FM97.5 / LIVE

შესწორება: 22 აგვისტოს წყალთბილაში ხანძარი არ ყოფილა

მთავარისიახლე, საზოგადოება 23.08.2017
"სამხრეთის კარიბჭეს" მიერ გავრცელებული ინფორმაცია, რომ დღეს, 22 აგვისტოს, სოფელ წყალთბილაში, ერთ ჰექტრამდე ფართობზე მინდორი დაიწვა, სიმართლეს არ შეესაბამება. საგანგებო სიტუაციების სამსახური ამბობს, რომ შეცდომაში შეიყვანეს, – ადგილზე გამოძახება იყო, თუმცა, ეს არ იყო ხანძარი.

შესწორება: 22 აგვისტოს  წყალთბილაში ხანძარი არ ყოფილა

დღეს, 22 აგვისტოს, "სამხრეთის კარიბჭემ" გამოაქვეყნა ინფორმაცია, რომელშიც საუბარი იყო, რომ ახალციხეში, სოფელ წყალთბილაში დაახლოებით 16:00 საათზე მინდორს ცეცხლი მოედო. ხანძრის შესახებ რედაქციაში რამდენიმე მოქალაქის ზარი შემოვიდა. ინფორმაცია არ დაადასტურა გამგებლის წარმომადგენელმა სოფელში, თუმცა, საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში გვიტხრეს, რომ წყალთბილაში ნამდვილად იყო ხანძარი და ადგილზე 15–მდე მეხანძრე მუშაობდა.

„დაახლოებით 100 კვადრატული მეტრი იწვის, ხანძრის გავრცელების საშიშროება არ არსებობს, მალე მოხდება მისი ლიკვიდირება“, – გვითხრეს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში.

მასალის გამოქვეყნების შემდეგ, "სამხრეთის კარიბჭეს" ახალციხის გამგეობიდან დაუკავშირდნენ და ასევე განაცხადეს, რომ სოფელში ხანძარი არ ყოფილა. ამის შემდეგ, საგანგებო სიტუაციების სამსახურს კიდევ ერთხელ (დღის განმავლობაში ალბათ მეხუთედ) დავუკავშირდით და აღმოჩნდა, რომ ეს სამსახურც შეცდომაში შეიყვანეს მათ, ვინც ინფორმაცია ადგილზე გადაამოწმა: "რეგიონში მძიმე ვითარებაა, ჩვენც საშინელ რეჟიმში ვმუშაობთ და უზუსტობა გაიპარა".

"სამხრეთის კარიბჭე" ბოდიშს უხდის მკითხველს არაზუსტი ინფორმაციის გავრცელებისთვის, თუმცა, ჩვენი ინფორმაცია იყო გადამოწმებული და ეყრდნობოდა რამდენიმე წყაროს. როგორც შესწორების სტანდარტი გვავალდებულებს, ძველი ინფორმაცია ვებგვერდზე აღარ იძებნება.

[ნინო ნარიმანიშვილი, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

სოფელ პამაჯში სამი სახლი იწვის
საკირეს ტყეში ხანძარი ლიკვიდირებულია
წაღვერის ტყეში ხანძარი ჩააქრეს, თუმცა, ტექნიკა ადგილზე რჩება
სოფელ ურაველთან, ფერდობზე ხანძარი ლოკალიზებულია
სამტრედიაში, ნავთობბაზაზე გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია®


ვარძიაში საძოვრები იწვის
შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განცხადება