FM97.5 / LIVE

‘პატრიოტთა ალიანსმა’ ახალციხეში საარჩევნო შტაბი გახსნა

მთავარისიახლე, პოლიტიკა, არჩევნები 08.08.2016
„საქართველოს პატრიოტთა ალიანსმა“ ახალციხეში საარჩევნო შტაბი გახსნა, რომელსაც მერაბ ქიმერიძე ხელმძღვანელობს. პარტიას შტაბი აქვს ადიგენშიც. ადიგენში შემადგენლობა უცვლელი დარჩა, ახალციხეში კი შეიცვალა.

‘პატრიოტთა ალიანსმა’ ახალციხეში საარჩევნო შტაბი გახსნა

„პატრიოტთა ალიანსის“ ახალციხის შტაბის ხელმძღვანელი ამბობს, რომ პარტიას ცოტა ხნის წინ შეუერთდა, ამიტომ შტაბი ამ დროისათვის აქტიურად არ მუშაობს.

‘პატრიოტთა ალიანსმა’ ახალციხეში საარჩევნო შტაბი გახსნა "მომწონდა ამ პარტიის ჩართულობები. გავიცანი გოდერძი კუბლაშვილი [კანდიდატი ახალციხე–ადიგენის ოლქში], ვილაპარაკეთ, იყო შემოთავაზება ამ ადგილზე, ახალციხელი ვარ და გადავწყვიტე, რომ მათ გვერდზე დავმდგარიყავი“, – ამბობს მერაბ ქიმერიძე.

„პატრიოტთა ალიანსს“ შტაბი ადიგენშიც აქვს. ადიგენის შტაბის ხელმძღვანელი ლევან ბერიძე ამბობს, რომ "პატრიოტთა ალიანსს“ ორი თვის წინ შეუერთდა, იქამდე "ქართული ოცნების“ აქტივისტი იყო.

„ვიყავი „ქართული ოცნების” მობილური ჯგუფის უფროსი, მაგრამ „ოცნებამ“ პატიოსანი და ძლიერი ადამიანები გვერდზე გასწია და „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერები "ქართული ოცნების“ რიგებს შეუერთა“, – ამბობს ლევან ბერიძე.

‘პატრიოტთა ალიანსმა’ ახალციხეში საარჩევნო შტაბი გახსნა მისი თქმით, შტაბში 18 კოორდინატორი, ამდენივე აქტივისტი და ახალგაზრდული ჯგუფის 14 წევრია. აქტივისტები მოსახლეობაში აქტიურად მუშაობენ: "სოფლებში დავდივართ, მოსახლეობას ვხვდებით. ახლა ზაფხულის პერიოდია, ხალხი მთაშია და ჩვენ იქაც ვახერხებთ ასვლას, გაზეთებისა და ბუკლეტების დარიგებას. ასევე ვავსებთ სპეციალურ ბლანკებს ჩვენი ამომრჩევლებისთვის“.

ახალციხეში, „პატრიოტთა ალიანსს“, დაახლოებით ექვსი თვის განმავლობაში, აქტივისტთა სხვა გუნდი ჰყავდა. ამ დროისთვის კი შტაბმა, როგორც შემადგენლობა, ასევე ადგილ–მდებარეობაც გამოიცვალა.

‘პატრიოტთა ალიანსმა’ ახალციხეში საარჩევნო შტაბი გახსნა

„ადიგენის შტაბი კარგად მუშაობს, ამიტომ არ ვაპირებ შეცვლას, ახალციხის შტაბი კი შეიცვალა. ჩემი გადაწყვეტილებით, მის ხელმძღვანელად მერაბ ქიმერიძე დავასახელე. ეს იყო ჩემი გადაწყვეტილება ცენტრალურ პარტიასთან შეთანხმებით. ძველი შტაბის წევრებს ჩვენგან აქვთ შეთავაზება, მათთვის კარები ღიაა“, – განმარტავს გოდერძი კუბლაშვილი, პარტიის მაჟორიტარობის კანდიდატი ახალციხე–ადიგენის საარჩევნო ოლქში. იგი პარტიამ ოფიციალურად დღეს წარადგინა.

„ადიგენში კარგად მიცნობენ, 51 წელია იქ ვცხოვრობ. რაც შეეხება ახალციხეს, მასმედიის მეშვეობით საკმაოდ კარგად გამიცნო მთელმა საქართველომ, დაწყებული იმ თემიდან, რომელიც მინარეთს ეხებოდა და იმის შემდეგაც, ადიგენის პრობლემებით,“ –ამბობს კუბლაშვილი.

[თაკო ფეიქრიშვილი, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

'პატრიოტთა ალიანსს' კანდიდატი მხოლოდ ახალციხე–ადიგენის ოლქში ეყოლება
გოდერძი კუბლაშვილი მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი აღარ არის
‘პატრიოტთა ალიანსმა’  გოდერძი კუბლაშვილი შესაძლოა სხვა კანდიდატით ჩაანაცვლოს
ზურა ხაჩიძე ბორჯომსა და ასპინძაში „პატრიოტთა ალიანსის“ დეპუტატობის კანდიდატია
გოდერძი კუბლაშვილი: ვერავის მივცემდი ხმას და ხარაგაულში საქეიფოდ წავედი
‘პატრიოტთა ალიანსმა’ ახალქალაქი-ნინოწმინდაში დეპუტატობის კანდიდატი წარადგინა
„პატრიოტთა ალიანსიდან“  ახალციხე–ადიგენში კენჭს ნიკოლოზ ინასარიძე იყრის