FM97.5 / LIVE

სტიქიამ ბორჯომ–ბაკურიანის მიმართულებით გზის ნაწილი ჩაკეტა

მთავარისიახლე, საზოგადოება 04.08.2016
ძლიერმა წვიმამ და ქარმა წაღვერის გზაზე ხეები მოტეხა, რის გამოც ამ დროსთვის მოძრაობა შეფერხებულია.

სტიქიამ ბორჯომ–ბაკურიანის მიმართულებით გზის ნაწილი ჩაკეტა

ამის შესახებ „სამხრეთის კარიბჭესთან“ ბორჯომის მუნიციპალიტეტის მოადგილემ ვახტანგ ოჩხიკიძემ განაცხადა.

მისი თქმით, გზის სავალი ნაწილი ჩაკეტილია, ტექნიკა მუშაობს და მოძრაობა მალე სრულად აღდგება.

წაღვერის პარალელურად, გზას წმენდენ სამაშველო სამსახურის წარმოამდგენლები ბორჯომშიც. ამ წუთებში რუსთაველის ქუჩაზე დატბორილია სახლები. ასევე, ადგილობრიოვების ინფორმაციით ნიაღვარი შევარდა „ავერსის“ აფთიაქშიც.

ძლიერმა ნიაღვარმა და მოტეხილმა ხეებმა თბილისი–ბორჯომის ცენტრალურ მაგისტრალზე დაახლოებით 30 წუთის განმავლობაში მოძრაობაც შეაფერხა. გადაადგილება შეზღუდული იყო ორივე მიმართულებით.

„მანქანები წყალში ცურავს, სიბნელეა. გზაზე მოტეხილი ხეები და თუნუქები ყრია“, – ამბობს ერთ–ერთი ახალციხელი, რომელიც ახალციხიდან თბილისის მიმართულებით მიდის.

ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამგებელი დიმიტრი ყიფიანი ამ დრომდე „სამხრეთის კარიბჭესთან“ კომენტარს ვერ აკეთებს: „საშინელება ხდება, ჯერ ვერაფერზე დაგელაპარაკებთ“.

სამაშველო სამსახურში აცხადებენ, რომ ყველა სამუშაო ჯგუფი გასულია და წყლის ამოტუმბვის სამუშაოებს ასრულებს.

ვიდეომასალა დატბორილი ბორჯომიდან, რომელიც მოგვაწოდა მოქალაქემ.




[თამუნა უჩიძე, ბორჯომი]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

რა ხდება ამ დროისთვის ბორჯომში
სამცხე–ჯავახეთის გუბერნატორი: ‘ბორჯომის პარკი განადგურებულია’
მინდია ჯანელიძე ბორჯომში სტიქიის ზონებს ათვალიერებს
ბორჯომში გოგირდის აბანოებში ჩარჩენილი ადამიანები გამოიყვანეს
ბორჯომში კრიზისების მართვის საბჭოს ხელმძღვანელს ელოდებიან
ახალციხეში მოტეხილმა ხეებმა გარე განათების ხაზები დააზიანა
ახალციხიდან ახალქალაქის მიმართულებით მიმავალი გზა ჩაიკეტა