FM97.5 / LIVE

დევნა პოლიტიკური ნიშნით თუ სისხლის სამართლის დანაშაული

მთავარისაზოგადოება, სამართალი 29.02.2012
ბიძინა ივანიშვილის ბაკურიანის რეზიდენციისდაცვის უფროსი წინასწარ პატიმრობაში იმყოფება;რევაზ მუმლაძეს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის186-ე და 210-ე მუხლების გათვალისწინებით ედება

ბიძინა ივანიშვილის ბაკურიანის რეზიდენციისდაცვის უფროსი წინასწარ პატიმრობაში იმყოფება;რევაზ მუმლაძეს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის186-ე და 210-ე მუხლების გათვალისწინებით ედება

- “მუმლაძე პოლიტიკური პატიმარია, ბრალდებისშინაარსი იმდენად აბსურდულია, რომ აშკარაა მისიდაკავების მიზეზი – ის ივანიშვილთანდაახლოებული პირია”, - განუცხადა “სამხრეთისკარიბჭეს” რევაზ მუმლაძის ადვოკატმა შალვა თადუმაძემ.

მისი განმარტებით, მუმლაძე 14 თებერვალს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებოსამსახურის თანამშრომლებმა დააკავეს.

როგორც “ინტერპრესნიუსს” საგამოძიებო სამსახურიდანაცნობეს, ბაკურიანში, სახელმწიფო საკუთრებაში არსებულიმიწის ნაკვეთის ყალბი დოკუმენტების გამოყენებით,უკანონოდ მისაკუთრების ბრალდებით დააკავეს საჯარორეესტრის ბორჯომის სარეგისტრაციო სამსახურის თანამშრომელი ლევან აფციაური. მასთან ერთადდანაშაულში თანამონაწილეობა ედება ბრალად მუმლაძეს.

საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, მუმლაძეს გარდა ზემოაღნიშნული დანაშაულისა, ბრალი ედებაგადასახადების გადახდის ვალდებულებისაგან თავის არიდებაშიც. კერძოდ, მან ნასყიდობისხელშეკრუილებაში გარიგებით გათვალისწინებულ თანხაზე ნაკლები ოდენობა მიუთითა.

- “სიმართლის დამტკიცება ძალიან მარტივია, რადგან ბრალდება რომელიც მას აქვს წაყენებულიარ არსებულია – ამბობს თადუმაძე და ამატებს, რომ ამას ადასტურებს სასამართლო განაჩენი, რომელიცსაქმეში არსებობს – განაჩენში წერია, რომ დოკუმენტაციის გაყალბება მოხდა ერთი პირის მიერ, მასარც თანამზრახველი ჰყავდა და არც არავინ იცოდა ამის შესახებ, შესაბამისად, ბრალდებასუსტია”.

თადუმაძის განცხადებით, აბსურდულია ბრალდება 210-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულისთვისაც: “210-ე მუხლს ჰქვია საკრედიტო საფინანსო ბარათების გაყალბება. საქმეში არ დევს არცერთისაკრედიტო ან საანგარიშსწორებო ბარათი. ეს უკანასკნელი ბუღალტრული დოკუმენტია”.

შესაბამისად, იმის მტკიცება, რომ მან საკრედიტო, ან საანგარიშწორებო ბარათი გააყალბა, ან გამოიყენა,ადვოკატის თქმით, სიყალბეა: “ეს ბრალდება კი არა სისულელეა”.

წინა სასამართლო პროცესი 5 აპრილსაა ჩანიშნული.

- “საქმე ისე წარიმართება, როგორც ეს ნებისმიერ პოლიტიკურ პატიმართან მიმართებაში ხდებახოლმე, - აცხადებს ადვოკატი – აქ ერთ მხარეს დგას მუმლაძე თავისი პოლიტიკურიშეხედულებებით და მეორე მხარესაა სახელმწიფოს რეპრესიული მანქანა. ყველა სამართლებრივმექანიზმს გამოვიყენებთ იმისთვის, რომ მუმლაძე თავისუფალი იყოს”.

რევაზ მუმლაძე 38 წლისაა, ჰყავს მეუღლე და ორი შვილი.

ბაკურიანში ადგილობივები, ივანიშვილის რეზიდენციის დაცვის უფროსის დაკავებას, მის პილიტიკურშეხედულებებს უკავშირებენ, თუმცა, ეს მხოლოდ პირად საუბრებში. პრესასთან ან არაფერს ამბობენ და ანინკოგნიტოდ რჩებიან.

- “არ ვიცი ვინაა რევაზ მუმლაძე, არც ის ვიცი რაზე დააკავეს”, - ამბობს ბაკურიანის მკვიდრი ლიახუციშვილი.

- “აქ მაგ საკითხთან დაკავშირებით არავინ არაფერს იტყვის, ხალხს სასტუმროები აქვს, მუშაობენდა იმიტომ რომ სიმართლე თქვან, ზედმეტ პრობლემებს არავინ შეიქმნის, შესაძლოა ზეწოლაშემდეგ მათზე დაიწყონ”, - აცხადებს ბაკურიანელი ქალბატონი და ვინაობის გამჟღავნებისგან თავს იკავებს.

რევაზ მუმლაძე ამჟამად თბილისის ¹8 დაწესებულებაში იმყოფება. სისხლის სამართლის კოდექსის 186-ემუხლი 5 წლამდე, 210-ე მუხლი კი 4 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

“ქართული ოცნების” პრესსპიკერის მაია ფანჯიკის განცხადებით მუმლაძე მეორე პოლიტპატიმარია, რომელიც“ქართულ ოცნებას”, ან ბიძინა ივანიშვილს უკავშირდება.

[თამუნა უჩიძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ყოფილი პოლიტპატიმარი სამცხე-ჯავახეთის სამმართველოს უხელმძღვანელებს
სამცხე-ჯავახეთის სამხარეო სამმართველოს უფროსი შეიცვალა
რვა ქუჩის მოასფალტების საქმეზე მთავარი მოწმე ოთარ თათეშვილი დაკითხეს
ახალქალაქის ბაზრის კონტროლიორი დააკავეს
”ქართული ოცნების” ადიგენელ აქტივისტს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს
ადიგენის გამგეობაში სამსახურის უფროსები დანიშნეს
”ქართული ოცნების” აქტივისტებს საქმიანობაში ხელს უშლიან