FM97.5 / LIVE

მთავრობის პასუხი უდეში ‘ერთჯერად გაბიონთან’ დაკავშირებით

მთავარისიახლე, ეკონომიკა 16.12.2016
რას აცხადებენ ფინანსთა და რეგიონული განვითარების სამინისტროებში უდეში დაზიანებულ გაბიონთან დაკავშირებით;

მთავრობის პასუხი უდეში ‘ერთჯერად  გაბიონთან’ დაკავშირებით

ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგეობას ის თანხა, რომლითაც უდეში გაბიონი მოეწყო, სტიქიის შედეგების სალიკვიდაციოდ ფინანსთა სამინისტრომ გადაურიცხა.

აღნიშნულ უწყებაში „სამხრეთის კარიბჭეს“ განუცხადეს, რომ იმის მონიტორინგს, თუ რამდენად ეფექტურად დახარჯა გამგეობამ ეს ფული, ფინანსთა სამინისტრო არ აკეთებს.

„ჩვენ მხოლოდ ის შეგვიძლია გადავამოწმოთ, რა თანხა გადაურიცხა სამინისტრომ გამგეობას. ეს საკითხი პირდაპირ უკავშირდება რეგიონული განვითარების სამინისტროს და მუნიციპალიტეტს“, – აცხადებენ ფინანასთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში.

რეგიონული განვითარების სამინისტროში კი ამბობენ, რომ მათ მონიტორინგის უფლება არ აქვთ: „ეს თანხა მუნიციპალიტეტზეა გაპიროვნებული და მუნიციპალიტეტია პასუხისმგებელი. ჩვენ მას ფინანასთა სამინისტროსთან თანხის გადასარიცხად მხოლოდ შუამდგომლობა გავუწეთ. რამდენად ხარისხიანად შესრულდა ადიგენში სამუშაო, ამის გაკონტროლება ჩვენს კომპეტენციაში არ შედის“.

როგორც „საერთაშირისო გამჭვირვალობა – საქართველოში“ გვიხსნიან, აღნიშნული საკითხით დაინტერესება ფინანასთა სამინისტროს კომპეტენციაა, რადგან ამ შემთხვევაში მან მუნიციპალიტეტში თანხის გადარიცხვით დელეგირებული უფლებამოსილება განახორციელა. დელეგირების უფლებამოსილების განმახორციელებელს კი თვითმმართველობის კოდექსის მიხედვით, არამხოლოდ ზედამხედველობის გაწევა შეუძლია, არამედ მეტი კონტროლის უფლებაც აქვს.

„ეს სპეციალური ტრანსფერია, ამიტომ ფინანასთა სამინისტროს შეუძლია მის მიერ გადარიცხული თანხის ხარჯვის ფარგლებში მთლიანად გააკონტროლოს მუნიციპალიტეტის მიერ გამოცემული სამართლებრივი აქტები, მიაწოდოს რეკომენდაციები და ჩაანაცვლოს კიდეც მუნიციპალიტეტი, ანუ გაუუქმოს უფლებამოსილება მუნიციპალიტეტს“, – ამბობს „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ იურისტი გიგი ჩიხლაძე.

მისი თქმით, ეს ის შემთხვევაა, როცა „ხელის დაბანა“ არ შეიძლება: „აქ მუნიციპალიტეტთან ერთად პასუხისმგებლობა ფინანსთა სამინისტროსაც ევალება“.

შეგახსენებთ, ადიგენში, სოფელ უდეში, მდინარე ქვაბლიანზე 48 998 ლარად ახალი მოწყობილი გაბიონი და გამაგრებული ნაპირის ნაწილი წყალმა წაიღო. მშენებელ კომპანიას, დაზიანებული გაბიონი საგარანტიო ვადაში უნდა გაეკეთებინა, თუმცა ხელმძღვანელი აცხადებს, რომ გაბიონს რამდენჯერაც გამოურეცხავს ძირს წყალი, იმდენჯერ უნდა ჩაწვეს წყალში და ეს ერთჯერადი პროექტი იყო.

[თამუნა უჩიძე, ადიგენი]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

‘ერთჯერადი გაბიონი’ 50 ათას ლარად – ვის აწყობს საქმის მიჩქმალვა
ადიგენში, მდინარეზე მოშლილ გაბიონს ჯერ ვერ აკეთებენ
უდეში მოშლილი გაბიონის გასაკეთებლად მშენებელს  ორ თვეზე მეტია ელოდებიან
ადიგენში, მოშლილი გაბიონი ისევ გასაკეთებელია
ბიუჯეტის ათასობით ლარი ადიგენში წყალმა წაიღო
ასპინძისა და ადიგენის სტიქიის შედეგებს რეგიონული განვითარების სამინისტრო სწავლობს
სამინისტროში დიდი ტელესკოპისთვის თანხის გამოყოფაზე არ უმსჯელიათ