FM97.5 / LIVE

ზურა ხაჩიძე ბორჯომსა და ასპინძაში „პატრიოტთა ალიანსის“ დეპუტატობის კანდიდატია

მთავარისიახლე, არჩევნები 29.07.2016
„პატრიოტთა ალიანსმა“ სამცხე–ჯავახეთში დეპუტატობის პირველი კანდიდატი, მომღერალი ზურა ხაჩიძე დაასახელა.

ზურა ხაჩიძე ბორჯომსა და ასპინძაში „პატრიოტთა ალიანსის“ დეპუტატობის კანდიდატია
შოუ ბიზნესის წარმომადგენელი ზურა ხაჩიძე ამომრჩეველთა გულის მოგებას ბორჯომში, ასპინძასა და ახალქალაქის ხუთ სოფელში ეცდება.
მისი წარდგენა დღეს, 29 ივლისს „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერების მიერ ქუთაისში, ოპერის თეატრის წინ, ქუთაისისა და ოზურგეთის მაჟორიტარობის კანდიდატებთან ერთად მოხდა.

როგორც „სამხრეთის კარიბჭესთან“ ალიანსის პოლიტიკური მდივანი და საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი გოჩა თევდორაძე აცხადებს, ზურა ხაჩიძე წინასაარჩევნო კამპანიის დაწყებას უახლოეს დღეებში დაიწყებს.

„ზურა, ჩვენი პარტიის აქტიური მხარდამჭერია. ვფიქრობ, რომ თავის საარჩევნო ოლქში დიდი რეიტინგი ექნება“, – განაცხდა თევდორაძემ „სამხრეთს კარიბჭესთან“.

"პატრიოტთა ალიანსს", ჯერ საარჩევნო პროგრამა საზოგადოებისთვის არ წარუდგენია.

პარტიის წარმომადგენლები სამცხე-ჯავახეთში ვიზიტსა და ამომრჩევლებისთვის საარჩვენო პროგრამის წარდგენას, ასევე, დანარჩენილ ორ ოლქში დეპუტატებობის კანდიდატების დასახელელბას უახლოეს დღეებში გეგმავენ.

ვინ იქნებიან "ალიანსის" დეპუტატობის კანდიდატები ნინოწმინდა-ახალქალაქისა და ახალციხე-ადიგენის ოლქებში , პარტიის პოლიტიკური მდივანი ჯერ არ ასახელებს: "საკითხი განიხილება, არ მინდა მოვლენებს წინ გავუსწრო“.

მიუხედავად „პატრიოტთა ალიანსის“ პოლიტიკური მდივნის ამ განცხადებისა, არასამთავრობო ორგანიზაცია „საზოგადოებრივი დარბაზის“ ხელმძღვანელი გოდერძი კუბლაშვილი ირწმუნება, რომ ალიანსმა გადაწყვეტილება უკვე მიიღო და ახალციხე-ადიგენის საარჩევნო ოლქში დეპუტატობის კანდიდატი სწორედ ის იქნება.

„პატრიოტთა ალიანსის“ გარდა სამცხე-ჯავახეთში, მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები ჯერ მხოლოდ „ნაციონალურ მოძრაობას“ ჰყავს წარდგენილი.

შეგახსენებთ, რომ თუ ამ დრომდე სამცხე–ჯავახეთს პარლამენტში 6 მაჟორიტარი დეპუტატი ჰყავდა, ახალი საარჩევნო საზღვრების მიხედვით, მომავალი მოწვევის პარლამენტში რეგიონს სამი დეპუტატი წარადგენს. ახალციხე–ადიგენი ერთ საარჩევნო ოლქად გაერთიანდა; ასპინძა – ბორჯომი და ახალქალაქის 5 სოფელი (აზავრეთი, კოჭიო, პტენა, ბარალეთი და ჩუნჩხა) ასევე ერთ დეპუტატს აირჩევს და ერთი დეპუტატი ეყოლება ახალქალაქის დანარჩენ სოფლებსა და ნინოწმინდასაც.

[ლუბა გიორგაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

‘პატრიოტთა ალიანსმა’ ახალქალაქი-ნინოწმინდაში დეპუტატობის კანდიდატი წარადგინა
'ნაციონალური მოძრაობის' მაჟორიტარობის კანდიდატები სამცხე–ჯავახეთში
'პატრიოტთა ალიანსს' კანდიდატი მხოლოდ ახალციხე–ადიგენის ოლქში ეყოლება
ვინ არიან და საიდან მოდიან 'ქართული ოცნების' კანდიდატები
მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები [6 სექტემბრის მდგომარეობით]
‘პატრიოტთა ალიანსმა’ ახალქალაქში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი დაასახელა
მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები [2 სექტემბრის მდგომარეობით]