FM97.5 / LIVE

„ოცნების“ დეპუტატობის კანდიდატი ადგილობრივი მედიის წინააღმდეგ

მთავარისიახლე, პოლიტიკა, არჩევნები 18.08.2016
„ობიექტივის“ ეთერში, "ქართული ოცნების" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი გიორგი კოპაძე წინასაარჩევნო კამპანიაზე საუბრის ნაცვლად, დროის მნიშვნელოვან ნაწილს ადგილობრივი მედიის კრიტიკას უთმობს;

„ოცნების“ დეპუტატობის კანდიდატი ადგილობრივი მედიის წინააღმდეგ

17 აგვისტოს, მედია–კავშირ ობიექტივის ეთერში ახალციხე–ადიგენის ოლქში დეპუტატობის კანდიდატი და ახალციხის ყოფილი მერი გიორგი კოპაძე იყო მიწვეული. 30–წუთიანი ეთერის განმავლობაში, მან პირველი ნაწილი ადგილობრივ მედიაზე საუბარს დაუთმო.

იგი პრესას საარჩევნო ოლქში შექმნილ თანაბარ კონკურენტულ გარემოზე საუბრის კონტექსტში შეეხო. მისი თქმით, ოლქში საარჩევნო კამპანიის წარმოების საშუალება ყველა კანდიდატს თანაბრად ეძლევა, ეს თავისუფალი გარემო კი „ქართულმა ოცნებამ“ შექმნა: „ქართული ოცნება“ ჰპირდებოდა, რომ თავისუფლება იქნებოდა პრესის და საერთოდ, ყველა ადამიანის ნების გამოხატვის თავისუფლება იქნებოდა საქართველოში და ეს კიდეც არსებობს“. [სტილი დაცულია „სკ“]

ჟურნალისტის შეკითხვაზე, რაში გამოიხატება მის რეგიონში მედიის თავისუფლება, კოპაძე პასუხობს, რომ რეგიონში მოქმედი მედია საშუალებები „მეცხრე არხი“ და „სამხრეთის კარიბჭე“ 2012 წლამდე, „ნაციონალების“ ქვეყნის სათავეში ყოფნამდე, კრიტიკულ მასალებს ხელისუფლების მისამართით ვერ ამზადებდნენ: „დარწმუნებული ვარ, რომ ასეთ გადაცემებს, როგორსაც ახლა ისინი ამზადებენ კრიტიკული თვალსაზრისით რაღაცა მთავრობასთან დაკავშირებთ, ისინი ვერ შეძლებდნენ იმ ცხრა წლის დროს, წინა რეჟიმის პირობებში“. [სტილი დაცულია „სკ“]



როგორც ჩანს, იგი 2013 წლამდე, ანუ მანამდე, ვიდრე პოლიტიკაში აქტიურად ჩაერთვებოდა, ადგილობრივ მედიას არ ეცნობოდა. "სამხრეთის კარიბჭეს" არქივში წინა ხელისუფლების პერიოდში მომზადებული არაერთი კრიტიკული მასალა ინახება. განსხვავებით წინა წლებისგან, გიორგი კოპაძეს უნდა ახსოვდეს 2012 წელი, "ქართული ოცნების" გამოჩენა და ის მოვლენები, რაც მაშინ ამ ოპოზიციური ძალის გამოჩენას ახლდა თან. 2012 წელს, მაშინ როცა „ქართული ოცნება“ პირველად გამოჩნდა, სამცხე–ჯავახეთში მათ აქტივისტებზე „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლების მხრიდან განხორციელებულ ზეწოლებზე, სასამართლო დავებზე, დაშინების ფაქტებზე და ა.შ. „სამხრეთის კარიბჭე“ აქტიურად წერდა და არქივში იმ პერიოდისაც არაერთი მასალა მოიძევება.

რაც შეეხება ტელეკომპანია "მე–9 არხის" მისამართით გამოთქმულ კრიტიკას, კოპაძე „ობიექტივის“ ეთერში „მეცხრე არხში“ მისი მუშაობის პერიოდს ისხსენებს და სწორედ ამ არგუმენტს იშველიებს იმის დასამტკიცებლად, რომ „ოცნების“ ხელისუფლებამდე ტელევიზია კრიტიკულ მასალებს ვერ ამზადებდა: „ამაში ნამდვილად ვარ დარწმუნებული, იმიტომ რომ, რაღაც შეხებები მქონდა თავის დროზე „მეცხრე არხთან“ და ძალიან კარგად ვიცი როგორც მიდიოდა ეს პროცესები“.

ადგილობრივი ტელეკომპანიის, „მეცხრე არხის“ დირექტორი მაია იველაშვილი კოპაძის განცხადების კომენტირებისგან თავს იკავებს: „არჩევნების დასრულების შემდეგ ნებისმიერ ადამიანთან ნებისმიერ თემაზე სალაპარაკოდ მზად ვარ“.

გადაცემის დასაწყისში კოპაძე „სამხრეთის კარიბჭეს“ მუშაობის შეფასებას კიდევ უფრო მეტ დროს უთმობს და აცხადებს, რომ ეს მედია საშაულება განსაკუთრებით ნეგატიურია: „ბევრჯერ ამიღნიშნია და ვამბობ, რომ მე პრესაში ვხედავ და მინდა დავინახო ის, რომ ის იყოს პოზიტივის მომტანი. რა თქმა უნდა, სიმართლის და კრიტიკული, მაგრამ პოზიტივის მომტანი, იმ კრიტიკით და არა იმ ნეგატივის, რომელიც ძალიან ბევრი მოდის სხვათაშორის „სამხრეთის კარიბჭედან“. [სტილი დაცულია „სკ“]

გიორგი კოპაძემ წინა საარჩევნო პერიოდში ტრიბუნა იმისთვის, რომ „სამხრეთის კარიბჭეს“ შესახებ ნეგატიურ კონტექსტში ესაუბრა, მართლაც არაერთხელ გამოიყენა. ობიექტივში სტუმრობამდე ერთი დღით ადრე, 16 აგვისტოს, ახალციხის საარჩევნო მედია ცენტრში დეპუტატობის კანდიდატებთან გამართულ დებატებზე „სამხრეთის კარიბჭეს“ დასმულ შეკთხვას მან შავი პიარი უწოდა, მედიას კი ნეგატიური და მიკერძოებული.

ამავე კონტექსტში ისაუბრა მან „ობიექტივის“ ეთერშიც. ოღნდ ეს მას შემდეგ, რაც გადაცმის წამყვანმა მერიის კუტლურის სამსახურის უფროსის მხრიდან „სამხრეთის კარიბჭეს“ ჟურნალისტის მისამართით არაადექვატური საქციელის შესახებ შეახსენა. მერია რედაქციას ინფრომაციის გადაუმოწმებლად გამოქვეყნებაში ედავებოდა, „სამხრეთის კარიბჭემ“ კი ის ჩანაწერი გამოაქვეყნა, სადაც ჩანს, თუ როგორ ამოწმებს ჟურნალისტი მერიის თანამშრომლებთან ინფორმაციას.

ამას კოპაძემ ჟურნალისტის მხრიდან „ჩასაფრებულის პოზიცია და გაზვიადება უწოდა“. მისი თქმით, ფარული კამერით თანამშრომლების ჩაწერა არაობიექტურია.

თუმცა, აქვე განვმარტავთ, რომ „სამხრეთის კარიბჭეს“ მერიის თანამშრომელი, კულტურის სამსახურის უფროსი მარინა ჯინჭველაძე ფარულად არ ჩაუწერია. ჟურნალისტმა რესპონდენტი ტელეფონით ჩაწერა და მის გამოქვეყნებას ცხადია არ აპირებდა, რომ არა მერიის განცხადება, რომლითაც გამოცემას ინფორმაციის გადაუმოწმებლად გამოქვეყნებაში ადანაშაულებდნენ. აქვე, საილუსტრაციოდ, ამ ვიდეომასალას კიდევ ერთხელ გთავაზობთ. რესპონდენტმა იცის, რომ ჟურნალისტი მას იწერს და ეს თავად მასალაშიც კარგად ისმის.



ჟურნალისტი ამ ჩანაწერში ცდილობს გაიგოს, რა სტატუსით ჰყავდა მიწვეული კულტურის სამსახურის უფროსს ბიუჯეტით ორგანიზებულ შეხვედრაზე დეპუტატობის კანდიდატი.

კოპაძემ „ობიექტივის“ ეთერში განაცხადა, რომ იგი ამ შეკრებას ომის ვეტერანის სტატუსით ესწრებოდა და არჩევნების შესახებ არ უსაუბრია. მკითხველს შევახსენებთ, რომ ამ გამოსვლაში მაჟორიტარობის კანდიდატს არჩევნები ნამდვილად არ უხსენებია და ეს არ იყო პირდაპირი აგიტაცია, თუმცა, არჩევნების თემას შეეხო. იგი გამოეპასუხა მის ოპონენტს, მაჟორიტარობის დამოუკიდებელ კანდიდატს ნუგზარ პარუნაშვილს და გამოსვლამდე განაცხადა, რომ ამ ტრიბუნით სარგებლობა სპეციალურად მისი ოპონენტისგან მიღებული კრიტიკის გამო გადაწყვიტა.

„მე რატო გადავწყვიტე აქ გამოსვლა, ამასწინად, ერთ–ერთი სიანფორმაციო საშუალებიდან, ხაზი მინდა გავუსვა, შეიძლება ზოგს არ მოეწონოს, მაგრამ ჩემი მეგობრების მხარდასაჭერად ვინც ომში მონაწილეობდა, მინდა ვთქვა. ამასწინად, ერთ–ერთი ჩვენი აქაური გაზეთის, თუ რა ქვია ამას, გაისმა ასეთი რამ, რომ მე მაქვს ცუდი წარსული, სამშობლოსთვის ბრძოლა, ქვეყნის თავისუფლებისთვის ბრძოლა, საკუთარი ქალაქისთვის ბრძოლა თუ ცუდი წარსულია, ვინც ეს სიტყვები თქვა, იმ ადამიანზე ყველამ კარგად იცით. თუკი ახალციხისის სახელმწიფო ქონების ირანელებზე გაყიდვა არის კარგი წარსული, ეს გაურკვეველ გარემოებას იწვევს ჩემში“ [სტილი დაცულია. ს.კ.], – განაცხადა გიორგი კოპაძემ 14 აგვისტოს, გამოსვლისას.

როგოროც იურისტები „სამხრეთის კარიბჭესთან“ საუბარში განმარტავდნენ, ეს კანდიდატის მხრიდან ადმინისტრიაციული რესურისის გამოყენების ნიშნებს შეიცავდა და მასალა, რომელსაც მერიის გაღიზიანება და შემდგომ კანდიდატის მხრიდან გამოცემის კრიტიკა მოჰყვა, სწორედ იურისტებსა და საარჩენო კოდექსზე დაყრდნობით მომზადა.

[თამუნა უჩიძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების ნიშნები ახალციხეში – კანდიდატი მერიის მიერ გამართულ შეხვედრაზე
'სამხრეთის კარიბჭეს' სპეციალური განცხადება [Video]
კანდიდატი მერიის მიერ გამართულ შეხვედრაზე – საოლქო დარღვევას ვერ ხედავს
რაში ადანაშაულებს მაჟორიტარობის კანდიდატი ადგილობრივ ხელისუფლებას და მედიას
‘შეიძლება ოთახში შევედი და გამოვედი’ – რას ამბობს გიორგი კოპაძე 6 აგვისტოს გამართულ შეხვედრაზე [Video]
ნუგზარ პარუნაშვილი: ,ბოლო წუთამდე  „ოცნება“ დეპუტატად მე მასახელებდა’
უარყო თუ არა ცილისმწამებლური განცხადება გიორგი კოპაძემ