FM97.5 / LIVE

'სამხრეთის კარიბჭეს' სპეციალური განცხადება [Video]

მთავარისიახლე, საზოგადოება 15.08.2016
"სამხრეთის კარიბჭე" ეხმაურება ახალციხის მერიის განცხადებას, რომლითაც მერია გამოცემას გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებს.

'სამხრეთის კარიბჭეს' სპეციალური განცხადება [Video]

14 აგვისტოს, ახალციხეში, ახალციხის მერიამ აფხაზეთის ომის დაწყების 24 წლისთავთან დაკავშირებით გამართა ღონისძიება, რომელსაც ახალციხის ყოფილი მერი, ამჟამად, ახალციხე–ადიგენის საარჩევნო ოლქში "ქართული ოცნების" მაჟორიტარობის კანდიდატი გიორგი კოპაძე ესწრებოდა.

„სამხრეთის კარიბჭემ“ ამ ღონისძიების შესახებ მოამზადა მასალა, რომელშიც იურისტები განმარტავენ, რომ კანდიდატის ბიუჯეტიდან დაფინანსებულ ღონისძიებაზე დასწრება ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების ნიშნებს შეიცავდა.

მასალის გამოქვეყნების შემდეგ, გვიან საღამოს, ახალციხის მერიამ ფეისბუქის გვერდზე გაავრცელა განცხადება, რომელშიც ნათქვამია, რომ „სამხრეთის კარიბჭემ“ გადაუმოწმებელი ინფორმაცია გაავრცელა.

„სტატიაში გაჟღერდა ინფორმაცია, რომ ერთ-ერთი მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის მხრიდან გამოყენებულ იქნა ადმინისტრაციული რესურსი, რაც სრული აბსურდია, რადგან გიორგი კოპაძე ღონისძიებას ესწრებოდა, როგორც აფხაზეთის ომის ვეტერანი. სტატიაში საუბარია, რომ თითქოსდა ღონისძიების წამყვანის მხრიდან არ გაჟღერებულა სიტყვაში გამომსვლელთა სტატუსები. მოსახლეობას ცალსახად განვუმარტავთ, რომ ღონისძიების დასაწყისში წამყვანმა დამსწრე საზოგადოებას ამცნო მოწვეულ სტუმართა სტატუსები, კერძოდ- ღონისძიებას ესწრებოდნენ აფხაზეთის ომის ვეტერანებიც. აღნიშნული ფაქტს არ ესწრებოდა სტატიის ავტორი, რის გამოც ეს ინფორმაცია მან ვერ მოიპოვა და არც გაადაამოწმა ქალაქ ახალციხის მერიის, საზოგადოებასთან ურთიერთობის სპეციალისტებთან“, – ეს არის ამონარიდი მერიის განცხადებიდან, ის ნაწილი, სადაც გამოცემაზეა საუბარი.



„სამხრეთის კარიბჭე“ შეხვედრის დაწყებისთანავე იქ ნამდვილად არ ყოფილა და ამ ნაწილში, მერიის განცხადებას ვეთანხმებით. თუმცა, ზუსტად იმიტომ, რომ ღონისძიების დასაწყისი გამოვტოვეთ, ჟურნალისტმა მაქსიმალურად სცადა მიეღო ინფორმაცია რა სტატუსით ესწრებოდა შეხვედრას გიორგი კოპაძე, ვინაიდან მისი წარდგენისას ღონისძიების წამყვანს ეს არ განუმარტავს.

დღეს, 15 აგვისტოს ჟურნალისტი ვარლამ წიკლაური დილიდან ცდილობდა ახალციხის მერიის კულტურის სამსახურის უფროსთან, მარინა ჯინჭველაძესთან დაკავშირებას. არაერთი უშედეგო სატელეფონო ზარის შემდეგ, ჟურნალისტი მასთან კაბინეტში მივიდა და ინტერვიუ ჩაწერა, თუმცა ეს არ იყო ადვილი. ინტერვიუში მარინა ჯინჭველაძე განმარტავს, რომ გიორგი კოპაძე ომის მონაწილის სტაუსით ჰყავდა მიწვეული, თუმცა, "ეს არ უთქვამს, იგულისხმა" და განმარტავს, რომ მას არც სხვა მონაწილეების სტატუსები დაუსახელებია. მისი ეს კომენტარი ცხადია, სტატიაში წერია.

მომხდარის მაღალი საჯარო ინტერესიდან გამომდინარე, რედაქციამ მიიღო გადაწყვეტილება გამოაქვეყნოს ვიდეოჩანაწერი, რომელშიც კარგად ჩანს, ჟურნალისტი როგორ ამოწმებს ინფორმაციას და რას პასუხობს მას კულტურის სამსახურის უფროსი.



აქვე, რაც შეეხება განცხადებას, რომ ჟურნალისტმა არ გადაამოწმა ინფორმაცია საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურთან, ვინაიდან ინფორმაცია პირდაპირ თავად კულტურის სამსახურის უფროსთან და ღონისძიების წამყვანთან გადამოწმდა, რედაქცია ვერანაირ საჭიროებას ვეღარ ხედავდა, იგივე გადაემოწმებინა საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურშიც. მითუმეტეს, რომ აღნიშნული სამსახური არ გამოირჩევა ჟურნალისტებისთვის ინფორმაციის ოპერატიულად მიწოდებით.

თუმცა, ვარლამ წიკლაური საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს, კერძოდ, სოფო მესხს, ნამდვილად დაუკავშირდა და სთხოვა, იქნებ მისი ჩარევით ეპასუხა კულტურის სამსახურის უფროსს ტელეფონისთვის. ამაზე სოფო მესხმა განაცხადა, რომ ორშაბათი იყო, თათბირები და ჩვენთვის არავის ეცალა. არსებობს ეს სატელეფონო ჩანაწერიც და საჭიროების შემთხვევაში რედაქცია ამასაც გამოაქვეყნებს.

აქვე, შეგახსენებთ, რომ „სამხრეთის კარიბჭე“, როგორ ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის ხელმომწერი ორგანიზაცია, აღიარებს და პატივს სცემს ჟურნალისტური ეთიკის სტანდარტებს და გამოცემა არ აქვეყნებს მასალას, რომელიც არ არის გადამოწმებული, როგორი მაღალი საჯარო ინტერესის მქონეც არ უნდა იყოს ინფორმაცია.

აქვე, იხილეთ მასალა, რომელსაც მერიის განცხადება მოჰყვა: ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების ნიშნები ახალციხეში – კანდიდატი მერიის მიერ გამართულ შეხვედრაზე

"სამხრეთის კარიბჭეს" მთავარი რედაქტორი
ნინო ნარიმანიშვილი


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

კანდიდატი მერიის მიერ გამართულ შეხვედრაზე – საოლქო დარღვევას ვერ ხედავს
გამოიყენა თუ არა ‘ოცნების’ კანდიდატმა ადმინისტრაციული რესურსი – ფაქტს საოლქო კომისია სწავლობს
ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების ნიშნები ახალციხეში – კანდიდატი მერიის მიერ გამართულ შეხვედრაზე
‘შეიძლება ოთახში შევედი და გამოვედი’ – რას ამბობს გიორგი კოპაძე 6 აგვისტოს გამართულ შეხვედრაზე [Video]
„ოცნების“ დეპუტატობის კანდიდატი ადგილობრივი მედიის წინააღმდეგ
„სამხრეთის კარიბჭეს“ განცხადება [Audio]
შესწორება: 22 აგვისტოს  წყალთბილაში ხანძარი არ ყოფილა