FM97.5 / LIVE

კრიზისების მართვის საბჭოს განცხადება ბორჯომის სტიქიის შესახებ

მთავარისიახლე, საზოგადოება 05.08.2016
სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭო, ბორჯომში სტიქიასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

კრიზისების მართვის საბჭოს განცხადება ბორჯომის სტიქიის შესახებ

ძლიერი წვიმისა და სეტყვის შედეგად ბორჯომში შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით, პრემიერ მინისტრის დავალებით, ადგილზე მობილიზებულია ყველა შესაბამისი სამსახური.

ბორჯომში, სტიქიის შედეგად საცხოვრებელი სახლები და კომერციული ობიექტები დაიტბორა. მოვარდნილმა ღვარცოფულმა ნაკადმა რამდენიმე ქუჩაზე მოძრაობა შეაფერხა. დაზიანებულია ასფალტის საფარი. ძლიერმა ქარმა ასევე დააზიანა ელექტროგადამცემი ხაზები, რის გამოც ელექტროენერგიის გარეშე დარჩა რამდენიმე ათასი აბონენტი.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, საქართველოს პრემიერ–მინისტრის დავალებით, ადგილზე მობილიზებულია ყველა შესაბამისი სამსახური.
სიტუაციის კონტროლის და კოორდინაციის მიზნით, ბორჯომში გაემგზავრნენ სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს მდივანი მინდია ჯანელიძე და საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ნოდარ ჯავახიშვილი. ადგილზე ასევე მობილიზებულია საპარტულო პოლიციის და საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს დამატებითი ეკიპაჟები.

განცხადების თანახმად, ამ დროისთვის საავტომობილო გზებზე მოძრაობა აღდგენილია, დაზიანებულ ქუჩებზე მიმდინარეობს წყლის ამოტუმბვითი და გაწმენდითი სამუშაოები. მოსახლეობისთვის ელექტროენერგიის აღდგენა ეტაპობრივად მოხდება.

"სამაშველო ოპერაციის შედეგად 40-მდე ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა. ძლიერი ქარის შედეგად მოგლეჯილი ხე დაეცა ავტომანქანას, რომელშიც ერთი ქალბატონი იმყოფებოდა. დაზარალებული მსუბუქი დაზიანებებით საავადმყოფოშია გადაყვანილი", – ვკითხულობთ განცხადებაში.

განცხადების მიხედვით, მოსახლეობის დასახმარებლად გასულია შსს-ს სახანძრო-სამაშველო ჯგუფები. მაშველებმა ოპერატიული რეაგირება მოახდინეს 170-ზე მეტ შეტყობინებაზე, რომლებიც ყველა რთულ უბანზე უწყვეტ რეჟიმში მუშაობენ. დამატებითი სამაშველო ჯგუფები მობილიზებულია ახალციხიდანაც. სამაშველო ოპერაციებში ჩართული არიან საპატრულო პოლიციის დეპარტამენტისა და კრიმინალური პოლიციის თანამშრომლები. ავტომანქანების გადაადგილებას საპატრულო ეკიპაჟები არეგულირებენ.

ამ დროისთვის მეტეოროლოგიური პირობები ქ. ბორჯომში სტაბილურია.

შეგახსენებთ, დღეს საღამოს, ბორჯომში, რამდენიმე საათის განმავლობაში გადაუღებლად წვიმდა, იყო სეტყაც. უხვი ნალექის გამო, დაიტბორა ბორჯომის ქუჩები, გზებზე შეიქმნა საცობები, წყალი შევარდა პირველ სართულებზე ადგილობრივ მცხოვრებლებთან და კერძო ობიექტებში.

[ნინო ნარიმანიშვილი, ბორჯომი]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ბორჯომი სტიქიის შემდეგ
ბორჯომში კრიზისების მართვის საბჭოს ხელმძღვანელს ელოდებიან
შსს ბორჯომის სტიქიაზე: ჩვენმა თანამშრომლებმა 200–მდე შეტყობინებაზე მოახდინეს რეაგირება
მინდია ჯანელიძე ბორჯომში სტიქიის ზონებს ათვალიერებს
ბორჯომში სტიქიის ზონა გარემოს დაცვის მინისტრმა მოინახულა
რა ხდება ამ დროისთვის ბორჯომში
ბორჯომის ხანძრის გამო პრემიერ-მინისტრის დავალებით საგანგებო შტაბი შეიქმნა