FM97.5 / LIVE

უარყო თუ არა ცილისმწამებლური განცხადება გიორგი კოპაძემ

მთავარისიახლე, სამართალი 26.07.2018
ახალციხე–ადიგენის მაჟორიტარი დეპუტატი გიორგი კოპაძე, სასამართლო გადაწყვეტილების აღასასრულებლად "მეცხრე არხში" მივიდა, თუმცა ჯიმშერ გოგოლაური ამბობს, რომ კოპაძემ მხოლოდ გადაწყვეტილება ჩაიკითხა და მისი მხრიდან, ცილისმწამებლური განცხადების უარყოფა არ მომხდარა.

უარყო თუ არა ცილისმწამებლური განცხადება გიორგი კოპაძემ

სამი ინსტანციის სასამართლო გადაწყვეტილების აღსასრულებლად გიორგი კოპაძე ტელეკომპანია "მეცხრე არხის" თოქ–შოუში დღეს, 26 ივლისს მივიდა.

გიორგი კოპაძის განმარტებით, იგი არ ეთანხმება იმ აზრს, რომ ორი წლის წინ, "მეცხე არხის" ეთერში, ჯიმშერ გოგოლაურის მიმართ ცილისმწამებლური განცხადებები გააკეთა, თუმცა სასამართლოს გადაწყვეტილების აღსასრულებლად ტელევიზიაში მივიდა.

"მე ნამდვილად არა ვარ ჩემი სურვილით მოსული, მე მხოლოდ აღვასრულებ სასამართლო გადაწყვეტილებას.მე დამევალა ჯიმშერ გოგოლაურის მიმართ ცილისმწამებლური განცხადების უარყოფა შემდეგი სახით, რასაც აღვასრულებ. 2015 წლის 10 დეკემბერს, გადაცემა "დიალოგის" პირდაპირ ეთერში, ჯიმშერ გოგოლაურის მიმართ გავრცელებული ინფორმაცია, "პატიმრები რომლებსაც, შენ ბოთლზე სვამდი და ფანჯრიდან აგდებდი, რის გამოც პოლიციიდან გამოგაგდეს" მიჩნეულ იქნა ცილისწამებად, ჯიმშერ გოგოლაურის პატივის და ღირსების, ასევე საქმიანი რეპუტაციის შემლახავ განცხადებად",–ამოიკითხა გიორგი კოპაძემ "დიალოგის" პირდაპირ ეთერში.

გადაცემის წამყვანის კითხვას, გიორგი კოპაძე თავად ეთანხმებოდა თუ არა სასამართლო გადაწყვეტილებას? მან უპასუხა, რომ არ ეთანხმებოდა.

დეპუტატი ტელევიზიაში "ქართული ოცნების" რაიონული ორგანიზაციის წევრებთან და დეპუტატის ბიუროს წარმომადგენლებთან ერთად მივიდა, განცხადების შემდეგ კი ტელევიზია მალევე დატოვა.

ახალციხის საკრებულოს ყოფილი დეპუტატი ჯიმშერ გოგოლაური კი ტელეკომპანია "მეცხრე არხში" იმყოფებოდა, თუმცა იგი საეთერო სტუდიაში არ შესულა. გოგოლაური, გიორგი კოპაძის მხრიდან ტელევიზიით გამოსვლას, სამი ინსტანციის გადაწყვეტილების აღსრულებად არ მიიჩნევს და აღსრულების ეროვნული ბიუროსათვის ხელახლა მიმართვას აპირებს.

"მან ჩაიკითხა სასამართლო გადაწყვეტილება, მაგრამ სიტყვა მე ამ ფაქტს ვუარვყოფო არ უთქვამს. ანუ სასამართლო გადაწყვეტილება არ აღასრულა და მოუწევს მაინც ამის აღსრულება, მივმართავ კანონიერ მეთოდებს",–განაცხადა ჯიმშერ გოგოლაურმა.

შეგახსენებთ, რომ პარლამენტის წევრს გიორგი კოპაძესა და ქალაქ ახალციხის საკრებულოს ყოფილ დეპუტატს ჯიმშერ გოგოლაურს შორის დაპირისპირება 2015 წლის 10 დეკემბერს დაიწყო. ახალციხის ტელეკომპანია "მე–9 არხის" გადაცემა "დიალოგში", პირდაპირ ეთერში, ახალციხის 2016 წლის ბიუჯეტის პროექტის განხილვის დროს, გიორგი კოპაძემ გოგოლაურს ბრალი დასდო, რომ პოლიციაში მუშაობის დროს, პატიმრების უფლებებს არღვევდა. ცილისწამებისთვის გოგოლაურმა კოპაძეს უჩივლა და მას სამივე ინსტანცია მოუგო.

მიუხედავად ამისა, გიორგი კოპაძე ცილისწამების უარყოფას არ აპირებდა ამიტომ, გოგოლაურმა აღსრულების ეროვნულ ბიუროს მიმართა. გადაწყვეტილება იმის, შესახებ, რომ კოპაძემ ორი წლის წინ, გოგოლაურის მიმართ გაკეთებული ცილისმწამებლური განცხადებები უნდა უარყოს, ცნობილი გასულ კვირას გახდა.

ჯიმშერ გოგოლაურს სასარჩელო მოთხოვნაში, გიორგი კოპაძის მხრიდან ბოდიშის მოხდის მოთხოვნა, "მეცხრე არხთან" ერთად "სამხრეთის კარიბჭეს" ეთერიდანაც ჰქონდა, თუმცა სასამართლომ ეს ნაწილი არ დაუკმაყოფილა და მხოლოდ ის მედიასაშუალება დატოვა, სადაც კოპაძემ, გოგოლაურის მიმართ ცილისმწამებლური განცხადება გააკეთა.

უარყო თუ არა ცილისმწამებლური განცხადება გიორგი კოპაძემ

[ლუბა გიორგაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ხვალ დეპუტატი გიორგი კოპაძე ჯიმშერ გოგოლაურის მიმართ ცილისწამებას უარყოფს
დეპუტატი გიორგი კოპაძე ჯიმშერ გოგოლაურის მიმართ ცილისწამებას უარყოფს
უმცირესობის დეპუტატმა ახალციხის მერს სასამართლო მოუგო
კოპაძისა და გოგოლაურის საქმე, შესაძლოა, პროკურატურამდე მივიდეს
ყოფილმა მერმა დეპუტატს საჯაროდ ბოდიში უნდა მოუხადოს – საქმე უზენაესშიც დასრულდა
უმცირესობის დეპუტატმა ახალციხის ყოფილ მერს სააპელაციო სასამართლოშიც მოუგო
დეპუტატ გიორგი კოპაძეს ბოდიშს იძულებით მოახდევინებენ