FM97.5 / LIVE

შსს: წყალდიდობის შედეგად ადიგენში არავინ დაშავებულა

მთავარისიახლე, საზოგადოება 29.05.2016
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში აცხადებენ, რომ ადიგენში წყალდიდობის შედეგად არავინ დაშავებულა;

შსს: წყალდიდობის შედეგად ადიგენში არავინ დაშავებულა

როგორც აღნიშნულ უწყებაში აცხადებენ, სტიქიას მსხვერპლი არ მოჰყოლია: „არც არავინ დაშავებულა. რამდენიმე ჯგუფი ერთადაა მობილიზებული და მუშაობენ“.

მათი ინფორმაციით, ამ წუთებში, ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ ვარხანში სამაშველო სამსახურის წარმომადგენლები საცხოვრებელი სახლებიდან წყალს ტუმბავენ.

ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგეობის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში აცხადებენ, რომ სოფელ ვარხანში დაახლოებით ათი სახლია დატბორილი: „ჩვენი წარმომადგენლები ადგილზე არიან“.

სოფელ ბენარის მცხოვრების სვეტა ბოჩიკაშვილის თქმით, ძლიერი წვიმა დაახლოებით 20 წუთს გაგრძელდა: „მერე უცებ დიდი წყალი მოვარდა. ნათესი აღარაფერი დაგვიტოვა, აბსოლუტურად ყველაფერი წყალმა წაიღო. 5 000 ლარის ზარალი მაინც ვნახე. ასეა სოფელში ყველა, არცერთ გლეხს აღარაფერი დაუტოვა. ვინ მოგვაქცევს ყურადღებას?! ჯერ ჩვენ სოფელში არავინ გამოჩენილა“.

შეგახსენებთ, დღეს 29 მაისს, ძლიერმა წვიმამ დააზარალა ადიგენის სოფლები: აბასთუმანი, ვარხანი, უნწა, ქიქინეთი, წახანი და ბენარა. შედარებით ნაკლებად, თუმცა, წვიმამ დააზარალა არალი და უდეც. ადიდებულმა მდინარე ოცხემ და ღელეებმა, დატბორა გზები, სახნავ–სათესი ფართობები და საცხოვრებელი სახლები. სოფელ ვარხანში წყალმა წაიღო რამდენიმე მცხოვრების საქონლის სადგომი. დაღუპულია შინაური პირუტყვი.

ადგილზე იმყოფება „სამხრეთის კარიბჭე“, თვალი ადევნეთ ვებ–გვერდს.

[თამუნა უჩიძე, ადიგენი]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

წყალდიდობა ვარხანში: დატბორილია 25–მდე სახლი, დანგრეულია 3 საქონლის სადგომი
ვარხანში მცხოვრები მსხვილიძეები გამგეობის დახმარებას ელიან
წყალდიდობა ადიგენში
წყალდიდობა ადიგენში – დატბორილია სახლები, გზები და ნათესები [PHOTO]
შსს:  ვარხანში დატბორილი სახლებიდან ხალხის ევაკუაცია დასრულდა
ვარხანში ადიდებულმა ღელემ ნათესები დატბორა [Photo]
სოფელ ვარხანში საქონლის სადგომი დაიწვა