FM97.5 / LIVE

გოდერძი კუბლაშვილი: ‘მე დამარეგისტრირა მართლაც ვაჟკაცი კაცების პარტიამ’

მთავარისიახლე, პოლიტიკა, არჩევნები 09.09.2016
პოლიტიკური ფერიცვალების შემდეგ, მაჟორიტარობის კანდიდატმა გოდერძი კუბლაშვილმა, ისევ დაიწყო ყოველდღიური ბრიფინგები და ტრადიციულად, პირველი გამოსვლა საკუთარი თავის წარდგენით დაიწყო.

გოდერძი კუბლაშვილი: ‘მე დამარეგისტრირა მართლაც ვაჟკაცი კაცების პარტიამ’

გოდერძი კუბლაშვილმა, რომელიც "პატრიოტთა ალიანსიდან" პარტიაში „თამაზ მეჭიაური ერთიანი საქართველოსთვის“ გადავიდა, პირველი ბრიფინგი დღეს, 9 სექტემბერს, ახალციხის საარჩევნო მედიაცენტრში გამართა.

„დღევანდელი ბრიფინგის მიზეზი და მიზანია ჩემი კვლავ წარდგენა და უკვე საბოლოოდ დარეგისტრირება ახალი პარტიიდან. მე დამარეგისტრირა მართლაც ვაჟკაცი კაცების პარტიამ. მინდა უღრემესი მადლობა გადავუხადო ბატონ თამაზს და მადლობა შევწირო უფალს ამ წყალობისთვის. ეს არის ნომერი 7, ღვთიური ციფრი“, – განაცხადა გოდერძი კუბლაშვილმა.

მისი თქმით, იგი საარჩევნო კამპანიას და მოსახლეობასთან შეხვედრებს ორშაბათიდან დაიწყებს: „მე მზად ვარ, როგორი ენთუზიაზმითაც დავიწყე საარჩევნო კამპანია, კიდევ გაასმაგებული ენერგიით გავაგრძელო. მზად ვარ პირველივე ტურში გამარჯვებისათვის. მე მინდა ვთხოვო ჩემს კონკურენტებს, კიდევ და კიდევ, უკვე მერამდენედ, ღირსეულად და კაცურად შევერკინოთ ერთმანეთს. გავმართოთ დებატები და ბრიფინგები. ვუსურვებ ღირსეულ გამარჯვებას“.

გოდერძი კუბლაშვილმა კონკურენტებს მიმართა "ღირსეულად იბრძოლონ": „შევერკინოთ ერთმანეთს, პლუს, ერთი ოჯახი წევრები ვართ, იცით ვისაც გგულისხმობთ. ამ მარათონში მინიმუმ სამი ჩემი ოჯახის წევრი მონაწილეობს. სხვადასხვა დოზით ნათესაობა გვაკავშირებს. მე არ ვგულისხმობ ახალ კონკურენტებს, ჩემს მეგრობრებს კობა გორგოძეს და შალვა გოგოლაძეს, ნიკო ინასარიძეს საერთოდ არ ვიცნობ, არ ვგულისხმობ ბესო ხითარიშვილსაც, დანარჩენს ვგულისხმობ ყველას“.

გარდა აღნიშნულისა, გოდერძი კუბლაშვილმა დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა, რომ მისი კონკურენტები ახალციხე–ადიგენის სოფლებში დადიან და ფულს არიგებენ, ასევე იყენებენ სახელისუფლებო რესურსს, თუმცა ვინ აკეთებს ამას, არ დაუსახელებია: „დღეს არ დავაკონკრეტებ. როდესაც მექნება უტყუარი მტკიცებულებები, სახელებს და გვარებს გეტყვით იმ კონკურენტების, ვინც ფულებს და ტელეფონებს არიგებს“.

შეგახსენებთ, რომ გოდერძი კუბლაშვილი 1 სექტემბრამდე "პატრიოტთა ალიანსი – გაერთიანებული ოპოზიციის“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი იყო. კუბლაშვილის კანდიდატურის მოხსნაზე პარტიაში მას შემდეგ დაფიქრდნენ, რაც მან ცენტრალურ შტაბთან შეუთანხმებლად არა ერთი პრესკონფერენცია გამართა და საკუთარი გუნდის წევრებს დაუპირისპირდა. "პატრიოტთა ალიანსმა" კუბლაშვილი ნიკოლოზ ინასარიძის კანდიდატურით ჩაანაცვლა.

შეგახსენებთ, ახალციხე–ადიგენის მაჟორიტარულ ოლქში დეპუტატის მანდატისთვის 9 კანდიტატი იბრძვის.

1. გიორგი კოპაძე –„ქართული ოცნება“;
2. ვაჟა ჩიტაშვილი – „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“;
3. ბესიკ ხითარიშვილი – "გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობა";
4. ნუგზარ პარუნაშვილი – დამოუკიდებელი კანდიდატი;
5. კობა გორგოძე – საარჩევნო ბლოკი „პაატა ბურჭულაძე – მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის“.
6. ტარიელ ხაჩიძე - პოლიტიკური გაერთიანება „ჩვენი სამშობლო“
7. ნიკოლოზ ინასარიძე - „პატრიოტთა ალიანსი"
8. შალვა გოგოლაძე - „თავისუფალი დემოკრატები“;
9. გოდერძი კუბლაშვილი – თამაზ მეჭიაური – ერთიანი საქართველოსთვის“.

[თინათინ ზაზაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ირმა ინაშვილისგან თამაზ მეჭიაურთან – გოდერძი კუბლაშვილი კვლავ კანდიდატია
გოდერძი კუბლაშვილი: ვერავის მივცემდი ხმას და ხარაგაულში საქეიფოდ წავედი
გოდერძი კუბლაშვილი მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი აღარ არის
გოდერძი კუბლაშვილის ბრალდებები კონკურენტების მისამართით
გოდერძი კუბლაშვილმა არჩევნები თავის უბანშიც წააგო
ცესკოს მონაცემები 09:00 საათისთვის ახალციხე–ადიგენის ოლქში
მუსლიმები საწინააღმდეგო აქციების ორგანიზატორი  მაჟორიტარობის კანდიდატის რანგში დღეს მუსლიმებს ხვდება