FM97.5 / LIVE

ადიგენში საპროტესტო აქციები დაიწყო

მთავარიპოლიტიკა 25.01.2013
ადიგენში ”ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს” რაიონული ორგანიზაციის დამფუძნებელი კრება ჩაიშალა.

ადიგენში საპროტესტო აქციები დაიწყო
გაურკვეველი ვადით გადაიდო ორგანიზაციის თავმჯდომარის დანიშვნაც. ”ოცნების” შტაბის წინ შეკრებილმა ხუთასამდე აქტივისტმა ლევან ლობჯანიძის თავმჯდომარედ დანიშვნა გააპროტესტა.

ადიგენში ორად გაყოფილმა ”ოცნებამ” დაპირისპირება საპროტესტო აქციებით განაგრძო. დღის ორი საათისთვის დაგეგმილი შეხვედრა, სადაც თავმჯდომარე უნდა დაენიშნათ, ინა კაპანაძის მომხრეებმა ჩაშალეს.

ადიგენში საპროტესტო აქციები დაიწყო შეგახსენებთ, რომ ადიგენში, ”ოცნების”რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარის პოსტზე ორი კანდიდატი იბრძვის. აქტივისტების ნაწილი ინა კაპანაძის, ნაწილი კი ლევან ლობჯანიძის დანიშვნას ითხოვს.

”როდესაც დავიწყეთ რეგისტრაცია და მანდატების დარიგება, მოულოდნელად გამოჩნდნენ ინა კაპანაძის მომხრეები მანქანებით და კონფერენცია ჩაშალეს”,- გვითხრა თავმჯდომარეობის კანდიდატმა ლევან ლობჯანიძემ.

ინა კაპანაძის მომხრეები აცხადებენ, რომ პროტესტს მანამდე გააგრძელებენ, ვიდრე მათი კანდიდატი არ გაიმარჯვებს.

”ადამიანს, რომელიც ოთხ წელიწადში ერთხელ ჩამოდის, მხარს ვერ დავუჭერთ. ადიგენი ისეთი რაიონია, სადაც უმრავლესობით ”ნაციონალებმა” გაიმარჯვეს, მათ გამკლავებას ძლიერი ხელმძღვანელი სჭირდება და ასეთი ინა კაპანაძეა”,- ამბობს ირმა ფარულავა.

გავრცელებული ინფორმაცით, ორგანიზაციის თავმჯდომარის წარსადგენად ადიგენში პარლამენტის წევრი ოთარ ჩრდილელი უნდა ჩამოსულიყო, თუმცა შექმნილი ვითარების გამო ჩამოსვლა გადაიდო.

ადიგენში საპროტესტო აქციები დაიწყო ”სამწუხაროდ შეხვედრა ჩაიშალა. პარტია აუცილებლად დაფუძნდება, მაგრამ როდის ზუსტად ვერ გეტყვით. სათაო ოფისმა იცის, რაც ხდება ადიგენში და ველოდებით მათგან დირექტივებს. ეს არის ”ნაციონალების” ბოლო გაფართხალება ”ქართული ოცნების” წინააღმდეგ”,- აცხადებს ლობჯანიძე და ამატებს, რომ კაპანაძე მას პირადად უპირისპირდება.

”როდესაც გამგებლობა უნდოდა, მე მიპირისპირდებოდა მაშინაც და არა სხვა კანდიდატებს. მე როცა ვაწყობდი აქციებს, ის ინტერვიუებს აძლევდა ჩემს წინააღმდეგ. როდესაც კითხვა დავუსვი, ამას რატომ აკეთებდა, პასუხი ვერ გამცა. უტყუარი პასუხი კი მე მაქვს, ინა კაპანაზე არის ”ნაციონალების” სატყუარა, მათი სათამაშო. კაპანაძე ორი ადამიანის ხელმძღვანელი არ ყოფილა და არ ვიცი რა ამბიციები აქვს. ჩვენ სხვადასხვა წონაში ვართ და არ მინდა მასთან ჭიდაობა. როგორც გადაწყვეტენ სათაო ოფისში, ალბათ ისე იქნება”, - ამბობს ლობჯანიძე.

ლობჯანიძის მომხრეების თქმით, აქციის მონაწილეებმა შტაბის კარების შემტვრევაც სცადეს, ამიტომ დასახმარებლად ადგილობრივ პოლიციას მიმართეს, თუმცა მათთან არავინ გამოჩენილა.

ადიგენში საპროტესტო აქციები დაიწყო საპროტესტო აქცია დღეს დაიშალა. ინა კაპანაძის მომხრეები საპროტესტო აქციიების გამართვეს კვლავ გეგმავენ.

”ისე ჩუმად ხდებოდა ყველაფერი, რომ ხალხმა არაფერი იცოდა. ჩვენ ვაგრძელებთ პროტესტს. რაც დღეს იხილეთ, იმის ანალოგიური გაგრძელდება მანამდე, ვიდრე ხალხის აზრს არ გაითვალისწინებენ”,- აცხადებს ინა კაპანაძე.

შეგახსენებთ, დაპირისპირება ადიგენში რამდენიმე დღეა რაც დაიწყო.

[თინათინ ზაზაძე, ადიგენი]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ადიგენში ”ოცნების” ყრილობა შედგა
"ოცნებაში” ამჯერად პარტიის თავმჯდომარის პოსტზე ვერ თანხმდებიან
ასპინძაში  ”ოცნების” რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარის დანიშვნას აპროტესტებენ
ადიგენში "ოცნების" ყოფილი აქტივისტები საპროტესტო აქციებით იმუქრებიან
ადიგენში სხდომა, რომელზეც ლობჯანიძის იმპიჩმენტის საკითხს განიხილავენ, ხმაურით მიმდინარეობს
"ოცნების" აქტივისტების დაპირისპირება ასპინძაში
ჩაშლილი ყრილობა ასპინძაში