FM97.5 / LIVE
”ციხეში რომ შეხვალ, იქ უკვე ადამიანი აღარ ხარ”

”ციხეში რომ შეხვალ, იქ უკვე ადამიანი აღარ ხარ”

მთავარისამართალი 23.01.2013
პოლიტიკური პატიმრები სამცხე-ჯავახეთიდან; რატომ აღიძრა მათ წინააღმდეგ საქმეები და ვის პასუხისგებაში მიცემაზე საუბრობენ ციხიდან გამოსულები; საკანში გატარებული დღეები, ”სააკაშვილის რეჟიმი” და საზოგადოების დაკვეთა ახალ ხელისუფლებას;

”ციხეში რომ შეხვალ, იქ უკვე ადამიანი აღარ ხარ”
90 პოლიტპატიმართან ერთად ციხე ადვოკატმა ტარიელ მურმანიშვილმა, ”აი-იას” გამომცემელმა ზურა ხუციშვილმა და ბაკურიანში ბიძინა ივანიშვილის რეზიდენციის დაცვის უფროსმა რევაზ მუმლაძემაც დატოვა. მურმანიშვილი წარმოშობით ადიგენიდანაა, ხუციშვილი ახალციხიდან, მუმლაძე კი ბორჯომის მკვიდრია.
შეკერილი საქმეები

დევნა პროფესიული საქმიანობის გამო

”ციხეში რომ შეხვალ, იქ უკვე ადამიანი აღარ ხარ”მურმანიშვილი სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე, თაღლითობის მუხლით, 2011 წლის 9 სექტემბერს დააკავეს. მას წლების განმავლობაში ჯერ სამცხე-ჯავახეთში, შემდეგ კი დედაქალაქში, პროკურატურაში სხვადასხვა დროს სხვადასხვა თანამდებობა ეკავა. ბოლოს კი ადვოკატთა ასოციაციაში მუშაობდა.

მურმანიშვილის დაკავების მიზეზი მოგებული სასამართლო პროცესი გახდა. ადვოკატს მისი დაცვის ქვეშ მყოფმა, ანა ბალამწარაშვილმა უჩივლა. ბალამწარაშვილი ხე-ტყის ბიზნესში იყო ჩართული და მილიონნახევრის დაბრუნება სურდა.

”მას ამ თანხის აღების იმედი აღარ ჰქონდა, შევთანხმდით, რომ თუ პროცესს მოვიგებდი, მოგებული თანხის 50 პროცენტს მომცემდა. მანამდე მე მუშაობისათვის საზღაურს არ ავიღებდი და ჩემი ინტერესი, სწორედ პროცესის მოგება იქნებოდა”, - გვიხსნის მურმანიშვილი.

ეს შეთანხმება ნოტარიულად გაფორმდა კიდეც. პროცესს პარლამენტარი რომანოზ ბჟალავაც ესწრებოდა.

”სასამართლოს მოგების შემდეგ იმ თანხის ქონება, რასაც მოვითხოვდით, სანოტარო წესით ბალამწარაშვილის უცხოელ პარტნიორზე გადავაფორმებინეთ”, - გვიყვება ადვოკატი.

თუმცა, ამის შემდეგ, იმის შესახებ, რომ ბალამწარაშვილი მოგებული ქონების 50 პროცენტის მურმანიშვილისათვის გადაცემას არ პირებდა, ადვოკატს რომანოზ ბჟალავამ უთხრა. ასევე ბჟალავამ განუმარტა ადვოკატს იმის შესახებაც, რომ ამ საქმით მთავარი პრკურორი მურთაზ ზოდელავა იყო დაინტერესებული, მასთან გარკვეული ვალდებულებები ჰქონდათ ნაკისრი და 200 ათასი ზოდელავასთვის უნდა გადაეცათ. ამაზე მურმანიშვილმა უარი განაცხადა. მისი თქმით, საქმესთან ზოდელავას არანაირი კავშირი არ ჰქონდა და თუ ვერ მორიგდებოდნენ, ამ საკითხზე სამართლებრივ დავას დაიწყებდა.

ამის შემდეგ მურმანიშვილი ბალამწარაშვილის ჩვენების საფუძველზე დააკავეს. ამ დროსითვის ბრალდების მხარეს სხვა მტკიცებულება არ ჰქონდა. ბალამაწარაშვილი აცხადებდა, რომ მას ხელშეკრულების ტექსტი წაკითხული არ ჰქონდა და ხელი ძალდატანებით მოაწერინეს.

”აღმოჩნდა, რომ ბალამწარაშვილს, ზოდელავასა და ბჟალავას იმ 50 პრცენტის მითვისება სურდათ, რომელიც მე მეკუთვნოდა”, - აცხადებს მურმანიშვილი და ამატებს, რომ მას ამის თქმის საფუძველს აძლევს 2012 წლის 17 ოქტომბერს ბალამწარაშვილის მიერ მისი უცხოელი პარტნიორისაგან სამ ლოტად შეძენილი ქონებაც - სამ ლოტად იმიტომ, რომ სამივე დაინაწილებს. ეჭვი მაქვს, რომ ეს იყო ფორმალურად გაკეთებული ნასყიდობის ხელშეკრულება. ამ წუთამდე იმიტომ არ იყოფენ ამ ქონებას, რომ თუ ახლად შეძენილ ქონებას საქართველოს კანონმდებლობით 2 წლის განამვლობაში გაასხვისებ ქონების ღირებულების 1 პროცენტის გადახდა გიწევს. ალბათ ამის გადახდა არ უნდა და ამიტომ იცდიან”.

მურმანიშვილი აცხადებს, რომ ამ საქმით დაინტერესებული იყო მთავარი პროკურორი და სწორედ ეს გახდა მიზეზი პროფესიული საქმიანობის გამო მასი დევნა დაწყებულიყო. ასევე, მისი თქმით, ”ნაციონალებს” სურდათ თავიანთი სტანდარტები ადვოკატთა ასოციაციაშიც დაემკვიდრებინათ. თუ ადვოკატი 2-დან 5 ათას ლარამდე აიღებდა მომსახურებისთვის პრობლემა არ იყო, მაგრამ მურმანიშვილის შემთხვევაში გასამრჯელო 20 ათასსაც კი სცდებოდა. ამდენად იმას რომ ვიღაცას ფული ეშოვა არ დაუშვებდნენ.

ბრალი ნარკოტიკისა თუ განსხვავებული პოზიციისთვის

”ციხეში რომ შეხვალ, იქ უკვე ადამიანი აღარ ხარ”ხუციშვილი 2011 წლის 21 ივლისს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილით დააკავეს, რაც ნარკოტიკული საშუალების, უკანონო შეძენას, შენახვას ან გასაღებას გულისხმობს.

”ჩვენ საიტზე ვწერდით რა იყო ქართველების გზა, ეს არც ოპოზიციური დამოკიდებულება იყო და არც ხელისუფლების საქებარი. ვამბობდით, რომ ჩვენ რელსებიდან ვართ აცილებული. მათ ჩემი მოცილებით ქართული იდეის მოცილება უნდოდათ. თუ მათ მხარეს არ იყავი, განსხვავებულ მოსაზრებას არ გაახარებდნენ, ღალატად ჩაგითვლიდნენ”, - ამბობს ხუციშვილი.

”წინასაარჩევნოდ თავიდან მომიშორეს”


”ციხეში რომ შეხვალ, იქ უკვე ადამიანი აღარ ხარ”მუმლაძე 2012 წლის 14 თებერვალს დააკავეს და 3-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს, მას ბაკურიანში მიწის ნაკვეთის არასწორად შესყიდვას ედავებოდნენ. მუმლაძე აცხადებს, რომ მან ნაკვეთი კანონის სრული დაცვით შეიძინა და მისი დაკავება პოლიტიკური გადაწყვეტილება იყო, რაც უშუალოდ 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებს უკავშირდებოდა.

”ჩემი მოშორება იმიტომ უნდოდათ, რომ წლების განმავლობაში ვმუშაობდი ძალოვან სტრუქტურაში, უშიშროებაში, ასევე სამმართველოში ახალიცხეში, ადიგენშიც. ბევრი მეგობარი მყავდა და რეგიონში ხელი თითქმის ყველაგნ მიმიწვდებოდა. მათ იცოდნენ, რომ საქართველოს უკეთესი მომავლისთვის ბოლომდე ვირძოლებდი და ამიტომ, თავიდან მომიშორეს”, - ამბობს პატიმრობიდან გათავისულფებული მუმლაძე.

ახალციხეში განხილული საქმე

მუმლაძე საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა დააკავეს და მისი საქმე ახალციხის რაიონულ სასამართლოში მოსამართლე გოჩა ჯეირანაშვილმა განიხილა.

”განაჩენის გამოტანა მტკიცებულებების გამოკლვევის, მოწმეების ჩვენების საფუძველზე მოხდა. ასევე, არსებობდა ნასყიდობის ხელშეკრულებაც. იმის შესახებ თუ რამდენად სწორი ჩვენება მოგვცა სასამართლოში მოწმემ სისხლის სამართლებრივი გამოძიება უნდა დაიწყონ”, - გვითხრა ჯეირანაშვილმა

მუმლაძის თქმით, მისადაგებული მუხლებიდან გამომდინარე შეკრებითობის პრინციპით პატიმრობა 9 წელი გამოსდიოდა: ”ჯეირანაშვილი ნამუსიანად მოიქცა და მას რაც შეეძლო გააკეთა, 3 წელი მომისაჯა. მაგრამ პროკურორი ნინო აღლემაშვილი, ოლქის პროკურორი ვაჟა ჩიტაშვილი, რომელიც დეპუტატია, ბინძურ დაკვეთას ასრულებდნენ”.

ყოფილი პატიმარი აცხადებს, რომ აღლემაშვილისა და ჩიტაშვილის ასევე, ყველა მათნაირი ადამიანის პასუხისმგებლობის საკითხი აუცილებლად უნდა დადგეს: ”მათ ათასობით ადამიანს დაუნგრიეს ცხვორება, აღლემაშვილს ჰქონდა კარგი ხელფასი, იმისთვის რომ კარგი ტანსაცმელი ეყიდა, თავის სურვილებს იკმაყოფილებდა, ასევე ვაჟას, ამიტომ ეგონათ, რომ სულ ასე იქნებოდა. მათ კისერზე ადევთ ათასობით ადამიანის ცოდვა”.

იმაზე, რომ ჩიტაშვილის პასუხისმგებლობის საკითხი აუცილებლად დადგება, ხუციშვილიც საუბრობს, თუმცა რატომ, არ აკონკრეტებს: ”მას ურჩევნია, პარლამენტი ნებით დატოვოს, სანამ სხვანაირად დაატოვებინებენ”.

ჩიტაშვილი ამბობს, რომ მუმლაძის საქმის გამოძიება და განაჩენის გამოტანა კანონის სრული დაცვით მოხდა. რაც შეეხება ხუციშვილს მისი საქმე სამცხე-ჯავახეთში არ განიხილებოდა: ”პარლამენტში პოლიტპატიმრებისათვის ხმა არ მიმიცია”.

”სისტემის მსხვერპლნი”

ადვოკატი ნუგზარ სამარჯიშვილი კი ფიქრობს, რომ იმ ადამიანებისთვის, ვინც ყოფილი ხელისუფლების პერიოდში პროკურორებად და მოსამართლეებად მუშაობდნენ ახალ ხელისუფლებას ერთგვარი ამნისტიის მსგავსი კანონის მიღება მოუწევს, რადგან ყველა ასეთი ადამიანი, ისევე იყო პოლიტრესპრესირებული, როგორც ახლა პოლიტპატიმრები არიან, წინააღმდეგ შემთხვევაში სწორედ პროკურორები და მოსამართლეები იქცეოდნენ პოლიტპატიმრებად: ”ამის პრეცენდენტები ყოფილა ქვეყანაში. ყველას გმირობას ვერ მოთხოვთ. ესენი სისტემის მსხვეროპლნი არიან”.

ახალციხეში ადამიანის უფლებადამცველი არასამთავრობო ორგანიზაციები ამნისტიის ფაქტს მიესალმებიან. თუმცა, ასოციაცია ”ტოლერანტში” აცხადებენ, რომ ვინც კი პირადი ანგარიშსწორებით იჯდა ციხეში პოლიტპატიმრის სტატუსი მიანიჭეს, შეიძლება ის უკანონოდ იყო დასჯილი, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავდა, რომ ის პოლიტპატიმარი იყო.

”არსებობს ასეთი პრინციპი, სჯობს ხუთი დამნაშავე იყოს გარეთ, ვიდრე ერთი უდანაშაულო ციხეში, მაგრამ ჩვენ შემთხვევაში პირიქით ხდებოდა”, - ამბობს ”დემოკრატ მესხთა კავშირის” წარმომადგენელი გია ანდღულაძე, თუმცა ამატებს, რომ 2 კვირაში მინიჭებული პოლიტპატიმრის სტატუსი საეჭვოდ მიაჩნია. ანდღულაძე ფიქრობს, რომ თითოეული საქმე ცალ-ცალკე უნდა განეხილათ.

სამარჯიშვილს კი იმ კომპეტენტური კომისიების მიღებულ გადაწყვეტილებებში, ვინც აღნიშნული საქმე განიხილა, ეჭვი არ ეპარება: ”ასევე, ეს საქმეები დაწვრილებით ისეთი არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ იყო მანამადეც განხილული, რომ საჭირო მხოლოდ სტატუსის მინიჭება იყო”.

ის, რომ გათავისუფლებულ 90 კაცს შორის პოლიტპატიმრები ნამდვილად იყვნენ, ეჭვი არც ახალციხეში ფრაქცია ”ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარეს მაკა სუდაძეს ეპარება, თუმცა არ ფიქრობს რომ ყველა გათავისუფლებული პოლიტპატიმარია: ”რამდენად მტკივნეულიც არ უნდა იყოს, ამ საქმეებს გრიფით საიდუმლო უნდა მოეხსნას, რომ ასეთი ეჭვები გაქრეს”.

სუდაძის მოსაზრებას იზიარებს ”ტოლერანტის” თავმჯდომარე ცირა მესხიშვილიც: ”თუმცა, ეს იმ შემთხვევაში, თუ ქვეყანის უსაფრთხოებას საფრთხე არ შეექმნება”.

იმაში, რომ საქართველოში პოლიტპატიმრები ნამდვილად იყვნენ, ქუჩში გამოკითხული 7 რესპონდენტიდან ეჭვი არცერთს ეპარება. მათ შორის ოთხს ეჭვი არც სტატუსების მინიჭების სისწორეში შეაქვთ.

”სამართლიანობამ იზეიმა და ამას ტაში უნდა დავუკრათ. სიაც სწორად იქნება შედგენილი, რადგან ის პარლამენტმა დაამტკიცა და შესაბამისად განხილულიც იქნებოდა”, - გვითხრა ახალციხელმა ნუგზარ თათეშვილმა.

რაც შეეხება სამართალდამცავი ორგანოების წარმოამდგენელთა პასუხიგებაში მიცემას, 7 გამოკითხულიდან 5 აცხადებს, რომ ყველა დამნაშავე უნდა დაისაჯოს.


”ამა თუ იმ პირის პასუხისმგებლობის საკითხი დადგება არა იმის გამო, რომ ვიღაცას ასე უნდა, არამედ იმის გამო, თუ მის ქმედებაში დანაშაულის ნიშნები იქნება. ეს გამოძიების დასადგენია. რაც შეეხება გრიფით საიდუმლოს მოხსნას, თითოეულ საქმეს ინდივიდუალური მიდგომა სჭირდება”, - გვითხრა სამცხე-ჯავახეთში ოლქის პროკურორმა გიორგი პაპუაშვილმა.

ციხეში გატარებული დღეები

მურმანიშვილი, ხუციშვილი და მუმლაძე ამბობენ, რომ მათზე ციხეში ფიზიკური ზეწოლა არ ყოფილა თუმცა, ფსიქიკური ზეწოლა დიდი იყო.

”ციხეში რომ შეხვალ და ზღურბლს გადააბიჯებ, იქ უკვე ადამიანი აღარ ხარ, იქ საექსპერიმენტო ცხოველი ხარ და გცდიან რამდენს გაუძლებ. კამერაში რამდენჯერაც კი შემოიხედებოდნენ ჯერ უნდა წამომდგარიყავი, თავი დაგეხარა და ხელები ზურგზე დაგეწყო. ეს რომ მობეზრდათ, შეცვალეს, როცა შემოიხედებოდნენ მწკირვში უნდა დავმდგარიყავით. წუთში ორჯერ რომ შემოეხედათ, ორივეჯერ ასე უნდა გვექნა”, - გვიყვება მურმანიშვილი.

მისი თქმით, საკანში ექვსნი იყვნენ და აქდან ყველა ყოფილი თანამშრომელი იყო: ”ამიტომ ჩვენ არ გვცემდნენ, თორემ ქვედა სართულიდან და მეზობელი კორპუსიდან ცემისა და წამების ხმები ყოველწუთს ისმოდა”.

ხუციშვილი არაერთი დღის განმავლობაში ისეთ ადგილზე ჰყავდათ მოთავსებული, საიდანაც ყოველ პარაკსევს პატიმრების წამებას აყურებინებდნენ: ”იყო გაუპატიურების შემთხვევებიც. ამის შესახებ თანამესაკნეები მიყვებოდნენ”.

მუმლაძეს ციხეში გატარებული 240 დღიდან ჰაერზე ყოფნა სულ 5 დღის განმავლობაში გამოუვიდა: ”20-25 გრადუსიან სიცხეში 16 კვადრატ ფართში, სადაც 5-6 პატიმარი ვიჯექით ერთად, წყალს გიწყვეტენ, შეიძლება 2 დღე არ მოეცათ წყალი. ან ერთ ბოთლს დაგიტოვებდნენ. ამასთან ერთად, ყველა პატიმარი სათითაოდ გავყავდით საკნიდან და ჩვენ გადაბირებას სხვადასხვა მეთოდებით ცდილობდნენ”.

სამართლის საძიებლად

მუმლაძე ამბობს, რომ საქმის ხელახლა გამოძიებას აუცილებლად დაიწყებს, თუმცა, სად და როდის, ჯერ არ იცის: ”საამისოდ კონსულტაციები უნდა გავიარო”.

იგივეს აპირებს მურმანიშვილიც და ფიქრობს, რომ რეაბილიტაციის შემდეგ კვლავ საადვოკატო საქმიანობას დაუბრუნდება: ”შესაძლოა ადამიანის უფლებადამცველი ორგანიზაცია ჩამოვაყალიბო”.

რაც შეეხება ხუციშვილს, ამობს, რომ მისი საქმე სტრასბურგში უკვე გაგზავნილია: ”მივმართე იუსტიციის სამინისტროსაც”.

”სამხრეთის კარიბჭის” მიერ გამოკითხული შვიდი რესპონდენტიდან 4 ფიქრობს, რომ მოსახლეობამ ” ქართული ოცნება” ქვეყანაში სამართლიანობის აღსადგენად აირჩია.

მოქალაქეებს ეთანხმება ადვოკატი სამარჯიშვილიც: ”ეს იყო ძირითადი დაკვეთა საზოგადოების მხრიდან, თორემ მეტ-ნაკლებად ქუჩებიც მოწესრიგდა, შუქიც იყო, გზაც, პოლიცია პოლიციას ჰგავდა, ხლეფასიც მეტ-ნაკლებად ნორმალური იყო. ხალხი უკმაყოფილო არ უნდა ყოფილიყო, მაგრამ უსამართლობის განცდა რომ ჰქონდათ, ამიტომ აირჩიეს 1 ოქტომბერს ”ოცნება” და არა ყოფილი ხელისუფლება”.

[თამუნა უჩიძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ყოფილი პოლიტპატიმარი სამცხე-ჯავახეთის სამმართველოს უხელმძღვანელებს
რა კავშირი ჰქონდა ჯეირანაშვილს ხვედელიანის საქმესთან?


ვაჟა ჩიტაშვილი: ”ჩახალიანი სამართლებრივად სწორად იქნა გათავისუფლებული”
სამცხე-ჯავახეთის სამხარეო სამმართველოს უფროსი შეიცვალა
ყოფილი პოლიტპატიმარი ახალციხეში უკანონოდ დააკავეს [video]