FM97.5 / LIVE

არალში სარწყავი მილების საქმის შესასწავლად წყლის დონის დაწევას ელოდებიან

მთავარისიახლე, ეკონომიკა 30.04.2018
ადიგენის ადგილობრივი თვითმმართველობა, არალში, წყლის დონის დაწევას ელოდება იმისთვის, რომ დაზიანებული მილების საკითხი შეისწავლოს.

არალში სარწყავი მილების საქმის შესასწავლად წყლის დონის დაწევას ელოდებიან

ადიგენის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურში ამბობენ, რომ არალში დაზიანებული წყლის მილების საკითხთან დაკავშირებით, ვითარებაში გასარკვევად, სოფელში უკვე იყვნენ, თუმცა, სისტემა მთლიანად წყლით არის დაფარული, ამიტომ ამ ეტაპზე, რაიმე სახის სამუშაოების განხორციელება შეუძლებელია.

„ათამდე ადგილობრივთან ერთად ვიყავით იმ ადგილზე, სადაც ეს მილებია დაზიანებული, მაგრამ ვერაფერი გავაკეთეთ, რადგან წყალში ინსტრუმენტების შეტანაა საჭირო. ახლა იქ ვერავინ შევა, წყლის სიმაღლე ორ მეტრზე მეტია“, – ამბობს ადიგენის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსი გოდერძი სხირტლაძე და ამატებს, რომ მას შემდეგ რაც წყლის დონე დაიწევს ვითარებას შეისწავლიან – „ამის შემდეგ გავიგებთ რისი გაკეთებაა შესაძლებელი და რისი არა“.

შეგახსენებთ, რომ არალში წყლის დაზიანებული მილების შეკეთების თხოვნით, ადიგენის ადგილობრივ თვითმმართველობას ადგილობრივებმა წერილობით მიმართეს.

სოფელში, „ ყორუღების“ ტერიტორიაზე 150–მეტრიანი სარწყავი სისტემა „ბი–პის“ დაფინანსებით 2008 წელს, 18 000 ლარად გაკეთდა. არალში მცხოვრებლები ამბობენ, რომ მილი მწყობრიდან სამი წლის წინ, წყალდიდობის გამო გამოვიდა. მილები ამ დრომდე მდინარე ქვაბლიანში ყრია.

[თაკო ფეიქრიშვილი, ადიგენი]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

სოფელ არალში მცხოვრებლები მერიას სარწყავი მილების შეკეთებას სთხოვენ
ვარხანში დაზიანებული წყლის მილების გამო ქუჩები იტბორება
მოძველებული წყლის სისტემის გამო ვარხანში მილები სკდება
მესამე წელია სოფელ არალში 150 ჰექტარი აღარ ირწყვება
ადიგენის სოფლებში სასმელი წყლის სისტემის რეაბილიტაცია იწყება
სოფელ არალში ამბულატორია გარემონტდა
აწყურის ციხესთან მდინარემ გზა დაანგრია