაა ცდილობენ.

- „რეგიონის წარმომადგენელმა გიორგი კარკაძემ ანკეტები არ მოგვცა. ამდენი დღეა ვცდილობთ და მხოლოდ გუშინ შევძელით. დავით საგანელიძემ [ქართული ოცნების ერთ-ერთი ლიდერი] ბევრი თხოვნის და შეწუხების შემდეგ, გუშინ, ღამის პირველ საათზე გადმოგვცა 100 ცალი ანკეტა. გვითხრეს გაწევრიანდით, მხოლოდ დღეის რიცხვითო, ფაქტია, რომ დღევანდელ ყრილობაში ჩვენ მონაწილეობას ვეღარ მივიღებდით“, - გვითხრა ზედგინიძემ.

აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ ეს ყველაფერი შეგნებულად კეთდება. მათი თქმით, მელიქიძე და კარკაძე ყოფილი თანამშრომლები არიან და კარკაძე მელიქიძეს ამიტომ მფარველობს.

მაისურაძის მომხრეები სათაო ოფისიდან რამდენიმე დღეს ითხოვენ, იმისთვის, რომ ყრილობაში მონაწილეობა შეძლონ.

- „ვითხოვთ საბუთები ძველი რიცხვებით აღდგეს. ახლა გვეუბნებიან თუ წევრობა გინდოდათ, აქამდე სად იყავითო. სინამდვილეში კი, შეგვპირდნენ, მერე ტელეფონზე აღარ გვპასუხობდნენ და ასე გაგვიწელეს ორი კვირა. უსამართლობას ვებრძოდით და ისევ იგივე ხდება. არამგონია ბიძინა ივანიშვილმა ეს ყველაფერი იცოდეს, მას ინფორმაციას სხვანაირად აწოდებენ, - ამბობს ზედგინიძე და აქვე ამატებს, - დრო უნდა მოგვცენ, წინააღმდეგ შემთხვევაში, რადგან ჩვენი უფლებები ირღვევა, სასამართლოს მივმართავთ. ჩვენი ამის ფაქტები და ვიდეო მასალები გვაქვს“.

„სამხრეთის კარიბჭე“ვითარების გასარკვევად გიორგი კარკაძეს დაუკავშირდა.

- „მეუღლე მყავს საავადმყოფოში ძალიან ცუდად და ცოტა ხანში დამირკეთ“,- გვითხრა კარკაძემ, თუმცა მოგვაინებით ჩვენს სატელეფონო ზარებს აღარ უპასუხა.

აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ რაიონული ორგანიზაციის დამფუძნებელ ყრილობას იქამდე ჩაშლიან მსგავსი აქციებით, ვიდრე პარტიაში გაწვრიანების და თავიანთი კანდიდატურის მხარდაჭერის უფლება არ ექნებათ.

„მე ვარ დელეგატი და ჩვენ გვაქვს უფლება გადავწყვიტოთ, ვინ იქნება ორგანიზაციის თავმჯდომარე. მელიქიძის მომხრეებს არ შემოვუშვებთ დარბაზში. ჩვენ ვართ „ოცნების“ აქტივისტები, ჩვენ ვიბრძოდით იმ რთულ პერიოდში და სხვას არ მივიღებთ“, - ამბობს ელზა მაზმიშვილი.

შეგახსენებთ, რაიონული ორგანიზაციის დაფუძნებას ასპინძაში რამდენიმე დღეა ცდილობენ. მსგავსი აქციითა და დაპირისპირებით ყრილობა 30 იანვარსაც ჩაიშალა.

[თინათინ ზაზაძე, ასპინძა]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

კანდიდატის სახლში ფარულად ჩატარებული ყრილობა
ასპინძაში  ”ოცნების” რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარის დანიშვნას აპროტესტებენ
ჩაშლილი ყრილობა ასპინძაში
რაში ადანაშაულებს ასპინძაში კენჭისყრის მსურველი „ოცნების“ წევრებს
ადიგენში ”ოცნების” ყრილობა შედგა
ახალციხეში ‘ქართული ოცნების’  პარტიული ყრილობა ჩატარდება
ასპინძის გამგებლის წინააღმდეგ ხვალ აქცია იგეგმება