FM97.5 / LIVE

„სამხრეთის კარიბჭეს“ განცხადება [Audio]

მთავარისაზოგადოება 27.03.2014
დღეს, 27 მარტს, ადგილობრივი ტელეკომპანია „მე-9 არხის“ გადაცემა „დიალოგში“ გაჟღერდა ინფორმაცია რომ „სამხრეთის კარიბჭემ“ არასწორი ინტერპრეტაცია მისცა ერთ-ერთი რესპონდენტის კომენტარს.

„სამხრეთის კარიბჭეს“ განცხადება [Audio]
უფრო კონკრეტულად, საუბარია ახალციხის მუნიციპალიტეტის ყოფილი გამგებლის მოვალეობის შემსრულებლის ბესიკ ბლიაძის ადვოკატის ნუგზარ სამარჯიშვილის კომენტარზე.

გადაცემის თემა ბესიკ ბლიაძის მისამართით აღძრულ სისხლის სამართლის საქმეს შეეხებოდა. შეგახსენებთ, პროკურატურა ბესიკ ბლიაძეს დოკუმენტების გაყალბებას ედავება. პროკურატურამ ძიება გამგეობის ყოფილი თანამშრომლის, ეკა ტატალაშვილის განცხადების საფუძველზე დაიწყო.

გადაცემის სტუმრებს შორის იყვნენ ნუგზარ სამარჯიშვილი და გამგეობის ყოფილი თანამშრომელი ეკა ტატალაშვილი. ტატალაშვილმა სამარჯიშვილი ცილისწამებაში დაადანაშაულა და მოითხოვა მისგან ბოდიშის მოხდა იმის გამო, რომ მედიაში მას ქურდი უწოდა. რაზეც სამარჯიშვილმა განაცხადა, რომ მას, ტატალაშვილისთვის ქურდი არ უწოდებია. უფრო მეტიც, პროკურატურის მასალებიდან არ ირკვევა ვისი წარდგენილია პროკურატურაში გაყალბებული დოკუმენტები და შესაბამისად, იგი მის შესახებ ასე არ განაცხადებდა და არც მის სახელსა და გვარს ახსენებდა.

მედიაში გავრცელებული ნუგზარ სამარჯიშვილის განცხადება ტატალაშვილის მიერ კანონიერი თუ უკანონო გზით გამგეობიდან გამოტანილ დოკუმეტნზე, გადაცემაში კიდევ არაერთხელ გაჟღერდა. არამხოლოდ სტუმრების, წამყვანის მხრიდანაც.

გადაცემაში კონკრეტულად „სამხრეთის კარიბჭე“ არავის დაუსახელებია, თუმცა, ცალსახად ცხადია, რომ საუბარი „სამხრეთის კარიბჭეზე“ გამოქვეყნებულ სტატიას ეხებოდა, სათაურით: „ახალციხის გამგებელი პასუხისგებაში მისცეს“. ვინაიდან, ბესიკ ბლიაძის საქმე იყო „სამხრეთის კარიბჭეს“ ექსკლუზივი და მთელი დღის განმავლობაში, მაშინ როცა „სამხრეთის კარიბჭეს“ რამდენიმე მასალა ჰქონდა, ამ თემაზე, სხვა მედიასაშუალებას ამის შესახებ ინფორმაცია არ გაუვრცელებია.

„სამხრეთის კარიბჭეს“ სტატია მომზადებულია იმ ინტერვიუზე დაყრდნობით, რომელიც ჟურნალისტმა თამუნა უჩიძემ ნუგზარ სამარჯიშვილთან ჩაწერა. ვინაიდან მისი კომენტარი მსჯელობის საგანი გახდა და გადაცემაში გაჟღერებული ინფორმაცია ლახავს „სამხრეთის კარიბჭეს“ იმიჯს, ვაქვეყნებთ ბლიაძის ადვოკატთან ჩაწერილ ინტერვიუდან იმ მონაკვეთს, რომელიც პროკურატურაში წარდგენილ განცხადებას ეხება.

აქვე, კიდევ ერთხელ აღვნიშნავთ, რომ „სამხრეთის კარიბჭე“ არის ეთიკის ქარტიის ხელმომწერი მედია საშუალება და ყველა ჟურნალისტი მაქსიმალურად ცდილობს პატივი სცეს სიმართლეს და საზოგადოების უფლებას მიიღოს ზუსტი და ამომწურავი ინფორმაცია.



„სამხრეთის კარიბჭეს“ მთავარი რედაქტორი
ნინო ნარიმანიშვილი


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ახალციხის გამგებელი პასუხისგებაში მისცეს
რა შუამდგომლობით მიმართავს ახალციხის ყოფილი გამგებლის ადვოკატი პროკურატურას
ეკა ტატალაშვილი: 'გამგეობიდან დოკუმენტები არ მომიპარავს'
გამგებლის პროცესზე ის მოწმეები დაკითხეს, რომელთა ბრძანებების გაყალბებაშიც მას ადანაშაულებენ
რატომ დაერთო „სამხრეთის კარიბჭეს“ სტატია ბრალდებული გამგებლის საქმეს
რა შუამდგომლობები არ დაუკმაყოფილა მოსამართლემ ახალციხის ბრალდებულ გამგებელს
ახალციხის ყოფილი გამგებელი სასამართლოს გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს