FM97.5 / LIVE

უდეში მოშლილი გაბიონის გასაკეთებლად მშენებელს ორ თვეზე მეტია ელოდებიან

მთავარისიახლე, საზოგადოება 06.09.2016
ადიგენში, სოფელ უდეში, მდინარე ქვაბლიანზე გაზაფხულიდან მოშლილი გაბიონი, ამ დრომდე გასაკეთებელია.

უდეში მოშლილი გაბიონის გასაკეთებლად მშენებელს  ორ თვეზე მეტია ელოდებიან
ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ უდეში გაბიონი შპს „ლოდი +“მა გააკეთა და მას სარაგანტიო ვადა ჯერ არ ამოწურვია. ამიტომ სწორედ ისაა ვალდებული მოშლილი გაბიონი აღადგინოს.

კომპანის ხელმძღვანელმა გიორგი ორჯონიკიძემ „სამხრეთის კარიბჭესთან“ სატელეფონო საუბარში 15 ივლისს განაცხადა, რომ გაბიონის გასაკეთებლად მზად იყო, ოღნდ წყლის დონის დაკლებას ელოდებოდა. ახლა კი აცხადებს, რომ გაბიონი აღადგინა, თუმცა წყალმა ისევ მოარღვია.

ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგეობაში კი აცხადებენ, რომ კომპანიას საგარანტიო ვადით ნაკისრი ვალდებულებები არ შესრულებია და მათ წარმომადგენლებს უდეში ამ დრომდე ელიან.

„29 ივლისს მივწერე, რომ არ ჩამოვიდნენ, გასულ კვირას კიდევ ერთხელ გავუგზავნე წერილი, გუშინ პირადად ვესაუბრე ტელეფონზე და დამპირდნენ, რომ აღდგენას დაიწყებენ“, – ამბობს ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფრასტრუქტურის სამსახურის ხელმძღვანელი გოდერძი სხირტლაძე.

მისი თქმით, თუ მშენებელი კომპანია საგარანტიო ვადაში გაბიონს არ გააკეთებს, რეაგირებისთვის საქმეს შესაბამის ორგანოებს გადასცემენ.

შეგახსენებთ, ადიგენში, სოფელ უდეში, მდინარე ქვაბლიანზე 99 000 ლარად ახალი მოწყობილი გაბიონი და გამაგრებული ნაპირის ნაწილი წყალმა წაიღო. მოსახლეობას ნაკვეთების დატბორვის ეშინია.

[თამუნა უჩიძე, ადიგენი]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ადიგენში, მოშლილი გაბიონი ისევ გასაკეთებელია
ადიგენში, მდინარეზე მოშლილ გაბიონს ჯერ ვერ აკეთებენ
ბიუჯეტის ათასობით ლარი ადიგენში წყალმა წაიღო
‘ერთჯერადი გაბიონი’ 50 ათას ლარად – ვის აწყობს საქმის მიჩქმალვა
მთავრობის პასუხი უდეში ‘ერთჯერად  გაბიონთან’ დაკავშირებით
უდეში სკვერის რეაბილიტაცია იწყება
დაბა ადიგენსა და სოფელ უდეში  სკვერები მოეწყობა