FM97.5 / LIVE

‘ერთჯერადი გაბიონი’ 50 ათას ლარად – ვის აწყობს საქმის მიჩქმალვა

მთავარისიახლე, ეკონომიკა 15.12.2016
რატომ უნდა დაინტერესდეს მთავრობა უდეში, მდინარე ქვაბლიანზე გაკეთებული გაბიონით; საქმე, რომელიც შესაძლოა სასამართლომდე მივიდეს;

‘ერთჯერადი გაბიონი’ 50 ათას ლარად – ვის აწყობს საქმის მიჩქმალვა

უდეში მდინარე ქვაბლიანზე მოშლილი გაბიონი, რომელიც მშენებელ კომპნიას საგარანტიო ვადაში უნდა გაეკეთებინა, არ გაუკეთებია. შპს „ლოდი პლიუსის“ დირექტორი გიორგი ორჯონიკიძე ამ დრომდე აცხადებდა, რომ გადაწოლილი გაბიონის შეკეთებას წყლის დონის მატების გამო ვერ ახერხებდა. ახლა კი ამბობს, რომ 16 მეტრ სიგრძეზე გადაწოლილ გაბიონს შეკეთება არ სჭირდება.

„ვიყავი მანდ ჩამოსული, კომისია შევქმენით და განვიხილეთ ეგ საკითხი. გასწორება არ უნდა მაგ გაბიონს. რაც არის გადაწოლილი, წყალს ჩაყვა, აბა კედელი ხომ არაა, რომ გაჩერდეს! რამდენი ძირი გამოურეცხა, იმდენი დაბლა ჩავიდა და რამდენჯერაც გამოურეცხავს ძირს გაბიონი კიდევ, იმდენი დაბლა უნდა ჩავიდეს“, – ამბობს ორჯონიკიძე და ამატებს, რომ იმ ადგილზე, სადაც გაბიონი გადაწოლილია, გარკვეული ნაწილი სხვანაირად გაამაგრა – არც ეს მევალებოდა, მაგრამ გავაკეთე“.

მისი თქმით, გაბიონი გარღვეული არ არის და ის რაც მოხდა, ბუნებრივი პროცესია: „აღსადგენი არ იყო, მაგას ვერ აღადგენ. თუ გაფუჭდა მაშინ ხელახლა უნდა გაკეთდეს. ეგ ერთჯერადი მოხმარებისაა და არ არის მრავალწლიანი პროექტი“.

როგორც საჯარო, ასევე კერძო უწყებებში დასაქმებული მშენებლები აცხადებენ, რომ ერთჯერადი გაბიონი არ არსებობს.

„ერთჯერადად გაბიონის გაკეთება არ შეიძლება. მსგავსი რამ არასდროს გაგვიკეთებია. თან ყველა ძირის გამორეცხვაზე რომ გაბიონი ჩაწვეს, ასეთი რამ არ შეიძლება“, – ამბობს მშენებელი გელა აღლემაშვილი.

როდესაც გაბიონი კეთდება, მას რომ ძირი წყალმა არ უნდა გამოურეცხოს, ამაზე ‘სამხრეთის კარიბჭესთან’ მუნიციპალიტეტებში დასაქმებული მშენებლებიც საუბრობენ: „მთავარი ისაა, რომ გაბიონის ძირი უნდა იყოს მყარი. მან მინიმუმ ხუთი, ათი წელი უნდა გაძლოს. ეს მშენებელმა უნდა გაითვალისწინოს. არ არსებობს ერთჯერადი გაბიონი. ან სად აქვს სახელმწიფოს იმდენი ფული, რომ გაბიონები ერთჯერადად აკეთოს?!“
მშენებელი ფირმის ხელმძღვანელი კი ირწმუნება, რომ მდინარის ნაპირზე არსებული ვითარება ადიგენის გამგეობის თანამშრომლებთან ერთად დაათვალიერა და შეთანხმდნენ იმაზე, რომ გაბიონის წყლის მიმათულებით გადაწოლა ბუნებრივი პროცესია. ამას ადიგენის გამგეობაშიც გვიდასტურებენ.

„გაბიონი გაწყვეტილი, დაგლეჯილი და წაღებული არ არის, ის თავის მოვალეობას ასრულებს და საგანგაშო ახლა არაფერია“, – ამბობს ადიგენში ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსი გოდერძი სხირტლაძე.

თუმცა, ამ დრომდე ადიგენის გამგეობაში აცხადებდნენ, რომ „ლოდი პლიუსს“ გაბიონის შესახებ არა ერთხელ მიწერეს და ის ვალდებული იყო საგარანტიო ვადაში არსებული ვითარება გამოესწორებინა.

მოშლილი გაბიონი, რომ საგარანტიო ვადაში მშენებელ კომპანიას აუცილებად უნდა გაეკეთებინა, ამაზე „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ იურისტი გიგი ჩიხლაძეც აცხადებს: „როგორც ჩანს, საქმე გვაქვს კონტრაქტის პირობების არაჯეროვნად შესრულებასთან“.
მისივე თქმით, ეს ის შემთხვევაა, როცა არც დამკვეთს, ანუ გამგეობას და არც შემსრულებელს, ანუ „ლოდი პლიუსს“, სახელშეკრულებო პირობების დარღვევის შესახებ გამჟღავნების სურვილი არ უნდა ჰქონდეს.

„აქ ორივე მხარეს აწყობს თქვას, რომ ხელშეკრულება არ დარღვეულა, იმიტომ, რომ ერთ მხარეს არიან ჩინოვნიკები, რომლებიც სახლემწიფო ბიუჯეტის თანხას განკარგავენ და რომ გამომჟღავნდეს, თანხის არაეფექტური ხარჯვა, პრობლემები შეექმნება. მეორე მხარეს კი ზიანის ანაზღაურება მოუხდება“, – აცხადებს ჩიხლაძე.

მდიანრე ქვაბლაინზე გაბიონი ზუსტად ერთი წლის წინ, დეკემბერში 100 000 ლარზე გამოცხადებული ტენდერით გაკეთდა. მაშინ, ეს ეს თანხა სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებებისთვის ცენტრალური ბიუჯეტიდან გამოიყო და ტენდერი ორ ეტაპად გამოცხადდა. პირველად მდინარის კალაპოტის ამოსაჭრელად ტენდერი შპს „ახალმა კონსტრუქციამ“ 49 999 ლარად მოიგო, მეორედ კი „შპს ლოდი +“სთან ხელშეკრულება გაბიონის მოსაწყობად 48 998 ლარზე გაფორმდა.

„საერთაშორისო გამჭვირვალობაში“ აცხადებენ, რომ შესრულებული სამუშაოს ხარისხითა და გახარჯული თანხის ეფექტურობით, სწორედ მთავრობა უნდა დაინტერესდეს.

„ზიანი ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობებით უნდა აანაზღაუროს დამკვეთმა, თუ ეს ხელშეკრულებაში გაწერილი არ არის, მაშინ ეს ყველაფერი სამოქალაქო კოდექსის მიხედვით მოხდება. ან სასამართლოში უნდა უჩივლოს შემსრულებელ ფირმას მთავრობამ“, – ამბობს ჩიხლაძე.

საქართველოს რეგიონული განვითარების სამინისტროში აცხადებენ, რომ სტიქიის სალიკვიდაციო ღონისძიებებისთვის თანხას მუნიციპალიტეტებს ფინანსთა სამინისტრო ურიცხავს: „ჩვენთან ინფორმაცია რომ შემოდის სტიქიის შესახებ, ფინანსთა სამინისტროსთან მხოლოდ შუამავლის როლი გვაკისრია“.

არსებული ვითარების შესახებ „სამხრეთის კარიბჭემ“ ფინანასთა სამინისტროს უკვე მიწერა. „განვიხილავთ აღნიშნულ საკითხს და პასუხს გაცნობებთ“, – გვითხრეს აღნიშნული უწყების საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში.

შეგახსენებთ, ადიგენში, სოფელ უდეში, მდინარე ქვაბლიანზე 48 998 ლარად ახალი მოწყობილი გაბიონი და გამაგრებული ნაპირის ნაწილი წყალმა წაიღო.

[თამუნა უჩიძე, ადიგენი]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ადიგენში, მოშლილი გაბიონი ისევ გასაკეთებელია
უდეში მოშლილი გაბიონის გასაკეთებლად მშენებელს  ორ თვეზე მეტია ელოდებიან
ბიუჯეტის ათასობით ლარი ადიგენში წყალმა წაიღო
ადიგენში, მდინარეზე მოშლილ გაბიონს ჯერ ვერ აკეთებენ
მთავრობის პასუხი უდეში ‘ერთჯერად  გაბიონთან’ დაკავშირებით
'წვიმის წყალმა გამოუთხარა ძირი' - მდინარეზე გადაწოლილი ტირიფი
შემაჯამებელი საინფორმაციო გამოშვება [სომხურენოვანი]