FM97.5 / LIVE

ხორბალი თუ არჩევნები: უწყებათაშორისი კომისია ადმინისტრაციული რესურსის შესაძლო გამოყენებაზე

მთავარისიახლე, პოლიტიკა, არჩევნები 12.08.2016
რას ამბობს უწყებათაშორისი კომისია, იმ შეხვედრის შესახებ, რომელიც ახალციხის ადმინისტრაციულ შენობაში 6 აგვისტოს „ოცნების“ აქტივისტებთან გამართეს;

ხორბალი თუ არჩევნები:  უწყებათაშორისი კომისია  ადმინისტრაციული რესურსის შესაძლო გამოყენებაზე

უწყებათაშორისი კომისია იმ შეხვედრასთან დაკავშირებით, რომელიც ახალციხის მერმა და მისმა თანამშრომლებმა, ასევე, ახალციხის გამგეობის წარმომადგენლებმა „ქართული ოცნების“ აქტივისტებთან ადმინისტრაციულ შენობში გამართეს, დარღვევას ვერ ხედავს.

„მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, თათბირზე განხილული იყო ისეთი საკითხები, როგორიცაა: მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება/მიმდინარეობა, მოსავლის (მათ შორის, ხორბლის, ქერის) აღება, კომბაინ(ებ)ის მობილიზება და სხვა, მუნიციპალიტეტისთვის კანონით მიკუთვნებული უფლებამოსილებიდან გამომდინარე საკითხები.
მუნიციპალიტეტის თანამშრომლებთან შეხვედრაზე (თათბირზე) არანაირ პარტიულ ან საარჩევნო საკითხებზე საუბარი არ ყოფილა და არც „ქართული ოცნების“ აქტივისტებთან შეხვედრას ჰქონია ადგილი“, – ნათქვამია უწყებათაშორისი კომისიის პასუხში, რომელიც „სამხრეთის კარიბჭემ“ ელექტრონული ფოსტით მიიღო.

როგორც აღნიშნულ წერილშია მითითებული, კომისია მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებსა და ადგილობრივ თვითმმართველ ორგანოებთან ურთიერთობის დეპარტამენტის მიერ მოწოდებულ ინფორმაციას დაეყრდნო.

კომისიას იმის შესახებ, თუ რა უნდოდათ აღნიშნულ შეხვედრაზე „ოცნების“ აქტივისტებს არ უმსჯელია, არც იმაზე გაუმახვილებია ყურადღება, რატომ ესწრებოდნენ ხორბლის მოსავლის შესახებ შეკრებას თვიმმართველი ქალაქის მერი და მისი თანამშრომლები.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოში“ აცხადებენ, რომ უწყებათაშორისმა კომისიამ მხედველობის მიღმა დატოვა ის, რაც ამ შემთხვევაში ყველაზე მნიშვნელოვანი იყო.

„ეს პოტენციური დარღვევაა საარჩევნო კოდექსის. აქ ყველაზე მთავარი იყო ის, რომ შეხვედრას ესწრებოდნენ პარტიული აქტივისტები“, – აცხადებს „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ იურისტი გიგი ჩიხლაძე.

მისი თქმით, იმ შენობების ჩამონათვალში, სადაც წინასაარჩევნოდ აგიტაცია უნდა გაიმართოს, ახალციხის ადმინისტრაციული შენობა არ არის: „ამიტომ ამ შემთხვევაში თუ შენობაში აქტივისტები იყვნენ, ეს წინასაარჩევნო აგიტაცია გამოდის. საორგანიზაციო ტიპის შეხვედრაც აგიტაციაა და ეს დარღვევაა“.

კონკრეტულად რას დაეყრდნო უწყებათაშორისი კომისია აღნიშნული შეხვედრის შესახებ მსჯელობისას, ან რა კავშირი აქვს ხორბალთან თვითმმართველი ქალაქის მერს და რა უნდოდათ ამ შეკრებაზე „ოცნების“ აქტივისტებს, „სამხრეთის კარიბჭემ“ უწყებათაშორის კომისიას ამ კითხვებით წერილობით ისევ მიმართა, თუმცა, ჯერ პასუხი არ მიგვიღია.

[თამუნა უჩიძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ხორბლის მოსავალი თუ მზადება პრემიერის დასახვედრად  – ‘ოცნების’ აქტივისტები ადმინისტრაციულ შენობაში
ახალციხეში ადმინისტრაციული რესურსის შესაძლო გამოყენების ფაქტს ცესკო სწავლობს
იურისტები ახალციხის საოლქოს საკითხის არასრულყოფილად შესწავლაში ადანაშაულებენ
გამოიყენა თუ არა ‘ოცნების’ კანდიდატმა ადმინისტრაციული რესურსი – ფაქტს საოლქო კომისია სწავლობს
კანდიდატი მერიის მიერ გამართულ შეხვედრაზე – საოლქო დარღვევას ვერ ხედავს
‘შეიძლება ოთახში შევედი და გამოვედი’ – რას ამბობს გიორგი კოპაძე 6 აგვისტოს გამართულ შეხვედრაზე [Video]
ასპინძაში 'ოცნების' შტაბში მოხელეების შეკრებაში საია სისხლისსამართლის დანაშაულის ნიშნებს ხედავს