FM97.5 / LIVE

იურისტები ახალციხის საოლქოს საკითხის არასრულყოფილად შესწავლაში ადანაშაულებენ

მთავარისიახლე, პოლიტიკა, არჩევნები 30.08.2016
ახალციხის საოლქომ ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებაზე გადაწყვეტილება, მხოლოდ შესაძლო დამრღვვისგან მიღებული პასუხის საფუძველზე გამოიტანა.

იურისტები ახალციხის საოლქოს საკითხის არასრულყოფილად შესწავლაში ადანაშაულებენ

N37-ე ახალციხის საოლქო საარჩევნო კომისიასა და მის თავმჯდომარეს თეა გავაშელს იურისტები საკითხის არასრულყოფილად შესწავლასა და ხელისულფების მიმართ მიკერძოებულობაში ადანაშაულებენ. საქმე ახალციხის ადმინისტრაციულ შენობში ადმინისტრაციული რესურსის შესაძლო გამოყენების ფაქტის შესწავლას ეხება.

მოკვლევა ახალციხის საოლქომ მას შემდეგ დაიწყო, რაც მომხდარის შესახებ „სამხრეთის კარიბჭემ“ უწყებათაშორის კომისიას აცნობა, უწყებათაშორისმა რედაქციის შეკითხვა ცესკოს გადაუგზავნა, ცესკომ კი რეაგირებისთივს ახალციხის საოლქოს დააწერა.

საარჩევნო ადმინისტრაციამ დაადგინა, რომ ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებას ადგილი არ ჰქონია. თუმცა, ეს მხოლოდ გუბერნიიდან, ახალციხის მერიიდან და გამგეობიდან გამოთხოვილი ინფორმაციის საფუძველზე დაასკვნა.

„2016 წლის 06 აგვისტოს, გამგებლის მოადგილეებს, შესაბამისი სამსახურის უფლებამოსილ პირებს და სოფლის წარმომადგენლებს შორის გაიმართა შეხვედრა, რომლის მიზანსაც წარმოდგენდა მარცვლეული კულტურის მოსავლის აღების საკთხი. აღნიშნულ სხდომაზე ასევე განიხილებოდა ინფრასტრუქტურული პროექტები, რომლებიც შესაბამის სამსახურებთან და სოფლის წარმომადგენლებთან საჭიროებდა შეთანხმებას“, – ნათქვამია N37-ე ახალციხის საოლქო საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილებაში, რომელიც რედაქციამ 29 აგვისტოს მიიღო.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოსა“ და „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში“ აცხადებენ, რომ საოლქომ საკითხი მოვალეობის მოდის მიზნით, ფორმალურად ჩაატარა.

„როცა მხოლოდ დაინტერესებულ მხარეს გამოკითხავ, რომელიც დაინტერესებულია, რომ არ დაჯარიმონ და ამის საფუძველზე მიიღებ გადაწყვეტილებას, ტოვებ წარმოდგენას, რომ არ არის სრულად გამოკვლევული საქმე“, – ამბობს „საერთაშორისო გამჭვირვალობა –საქართველოს“ იურისტი გიგი ჩიხლაძე.

მის პოზიციას იზირებს საიას სარჩევნო პროექტების იურისტი რატი თინიკაშვილი.

„ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე–13 მუხლი, პირდაპირ აკისრებს ვალდებულებას ადმინსიტრაციულ ორგანოს, რომ დაინტერესებულ მხარეს მისცეს შესაძლებლობა წარმოადგინოს საკუთარი მოსაზრება. ადმინისტრაციულ ორგანოს არ აქვს უფლება განიხილოს და გადაწყვიტოს საკითხი თუ დაინტერესებულ მხარეს არ ეძლევა შესაძლებლობა პოზიცია დააფიქსიროს“, – აცხადებს თინიკაშვილი და ამატებს, რომ ამ შემთხვევაში დაინტერესებულ მხარედ „სამხრეთის კარიბჭე“ მიიჩნევა, რადგან საქმის წარმოება სწორედ მისი მიმართვის შემდეგ დაიწყო.

მისი თქმით, ჟურნალისტი, რომელიც აღნიშნული შემთხვევის თვითმხილველი იყო და ასახელებდა პირებს, რომლებიც ამ შეხვედრას ესწრებოდნენ, საქმის განხილვის პროცესში უნდა ჩაერთოთ. თუმცა, საოლქო საარჩევნო კომისია არც უწყებათაშორის კომისიაში გაგზავნილი წერილის ავტორს და არც „ქართული ოცნების“ აქტივისტებს დაკავშირებია.

N37-ე ახალციხის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე თეა გავაშელი „სხვების ძებნის“ საჭიროებას ვერ ხედავს, მაშინ როცა გუბერნიიდან, მერიიდან და გამგეობიდან პასუხი უკვე აქვს.

შეკითხვაზე, რამდენად სრულყოფილად მიაჩნია მოკვლევა, როცა მხოლოდ შესაძლო დამრღვევებისგან მიღებულ პასუხს დაეყრდნო, გავაშელი გვპასუხობს: „თქვენ განცხადებაზე დაყრდნობით ვიმსჯელე, სხვა მასალები რატომ უნდა მეძებნა“.

ასევე შეკითხვაზე, ჩვენი განცხადება ჩვენს გარეშე რატომ განიხილა, გავაშელი აცხადებს: „თქვენი განცხადება გამოიგზავნა ცესკოდან, მივყევი საკითხებს და გამოვიტანე დასკვნა. თქვენი განცხადების საფუძველზე ვიმსჯელე და იმიტომ“.

თუმცა, ისურტების განმარტებით, გავაშელი ჟურნალისტს სწორედ იმიტომ უნდა დაკავშირებოდა, რომ მის განცხადებას იხილავდა.

შეგახსენებთ, 6 აგვისტოს, შაბათ დღეს, ახალციხის ადმინისტრაციულ შენობაში, „ქართული ოცნების“ აქტივისტებს შეხვდნენ. ერთ–ერთი აქტივსიტის განმარტებით, მათ მეორე დღეს, პრემიერ მინისტრის ჩამოსვლასთან დაკავშრებით სოფლებიდან ხალხის ჩამოყვანეის შესახებ იმსჯელეს. შეხვედრას, ახალციხის მეშინდელი მერი გიორგი კოპაძე ესწრებოდა. მეორე დღეს პრემიერმა იგი ახალციხე–ადიგენის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად წარადგინა.

[თამუნა უჩიძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ახალციხეში ადმინისტრაციული რესურსის შესაძლო გამოყენების ფაქტს ცესკო სწავლობს
გამოიყენა თუ არა ‘ოცნების’ კანდიდატმა ადმინისტრაციული რესურსი – ფაქტს საოლქო კომისია სწავლობს
ხორბალი თუ არჩევნები:  უწყებათაშორისი კომისია  ადმინისტრაციული რესურსის შესაძლო გამოყენებაზე
კანდიდატი მერიის მიერ გამართულ შეხვედრაზე – საოლქო დარღვევას ვერ ხედავს
N37 ახალციხის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარედ, მეორე ვადით, თეა გავაშელი აირჩიეს
ახალციხის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარედ თეა გავაშელი მესამე ვადით აირჩიეს
ახალციხის საოლქო საარჩევნო კომისიის წევრი ‘ქართული ოცნების’ სააგიტაციო შეხვედრებს ესწრება