FM97.5 / LIVE

ბიუჯეტის ათასობით ლარი ადიგენში წყალმა წაიღო

მთავარისიახლე, ეკონომიკა 04.07.2016
ადიგენში, სოფელ უდეში, მდინარე ქვაბლიანზე 99 000 ლარად ახალი მოწყობილი გაბიონი და გამაგრებული ნაპირის ნაწილი წყალმა წაიღო.

ბიუჯეტის ათასობით ლარი ადიგენში წყალმა წაიღო

სოფელ უდეში, მდინარე ქვაბლიანის ნაპირებთან ე.წ. დიდ ჭალებში, ყანების დატბორვის ისევ ეშინიათ. აქ ათობით ჰექტარზე სათიბ–სახნავი ფართობებია. ადგილობრივები, რომლებიც ნაკვეთებში ყოველ დღე მუშაობენ, ამბობენ, რომ ახალგაკეთებული გაბიონის დაახლოებთ 20 მეტრი და ნაპირის გასამაგრებლად მოწყობილი მიწაყრილის 100 მეტრზე მეტი წყალმა წაიღო.

ბიუჯეტის ათასობით ლარი ადიგენში წყალმა წაიღო „დილით ყანაში მივდიოდი დასათსად და გაბიონი გადაბრუნებული დამხვდა. დეკემბერში დაასრულეს მუშაობა და აპრილში უკვე მოშლილი იყო. დაამთავრეს თუ არა მუშაობა, მაშინვე იმიტომ გაფუჭდა, რომ უხარისხოდ იყო გაკეთებული“, – ამბობს უდეს მკვიდრი გოჩა აბულაძე.

მისი თქმით, გაბიონის მორღვევის მთავარი მიზეზი ისაა, რომ მას ძირი შესაბამისად არ გაუკეთეს: „მდინარე როცა შედარებით დაბლა მიდის, ვიდრე გაბიონი, იქ ფული უაზროდაა ჩაყრილი. ერთი სართული მაინც მიწაში უნდა იყოს გაბიონის ჩასული“.

სამუშაოები რომ უხარისხოდ შესრულდა, ამაზე აბულაძის მეზობლებიც საუბრობენ. თუმცა, იმაზე, რომ მიწაყრილით ნაპირის გამაგრება და გაბიონის მოწყობა აუცილებელი იყო, ყველა თანხმდება.

„მოსახლეობის ნაკვეთები წლების წინ წყალმა მოიტაცა და წიღო. აქ ყოველ წელს იტბორება ნაკვეთები“, – ამბობს შალვა თუმანიშვილი.

„დიდ ჭალებში“ ყანებამდე მისასვლელი გზის გარეშე დარჩენენ უდელები გასული წლის 7 ივნისს. უხვი ნალექისა და ღვარცოფისგან დაზიანებული მდინარის ნაპირები მოირღვა და ნაკვეთების ნაწილთან ერთად წყალმა გზაც დაფარა. მაშინ, სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებებისთვის ცენტრალური ბიუჯეტიდან ადიგენის მუნიციპალიტეტისთვის თანხა გამოიყო. სწორედ ამ თანხით, გამგეობამ ტენდერი ქვაბლიანის სანაპიროზე სამუშაობისთვის ორ ეტაპად გამოაცხადა.

ბიუჯეტის ათასობით ლარი ადიგენში წყალმა წაიღო პირველად, გასული წლის ნომებერში, მდინარე ქვაბლიანის მიმდებარედ გზის რეაბილიტაციისა და მდინარის კალაპოტის ამოსაჭრელად 100 000 ლარზე გამოცხადებული ტენდერი შპს „ახალმა კონსტრუქციამ“ 49 999 ლარად მოიგო.

მეორედ, ასევე გასული წლის დეკემბერში, „შპს ლოდი +“სთან ხელშეკრულება გაბიონის მოსაწყობად 48 998 ლარზე გაფორმდა.
ორივე კომპანიამ სამუშაოები წლის ბოლოს დაასრულა. ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგეობაში ამბობენ, რომ წყლის წაღებული მიწაყრილს ვეღარაფერს უშველიან, თუმცა გაბიონი შეკეთდება.

„გაბიონის ნაწილი წაღებული არ არის, მშენებელ კომპანიას ჯერ ისევ აქვს საგარანტიო ვადა და გააკეთებს“, – ამბობს ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე არსენ ბალახაშვილი.

რაც შეეხება წაღებულ მიწაყრილს, შეკითხვაზე, რამდენად ჰქონდა თანხის დახარჯვას აზრი, თუ ის მაინც დაზიანდებოდა, ბალახაშვილი გვპასუხობს: „მაშინ მოსახლეობის საკარმიდამო ნაკვეთებს წაიღებდა წყალი. ამის გაკეთება აუცილებელი იყო“.

იმ კომპანიაში, რომლემაც მიწაყრილი გააკეთა, მისი დაზიანების შესახებ არაფერი იციან.

„პირველად თქვენ დამიკავშირდით, ადგილზე ჩავალ და ვნახავ“, – ამბობს შპს „ახალი კონსტრუქციის დირექტორი კახა ნერგაძე.
მიუხედავად, იმისა, რომ მას ტექნიკურ პირობებში საგარანტიო ვადად მითითებული, მიღება–ჩაბარების აქტის გაფორმებიდან 24 თვე აქვს, ადიგენის გამგეობიდან არავინ დაკავშირებია.

ბიუჯეტის ათასობით ლარი ადიგენში წყალმა წაიღო „ახალი კონსტრუქციისგან“ განსხვავებით წერილობითი შეტყობინება შევიდა ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგეობიდან შპს „ლოდი +“ში. ამ კომპანიამ გაბიონი გააკეთა, თუმცა, მის წარმომადგენლებს ჯერ უდეში დაზიანებული ადგილი არ უნახავთ.

შეკითხვებზე, რამდენად კარგად შესრულდა სამუშაოები და უნდა გაეკეთებინათ თუ არა ე.წ. ძირი გაბიონისთვის, „ლოდი +“ის ინჟინერი გიორგი ორჯონიკიძე გვპასუხობს: „პროექტი ადიგენის გამგეობის გაკეთებული იყო. მის მიხედვით ყველაფერი ზედმიწევნთ შესრულდა. ასე რომ არ ყოფილიყო, მიღება–ჩაბარების აქტი არ გაფორმდებოდა“.

როდის შეაკეთებს „ლოდი +“ი დაზიანებულ გაბიონს უცნობია. ასვე უცნობია, მოუხდება თუ არა მიწყრილის გაკეთება ნაპირთან „ახალ კონსტუქციასაც“. მოსახლეობას კი ძლიერი წვიმის შემთხვევაში ნაკვეთების დატბორვის ისევ ეშინია.

[თამუნა უჩიძე, ადიგენი]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ადიგენში, მოშლილი გაბიონი ისევ გასაკეთებელია
უდეში მოშლილი გაბიონის გასაკეთებლად მშენებელს  ორ თვეზე მეტია ელოდებიან
ადიგენში, მდინარეზე მოშლილ გაბიონს ჯერ ვერ აკეთებენ
‘ერთჯერადი გაბიონი’ 50 ათას ლარად – ვის აწყობს საქმის მიჩქმალვა
მთავრობის პასუხი უდეში ‘ერთჯერად  გაბიონთან’ დაკავშირებით
დერცელში სტიქიის შედეგად დაზიანებული გზის მონაკვეთი აღდგა
როდის შევა ექსპლუატაციაში აგარაში ხარვეზებით გაკეთებული წყლის სათავე ნაგებობა