FM97.5 / LIVE

ადიგენში, მდინარეზე მოშლილ გაბიონს ჯერ ვერ აკეთებენ

მთავარისიახლე, ეკონომიკა 15.07.2016
ადიგენში, სოფელ უდეში, მდინარე ქვაბლიანზე მოშლილი გაბიონის გასაკეთებლად წყლის დონის დაკლებას ელოდებიან.

ადიგენში, მდინარეზე მოშლილ გაბიონს ჯერ ვერ აკეთებენ

ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგეობაში აცხადებენ, რომ კომპანია „ლოდი +“ მზადაა დაზიანებული ადგილები ხელახლა გააკეთოს, თუმცა ამის საშუალებას ადიდებული მდინარე არ იძლევა.

„ხშირი წვიმები იყო, ამიტომ წყლის დონემ აიწია, როგორც კი დაიწევს, მუშაობას დაიწყებენ“, – ამბობს ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგეობის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენელი მამუკა კალანდაძე.

წყლის დონის კლებას რომ ელოდებიან, ამის შესახებ „სამხრეთის კარიბჭეს“ „ლოდი + შიც“ განუცხადეს: „თანამშრომლები მანდ არიან. წყალი დაიკლებს და გააკეთებენ“.

რაც შეეხება წყლის მიერ წაღებული მიწაყრილის ნაწილს, ამ მიმართულებით სამუშაოების განხორციელება არ იგეგმება.

„ჩვენ მდინარე კალაპოტში დავაბრუნეთ და ამის შემდეგ წყალს კალაპოტი აღარ შეუცვლია, მანდ პრობლემა გაბიონებია. გაბიონი ჩამოიშალა და წყალმა წაიღო“, – ამბობს შპს „ახალი კონსტრუქციის“დირექტორი კახა ბერიძე, რომელმაც მდინარე ქვაბლიანზე მიწაყრილი გააკეთა.

შეგახსენებთ, ადიგენში, სოფელ უდეში, მდინარე ქვაბლიანზე 99 000 ლარად ახალი მოწყობილი გაბიონი და გამაგრებული ნაპირის ნაწილი წყალმა წაიღო. მოსახლეობას ნაკვეთების დატბორვის ეშინია.

[თამუნა უჩიძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ადიგენში, მოშლილი გაბიონი ისევ გასაკეთებელია
უდეში მოშლილი გაბიონის გასაკეთებლად მშენებელს  ორ თვეზე მეტია ელოდებიან
ბიუჯეტის ათასობით ლარი ადიგენში წყალმა წაიღო
‘ერთჯერადი გაბიონი’ 50 ათას ლარად – ვის აწყობს საქმის მიჩქმალვა
მთავრობის პასუხი უდეში ‘ერთჯერად  გაბიონთან’ დაკავშირებით
არალში სარწყავი მილების საქმის შესასწავლად წყლის დონის დაწევას ელოდებიან
შსს: წყალდიდობის შედეგად ადიგენში არავინ დაშავებულა