FM97.5 / LIVE

ასპინძაში ”ოცნების” რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარის დანიშვნას აპროტესტებენ

მთავარიპოლიტიკა 29.01.2013
”ოცნების” აქტივისტები ასპინძის ადმინისტრაციული შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე დილიდან საპროტესტო აქციას მართავენ. აქციის მონაწილეები რაიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელის პოსტზე მამუკა მელიქიძის დანიშვნას აპროტესტებენ

ასპინძაში  ”ოცნების” რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარის დანიშვნას აპროტესტებენ

საპროტესტო აქცია ასპინძაში დილის 11 საათზე დაიწყო და ამ დრომდე გრძელდება.

”გვაინტერესებს რისთვის ვიბრძოდით, ჩვენ არაფერს გვეკითხებიან , ჩამოიყვანეს თბილისიდან პიროვნება რომლესაც არ ვიცნობთ და ის უნდა აირჩიონ. ჩვენ ამას არ დავუშვებთ, აქ კარგი არაფერი მოხდება. ჩვენ გვინდა ადგილობრივი კადრი, გიორგი ზედგინიძე სხვას არ მოვუშვებთ”,-აცხადებს ოცნების” აქტივისტი მარლენ მელიქიძე.

”ოცნების” აქტივისტების ნაწილი მხარს მამუკა მელიქიძეს უჭერს. მათი თქმით, მელიქიძე სათაო ოფისის მიერ არის წარდგენილი.

”ჩემი კანდიდატურა პოლიტიკურმა საბჭომ გადაწყვიტა. ჩემი არჩევა დღეს იყო დაგეგმილი, თუმცა სიტუაციიდან გამომდინარე გადაიდო. რაც შეეხება აქციის მონაწილეებს ვერ გეტყვით რა უნდათ. თავიანთი კანდიდატურის წამოყენება უნდათ, თუმცა პარტიის წევრები არიან”,-ამბობს მამუკა მელიქიძე.

აქციის მონაწილეების განცხადებით, მანამდე არ დაიშლებიან, ვიდრე მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება. დღის ორი საათისთვის დაგეგმილი პარტიის დამფუძნებელი ყრილობა ამ დრომდე არ ჩატარებულა.

ასპინძაში განვითარებული მოვლენების შესახებ ვრცლად ”სამხრეთის კარიბჭე” მოგვიანებით შემოგთავაზებთ.

[თინათინ ზაზაძე, ასპინძა]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ჩაშლილი ყრილობა ასპინძაში
"ოცნების" აქტივისტების დაპირისპირება ასპინძაში
რაში ადანაშაულებს ასპინძაში კენჭისყრის მსურველი „ოცნების“ წევრებს
ვინ არის ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა მელიქიძე
ასპინძაში „ოცნების“ რაიონულ ორგანიზაციას ახალი თავმჯდომარე ჰყავს
ასპინძაში ‘ოცნების’ საოლქო ორგანიზაციის თავმჯდომარედ როსტომ მაგრაქველიძე აირჩიეს
ახალციხეში ‘ქართული ოცნების’  პარტიული ყრილობა ჩატარდება