FM97.5 / LIVE

ბორჯომი სტიქიის შემდეგ

მთავარისიახლე, საზოგადოება 05.08.2016
სტიქიით დაზარალებულ ბორჯომში დღეს დილიდან გაწმენდითი სამუშაოები დაიწყო. საგანგებო შტაბის ინფორმაციით, რომელიც ბორჯომში გუშინ შეიქმნა, სტიქიის შედეგად, განსაკუთრებით ბორჯომის ისტორიული პარკია დაზიანებული, სადაც განადგურებულია ინფრასტრუქტურა, მოტეხილია ხეები.

ბორჯომი სტიქიის შემდეგ

საგანგებო შტაბში აცხადებენ, რომ პარკში სამუშაოები მთელი დღის განმავლობში გაგრძელდება და პარკი დამსვენებლებისთვის დღის ბოლოს გაიხსნება.

"კრიტიკული ახლა რაც არის, ეს არის პარკი. უნდა გავასუფთავოთ პარკის ტერიტორია და ის დღის განმავლობაში სანახევროდ გაიხსნება,“- განაცხადა "რუსთავი 2"–თან საუბარში სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს მდივანმა მინდია ჯანელიძემ.

ბორჯომის გამგებლის დიმიტრი ყიფიანის განცხადებით, ქალაქი უკვე დაუბრუნდა ცხოვრების ჩვეულ რიტმს, რადგან უკვე მოხერხდა ქალაქის ძირითადი ნაწილის გაწმენდა. მისივე ინფორმაციით, ამ ეტაპზე მიმდინარეობს სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალის დათვლის პროცესი.

შეგახსენებთ, გუშინ, 4 აგვისტოს, სტიქიამ ბორჯომს შეუტია. ძლიერი წვიმა და სეტყვა ბორჯომში საღამოს დაიწყო. წვიმისგან მოვარდნილი ნიაღვრებისგან დაიტბორა ქუჩები, შეფერხდა მოძრაობა, დაიტბორა პირველ სართულზე მდებარე კერძო ობიექტები და საცხოვრებელი სახლები.

ე.წ. გოგირდის აბანოებში 20–მდე ადამიანი ჩარჩა, რომლებიც სამაშველო სამსახურმა გამოიყვანა. სამცხე–ჯავახეთის გუბერნატორის განცხადებით, სტიქიამ მთლიანად გაანადგურა ბორჯომის პარკი. მოსახლეობის ევაკუაცია საჭირო გახდა პარკიდანაც.

ძლიერმა წვიმამ და ქარმა წაღვერის გზაზე ხეები მოტეხა, რის გამოც მოძრაობა შეფერხდა. ძლიერმა ნიაღვარმა და მოტეხილმა ხეებმა თბილისი–ბორჯომის ცენტრალურ მაგისტრალიც ჩაკეტა, სადაც ასევე შეფერხებული იყო მოძრაობა ნახევარი საათის განმავლობაში.

ქარისგან დაზიანდა ელექტროგადამცემი ხაზები. ბორჯომს ღამის გამავლობაში ელექტროენერგია არ მიეწოდებოდა.

კრიზისების მართვის საბჭოს განცხადებით, ბორჯომის სტიქიის გამო საგანგებო სიტუაციების სამსახურში 170–მდე შეტყობინება შევიდა. სამაშველო ოპერაციის შედეგად 40-მდე ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა. ძლიერი ქარის შედეგად მოგლეჯილი ხე დაეცა ავტომანქანას, რომელშიც ერთი ქალბატონი იმყოფებოდა. დაზარალებული მსუბუქი დაზიანებები მიიღო.

ბორჯომში მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდნენ შსს-ს სახანძრო-სამაშველო ჯგუფები. დამატებითი სამაშველო ჯგუფები მობილიზებული იყო ახალციხიდანაც. სამაშველო ოპერაციებში ჩართული იყვნენ საპატრულო პოლიციის დეპარტამენტისა და კრიმინალური პოლიციის თანამშრომლები.

სტიქიური მოვლენების გამო, ბორჯომში ჩამოვიდნენ კრიზისების მართვის საბჭოს ხელმძღვანელი მინდია ჯანელიძე და ასევე რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სტიქიების დეპარტამენტის თანამშრომლები. ბორჯომში მომხდარი სტიქიის გამო შეიქმნა სპეციალური შტაბი, რომელსაც მხარის გუბერნატორი აკაკი მაჭუტაძე ხელმძღვანლობს.

დღეს დილის 10:00 საათიდან, საგანგებო შტაბის სხდომა მიმდინარეობს.

[ნინო ნარიმანიშვილი, ბორჯომი]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ბორჯომში ქუჩების დასუფთავება დაიწყეს [Photo]
მინდია ჯანელიძე ბორჯომში სტიქიის ზონებს ათვალიერებს
ბორჯომში კრიზისების მართვის საბჭოს ხელმძღვანელს ელოდებიან
კრიზისების მართვის საბჭოს განცხადება ბორჯომის სტიქიის შესახებ
ბორჯომი სტიქიის შემდეგ – საგანგებო შტაბის სხდომა
სამცხე–ჯავახეთის გუბერნატორი: ‘ბორჯომის პარკი განადგურებულია’
ბორჯომში გოგირდის აბანოებში ჩარჩენილი ადამიანები გამოიყვანეს