FM97.5 / LIVE

ყოფილი პოლიტპატიმარი ახალციხეში უკანონოდ დააკავეს [video]

მთავარისამართალი 16.02.2015
ყოფილი პოლიტპატიმარი ზურა ხუციშვილი ახალციხეში საპატრულო პოლიციამ უკანონოდ დააკავა. სასამართლომ მის მიმართ დაწყებული საქმე სამართალდარღვევის არარსებობის გამო შეწყვიტა.

ყოფილი პოლიტპატიმარი ახალციხეში უკანონოდ დააკავეს [video]
შემთხვევა ახალციხეში, რუსთაველის ქუჩაზე 12 თებერვალს ღამით, 01:20 საათზე მოხდა. შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის სამცხე–ჯავახეთის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა შემოწმების მიზნით ავტომანქანა გააჩერს. მძღოლი ალკოტესტით შეამოწმეს, იგი ფხიზელი აღმოჩნდა.

მას შემდეგ რაც მძღოლი სამართალდამცავებს დაემშვიდობა, მისი მგზავრი ზურა ხუციშვილი ავტომანქანიდან გადმოვიდა და, ავტომანქანით იქვე მდგომ, სამცხე–ჯავახეთის საპატრულო პოლიციის მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილესთან, დავით მაღრაძესთან მივიდა. ხუციშვილმა მაღრაძეს მანქანიდან გადმოსვლა სთხოვა და უთხრა: „თუ მაჩერებ, მაშინ უნდა შემამოწმო და თუ არაფერი არ ამომივარდება, მაშინ პასუხი უნდა აგოთ“.



როგორც მოსამართლე ნათია მერაბიშვილის დადგენილებაში (საქმე #15721975–4/042–15წ) ვკითხულობთ, მიუხედავად იმისა, რომ ხუციშვილის მხრიდან პოლიციის თანამშრომლების კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას ადგილი არ ჰქონია, იგი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173–ე მუხლის თანახმად, მაინც დააკავეს. ხუციშვილის მიმართ, საპატრულო პოლიციის წარმომადგენლებმა, სასამართლოში ადმინისტრაციულ სახდელად 15 დღის ვადით პატიმრობა ითხოვეს.

„ზურაბ ხუციშვილის მხრიდან ადგილი არ ჰქონია უცენზურო სიტყვების გამოყენებას, მისი ქმედება გამოიხატა იმაში, რომ საპატრულო პოლიციის თანამშრომლებს და მათ უფროსს დავით მაღრაძეს სთხოვდა აეხსნათ მისთვის გაჩერების მიზეზი“, – ვკითხულობთ დადგენილებაში.
ასევე, მოსამართლე განმარტავს, რომ სასამართლო ვერ გაიზიარებს საპატრულო პოლიციის თანამშრომლების განმარტებას, იმის შესახებ, რომ სამართალდამრღვევი ზურაბ ხუციშვილი არ ემორჩილებოდა პოლიციის თანამშრომლების კანონიერ მოთხოვნას. უფრო მეტიც, მერაბიშვილის განცხადებით, საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა დაარღვიეს ხუციშვილის კონსტიტუციური უფლება: მას დაკავებისას არ განუმარტეს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 254–ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები.

მოსამართლემ, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმის წარმოება, ზურა ხუციშვილის მიმართ, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173–ე მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ფაქტზე, მის ქმედებაში სამართალდარღვევის არ არსებობის გამო, შეწყვიტა.

ხუციშვილის ადვოკატი ნუგზარ სამარჯიშვილი აცხადებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი რეალურად დავით მაღრაძემ დააკავა და არა პოლიციის იმ თანამშრომელმა, რომელმაც დაკავების ოქმი შეადგინა: "ამიტომ დაუყოვნებლივ უნდა გაათავისუფლონ მაღრაძე და თუ ასე არ იქნება, მაშინ ის, ვინც მის სამსახურიდან გათავისუფლებას დააყოვნებს".

[თამუნა უჩიძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

სააპელაციო სასამართლომ დაადასტურა ზურა ხუციშვილის უკანონოდ დაკავება
საპატრულო პოლიცია ყოფილი პოლიტპატიმრის საქმეს სააპელაციოში ასაჩივრებს
შეცვლილი გადაწყვეტილება ზურა ხუციშვილის საქმეზე
სამცხე–ჯავახეთის საპატრულო პოლიციას ახალი უფროსი ჰყავს
ქულათა სისტემასთან დაკავშირებით საპატრულო პოლიციის თანამშრომლებს ტრენინგები ჩაუტარდათ
‘ყოფილი პოლიციელები ვართ და არ არის საჭირო ამხელა ამბის ატეხვა’–პატრულისა და ყოფილი მაღალჩინოსნების საქმე
საპატრულო პოლიციის თანამშრომლები ნინოწმინდის ბავშვთა სახლს ესტუმრნენ