FM97.5 / LIVE

ადიგენში „ქართული ოცნების“ წევრები ერთმანეთს უპირისპირდებიან

მთავარიპოლიტიკა 03.09.2013
ადიგენში, კოალიცია "ქართული ოცნების" 10-მდე წევრი პრეზიდენტობის კანდიდატის გიორგი მარგველაშვილის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელს ლევან ლობჯანიძეს უპირისპირდება. ისინი ამბობენ, რომ ლობჯანიძე მათ უნდობლობას უცხადებს და შტაბში არ ასაქმებს.

ადიგენში „ქართული ოცნების“ წევრები ერთმანეთს უპირისპირდებიან
მაკა კაჭკაჭიშვილი ამბობს, რომ ლობჯანიძემ უნდობლობის შესახებ მას პირადად განუცხადა: „დაგვაფასონ ის ხალხი, ვინც საქმე გავაკეთეთ და ხმა ამოვიღეთ იმ სადისტური რეჟიმის წინააღმდეგ. ჩვენ არავინ არაფრად გვაგდებს. შტაბის ხელმძღვანელი ლევან ლობჯანიძე უნდობლობას გვიცხადებს, მან ამის შესახებ პირადად მითხრა“.

კოალიციის წევრები აცხადებენ, რომ ლევან ლობჯანიძემ შტაბში მხოლოდ ნათესავები დაასაქმა. ის ხალხი კი, ვინც საპარლამენტო არჩევნებამდე ხმებისთვის იბრძოდნენ, ჩრდილში დარჩნენ. ლობჯანიძეს ადანაშაულებენ „ნაციონალებთან“ კავშირშიც.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრები, რომლებიც მაისურებს არიგებდნენ, ახლა ისინი არიან „ოცნების“ შტაბში კომისიის წევრები. მე და ჩემი მეუღლე პედაგოგები ვართ მოხის საჯარო სკოლაში, დიდი წნეხის ქვეშ გვიწევდა მუშაობა და ახლა უნდობლობას გვიცხადებენ. მაშინ როგორ გვენდობოდა დავით ბაციკაძე?! ახლა აღმოჩნდა, რომ მთელს რაიონში მარტო ლევან ლობჯანიძეს და თინა ლობჯანიძეს უბრძოლია ოცნებისთვის“,- ამბობს მოხეში მცხოვრები ნათია რეხვიაშვილი.

კოალიციის შტაბის ხელმძღვანელად „ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს“ადიგენის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე ლევან ლობჯანიძე რამდენიმე დღის წინ დაინიშნა. კოალიციის წევრები თბილისიდან კომისიის გამოგზავნას ითხოვენ. უფრო მეტიც, მათ საქმეში პრემიერ-მინისტრის ჩართვა სურთ.

„მივმართავ ივანიშვილს, რომ მოგვხედოს! იმ ფონზე, როცა პოლიციის გვერდზე კარავი გავხსენით, ხალხი ჩემს საკუთარ სახლში შევუშვი და მგლის ხახაში გვქონდა თავი ჩაყოფილი, ახლა აღარავინ ვართ? მოვითხოვთ გამოგვიგზავნონ ნორმალური კომისია, დაგველაპარაკონ, ჩვენ ძალიან ბევრ რამეს ვიტყვით, რაც არ გაჟღერებულა. თინა გოგრიჭიანს რომ აქვს თავის ნათესაური კლანი, მდივნად რომ სხვა დააჯინა, არ შეეძლო მის მაგივრად ციცინო ნარიმანიშვილი დაენიშნა? არ მეკუთვნოდა? არ მიბრძოლია? ვითხოვთ პასუხი გაგვცეს ივანიშვილმა“,- ამბობს ციცინო ნარიმანიშვილი.

ადიგენში „ქართული ოცნების“ წევრები ერთმანეთს უპირისპირდებიან
ლევან ლობჯანიძე

ადიგენის საარჩევნო შტაბში ამ ეტაპზე ყველა ადგილი შევსებულია. ლობჯანიძე ამბობს, რომ შტაბი კოალიციაში შემავალი პარტიის წევრებისგანაა დაკომპლექტებული, თუმცა, უმეტესობა „ქართული ოცნების“ წარმომადგენელია. მან აგიტატორები და ზონის კოორდინატორები გაანაწილა. ეს ადგილები კი „რესპუბლიკელებს“ არ მოეწონათ.

„შეურაცხყოფად მიიღეს, შავ სამუშაოს გვთავაზობთო“, - ამბობს ლობჯანიძე და აქვე ამატებს, რომ შეთავაზება კოალიციაში შემავალი პარტიების რაიონული ორგანიზაციების ხელმძღვანელებისგან უნდა წამოვიდეს, - ამ ადამიანებს, ვინც აპროტესტებენ, მე ვერაფერს შევთავაზებდი, ისინი სხვადასხვა პარტიის წარმომადგენლები არიან და შეთავაზება უნდა წამოვიდეს მათი პარტიდან“.

ლევან ლობჯანიძე იმასაც ამბობს, რომ ყველას, ვინც განცხადებას დაწერს, შტაბში ვერ მიიღებენ: „იყვნენ ისეთებიც, რომლების მიმართაც ძალიან დიდი კითხვის ნიშნებია წინა არჩევნებიდან. ზოგი შემოსული იყო პარტიის სახელით და პოლიციასთან თანამშრომლობდა, ზოგი „ნაციონალებთან“ იყო შეკრული. რაც შეეხება ციცინო ნარიმანიშვილს, იგი „კონსერვატორების“ წევრია და მისი კანდიდატურა პარტიას არ წარმოუდგენია“.

კოალიციის იმ წევრებმა, რომლებიც ლობჯანიძეს უპირისპირდებიან, თბილისში, ცენტრალურ შტაბში წერილიც გააგზავნეს და პასუხს ელოდებიან.

შეგახსენებთ, რომ ლევან ლობჯანიძეს კოალიციის წევრები მაშინაც უპირისპირდებოდნენ, როცა იგი „ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს“რაიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელად დაინიშნა.

[თინათინ ზაზაძე, ადიგენი]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

"ოცნებაში” ამჯერად პარტიის თავმჯდომარის პოსტზე ვერ თანხმდებიან
ადიგენში "ოცნების" ყოფილი აქტივისტები საპროტესტო აქციებით იმუქრებიან
ლევან ლობჯანიძე ადიგენის საკრებულოს წინააღმდეგ მეორე საჩივარს ამზადებს
ახალციხეში, ‘ქართული ოცნების’ შტაბში, პარტიის წევრები იკრიბებიან
ადიგენში ”ოცნების” ყრილობა შედგა
კომისიის წევრები არჩევნებისთვის ემზადებიან (R)
ზაქარია ენდელაძე: ლობჯანიძეს გუნდურობის პრინციპი არ გამოუვიდა