FM97.5 / LIVE

საჯარო უწყებების თანამშრომლები "ოცნების" ყრილობაზე [Photo]

მთავარიპოლიტიკა 02.03.2016
ახალციხეში, მესხეთის თეატრის დარბაზში გამართულ "ქართული ოცნების" ყრილობას ახალციხის ადგილობრივი თვითმმართველობების (ქალაქისა და თემის) თითქმის ყველა სამსახურის თანამშრომლები ესწრებოდნენ.

შეხვედრას, რომელიც სამუშაო საათებში, 17:00 საათზე დაიწყო, ესწრებოდნენ: ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის, შესყიდვების, კულტურისა და განათლების, საზოგადოებასთან ურთიერთობის, იურიდიული და ადმინისტრაციული სამსახურების, ასევე მერიასა და გამგეობას დაქვემდებარებული ააიპ–ებისა და შპს–ეების თანამშრომლები.

"სამხრეთის კარიბჭეს" წყაროს ინფორმაციით, თანამშრომელთა ნაწილს დღეს დილით ერთდღიანი შვებულებები დააწერინეს, ნაწილს კი შეხვედრის დაწყებამდე რამდენიმე წუთით ადრე უთხრეს, რომ სამსახურებიდან თეატრის შენობაში უნდა გასულიყვნენ.

თეატრისა და ადმინისტრაციულ შენობას ერთმანეთისგან მხოლოდ რამდენიმე ასეული მეტრი აშორებს.

კონფერენციის დაწყებიდან 10 წუთში "სამხრეთის კარიბჭეს" ჟურნალისტი ადმინისტრაციულ შენობაში მივიდა, სადაც სამსახურების უმეტესობა დაკეტილი აღმოჩნდა. მან ერთ–ერთი, კონკრეტულად, გამგეობის ინფრასქტრუქტურის სამსახური იკითხა. მისაღებში ჟურნალისტს განუცხადეს, რომ სამსახური ობიექტზე იყო გასული, თუმცა, რომელ ობიექტზე ვერ დაგვიკონკრეტეს.

გთავაზობთ ფოტოებს, რომლებზეც ჩანან შეხვედრაზე მიმავალი საჯარო უწყებების თანამშრომლები. მათ შორის, ერთ–ერთ ფოტოზე, სწორედ ინფრასტრუქტურის სამსახხურის წარმომადგენლები არიან.

საჯარო უწყებების თანამშრომლები "ოცნების" ყრილობაზე [Photo]
ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი ილია ზარდიაშვილი

საჯარო უწყებების თანამშრომლები "ოცნების" ყრილობაზე [Photo]
ახალციხის მეორე ბაგა – ბაღის თანამშრომლები (ააიპ ახალციხის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებათა გაერთიანება)

საჯარო უწყებების თანამშრომლები "ოცნების" ყრილობაზე [Photo]
ახალციხის მერიის თანამშრომლები

საჯარო უწყებების თანამშრომლები "ოცნების" ყრილობაზე [Photo]
ახალციხის მერიის სპორტის სამსახურის თანამშრომელი გიორგი ბეროშვილი და ახალციხის მერიის საზოგადობასთან ურთიერთობის სამსახურის თანამშრომელი სოფო მესხი

საჯარო უწყებების თანამშრომლები "ოცნების" ყრილობაზე [Photo]
ახალციხის მერიის საქმის წარმოებისა და ადამიანური რესურსების მართვის განყოფილების უფროსი გიორგი გვარამაძე.

საჯარო უწყებების თანამშრომლები "ოცნების" ყრილობაზე [Photo]
ახალციხის მერიის თანამშრომლები

საჯარო უწყებების თანამშრომლები "ოცნების" ყრილობაზე [Photo]
ახალციხის მერიის თანამშრომლები

საჯარო უწყებების თანამშრომლები "ოცნების" ყრილობაზე [Photo]
გამგებლის წარმომადგენელი ვალის ადმინისტრაციულ ერთეულში, ელიოზ ბარბლიშვილი

საჯარო უწყებების თანამშრომლები "ოცნების" ყრილობაზე [Photo]
ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობის არქმშენინსპექციისა და ზედამხედველობის განყოფილების უფროსი მიხეილ ვარდიძე

საჯარო უწყებების თანამშრომლები "ოცნების" ყრილობაზე [Photo]
ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსი ნოდარ ბალახაშვილი და გამგეობის საზოგადოებასთან ურთეირთობის სამსახურის თანამშრომლები

საჯარო უწყებების თანამშრომლები "ოცნების" ყრილობაზე [Photo]
ახალციხის მერიის თანამშრომლები

საჯარო უწყებების თანამშრომლები "ოცნების" ყრილობაზე [Photo]

საჯარო უწყებების თანამშრომლები "ოცნების" ყრილობაზე [Photo]
შპს "კეთილმოწყობის სამსახურის" უფროსის დროებით მოვალეობის შემსრულებელი გიორგი ლონდარიძე

საჯარო უწყებების თანამშრომლები "ოცნების" ყრილობაზე [Photo]
ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებათა გაერთიანების ხელმძღვანელი ლელა ოქრომელიძე


[sknews.ge]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ბორჯომის მერიამ 11 პოზიციაზე კონკურსი გამოაცხადა
ასპინძის მერმა სამსახურებისა და განყოფილებების უფროსები შეარჩია
ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგებელი სამსახურის უფროსებს ნიშნავს
ბორჯომის გამგეობაში სამსახურების უფროსების ვინაობა ცნობილია
 წინასაარჩევნო დარღვევები სამცხე–ჯავახეთში – „მრავალეროვანი საქართველოს“ ანგარიში
ადიგენის გამგეობამ ახალი თანამშრომლები შეარჩია
ახალციხის მერიის სამი თანამშრომელი პასუხისგებაში მისცეს