FM97.5 / LIVE

ვაჟა ჩიტაშვილი: ”ჩახალიანი სამართლებრივად სწორად იქნა გათავისუფლებული”

მთავარისამართალი 25.01.2013
ორგანიზაცია “ჯავახკის" თავმჯდომარე, პოლიტპატიამრთა სიიდან ამოღებული ვაჰაგნ ჩახალიანი ამნისტიის შედეგად გათავისულფდა.

ვაჟა ჩიტაშვილი: ”ჩახალიანი სამართლებრივად სწორად იქნა გათავისუფლებული”
ახალციხის მაჟორიტარი დეპუტატი ვაჟა ჩიტაშვილი, რომელსაც მანამდე სამცხე-ჯავახეთის ოლქის პროკურორის თანამდებობა ეკავა და რომელიც ჩახალიანის პოლიტმატიამრთა სიიდან ამოღების ერთ-ერთი ინიციატორი იყო, აცხადებს რომ ჩაახალიანი პატიმრობიდან სამართლებრივად სწორად იქნა გათავისუფლებული.

”მას შეეხო ჩვეულებრივ მუხლობრივი ამნისტია, ეს იყო ხულიგნობის მუხლი, ასევე ჯგუფური მოქმედების ორგანიზება 226-ე მუხლი. მის მიერ ჩადენილი დანაშაულებები სწორედ ამ მუხლებს ეხებოდა და ამიტომ გათავისუფლდა ის ისე, როგორც სხვა პატიმრები”, - გვიხსნის ჩიტაშვილი.

მისი თქმით, ის რომ აქამდე პოლიტმატიმართა სიაში შეყვანილი ჩახალიანი ხელისუფლებამ აღნიშნული სიიდან ამოიღო, დადებითი ნაბიჯია, რადგან ასე რომ არ ყოფილიყო ეს იქნებოდა ”ლომის გალიიდან გამოშვება” და მისი ერთგვარი წახალისება: ”გამოვიდოდა, რომ ის იყო დაკავებული არა იმიტომ, რომ დანაშაულები ჩაიდინა, არამედ იმიტომ, რომ მის მიმართ პოლიტიკურ დევნას ახორცილებდა ხელისუფლება. როგორც პოლიტპატიმარი ისე რომ გამოეშვათ, მეტი შანსი იყო, რომ სეპარატისტული აზრები ადუღებოდა თავში”.

მიუხედავად იმისა, რომ ჩახალიანი როგორც პოლიტპატიმარი ისე არ იყო გათავისუფლებული, ჩიტაშვილს მაინც ჰგონია, რომ ”ეს ადამიანი იქაური პოლიტიკიდან არ წავა, არ დაანებებს თავას იმას, სადაც იყო და რასაც აკეთებდა”.

ჩახალიანი ციხეში მეხუთე წელია რაც იჯდა და მას პატიმრობა 10 წელი ჰქონდა მისჯილი.

ჩიტაშვილის განმარტებით, მას ბრალი არაერთი ჯგუფური მოქმედების ორგანიზებისათვის ედებოდა. როგორც ყოფილი პროკურორი ”სამხრეთის კარიბჭესთან” იხსენებს, ჩახალიანმა შეკრიბა 500-მდე კაცი და საქართველოს სახელმწიფოს წინააღმდეგ შეძახილებით დაბლოკა ახალქალაქის გამგეობის შენობა, შეიჭრა ახალქალაქისა და კუმურდოს ეპარქიაში, სადაც შეურაცხყოფა მიაყენა მონაზვნებს, ასევე შეიჭრა ახალქალაქის უნივერსიტეტსა და საგადასახადო სამსახურში: ”მას ჯავახეთის ავტონომია სურდა”.

ჩახალიანის ადვოკატის ნინო ანდრიაშილის თქმით, მის დაცვის ქვეშ მყოფს ბრალს დანაშაულის ორგანიზებისთვის უყენებდნენ. სასამართლომ ეს ბრალი მოუხსნა და პატიმრობა მხოლოდ მონაწილეობისთვის მიუსაჯა. თუმცა, ადვოკატი, არც ამას ეთნხმება და აცხადებს, რომ 10 წელი ჩახალიანს შეთითხნილი ბრალდებებით ჰქონდა მისჯილი. ამიტომ მისი საქმე გაგზავნილია ევროსასამართლოში და როგორც კი შეიქმნება კომისია, რომელსაც უკანონო განაჩენები დაექვემდებარება, საქმესაც შეიტანენ ხელახლა გამოსაძიებლად.

”მას შემდეგ, რაც ამოიღეს პოლიტმატიმართა სიიდან, კვლავ მივმართეთ პარლამენტს და ველოდებით გადაწყვეტილებას. რადგან ამნისტიით გაათავისუფლეს, ვფიქრობთ პასუხი უარყოფითი მოგვივა”, - განუცხადა ”სამხრეთის კარიბჭეს” ანდრიაშვილმა სატელეფონო საუბრისას.

[თამუნა უჩიძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ჩიტაშვილი სუბარს პასუხობს
ვააგნ ჩახალიანი პოლიტიკური პატიმრების სიიდან ამოიღეს
ვაჰაგნ ჩახალიანს ორ თვეში გაათავისუფლებენ
ჩახალიანის ოჯახმა არმენ ჩახალიანის დაკავება გაასაჩივრა
ვაჰაგნ ჩახალიანი - ჩემი ძმა მახეში გაება
ვაჰაგნ ჩახალიანი კომპენსაციის სახით 22 მლნ ლარს ითხოვს
არმენ ჩახალიანის საქმეზე წინასწარი მოსმენა 9 აგვისტოს გაიმართება