FM97.5 / LIVE

დღეს ახალციხეში სოზარ სუბარს ელოდებიან

მთავარისიახლე, საზოგადოება 12.07.2016
დევნილთა და განსახლების მინისტრი სოზარ სუბარი, ასოციაცია „ტოლერანტთან“ ერთად, „საქართველოში დაბრუნებულ მიგრანტთა სარეინტეგრაციო დახმარების“ 2016 წლის პროგრამასთან დაკავშირებით, ახალციხეში საინფორმაციო შეხვედრას გამართავს.

დღეს ახალციხეში სოზარ სუბარს ელოდებიან

სოზარ სუბარი არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებსა და დაინტერესებულ პირებს სამცხე–ჯავახეთის სამხარეო ადმინისტრაციაში შეხვდება. შეხვედრა 12:00 საათზეა დაგეგმილი.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო 2015 წლიდან, სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებით, სამშობლოში დაბრუნებული საქართველოს მოქალაქეების რეინტეგრაციის მხარდაჭერას ახორციელებს. წინა წელთან შედარებით, დაფინანსება 200 000 ლარით გაიზარდა და ამ ეტაპზე 600 000 ლარს შეადგენს. სამინისტრო აღნიშნულ პროგრამას არასამთავრობო ორგანიზაციების მეშვეობით ახორციელებს .

წელს 2016 წლის პროგრამის საგრანტო კონკურსის გამარჯვებული ორგანიზაცია ა(ა)იპ სამცხე-ჯავახეთის რეგიონულ ასოციაცია „ტოლერანტია“.

„ტოლერანტი“ პროექტს სამცხე–ჯავახეთსა და ქვემო ქართლში განახორციელებს, პროექტი 10 თვის განმავლობაში გაგრძელდება.

„საქართველოში დაბრუნებულ მიგრანტთა სარეინტეგრაციო დახმარების“ 2016 წლის სახელმწიფო პროგრამა დაბრუნებულ მიგრანტებს შემდეგი სახის სერვისებს სთავაზობს:

• სამედიცინო მომსახურებისა და მედიკამენტების დაფინანსება, მათ შორის ფსიქო-სოციალური რეაბილიტაცია;

• შემოსავლის წყაროს გაჩენისა და თვითდასაქმების ხელშეწყობის მიზნით სოციალური პროექტების დაფინანსება;

• დაბრუნებისთანავე, საჭიროების შემთხვევაში, დროებითი საცხოვრისით უზრუნველყოფა;

• იურიდიული დახმარება;

• სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს სამუშაოს მაძიებელთა პროფესიული მომზადება-გადამზადების და კვალიფიკაციის ამაღლების პროგრამაში ბენეფიციართა ჩართვის ხელშეწყობა.

პროგრამა ასევე ითვალისწინებს, დაბრუნებული მიგრანტების რეინტეგრაციის მხარდასაჭერად სახელმწიფოს მიერ განხორციელებული და დაგეგმილი საქმიანობის შესახებ საზოგადოების და დაინტერესებული მხარეების დროულ და ზუსტ ინფორმირებას.

[sknews.ge]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

რას სთავაზობს სახელმწიფო სამშობლოში დაბრუნებულ მიგრანტებს
დახმარების სახელმწიფო პროგრამა მიგრანტებისთვის
9 ივნისს ახალციხეს დევნილთა და განსახლების მინისტრის მოადგილე გრიგოლ გიორგაძე ესტუმრება
რა დახმარებას მიიღებენ საქართველოში  დაბრუნებული მიგრანტები
საგრანტო კონკურსი მიგრანტების რეინტეგრაციისათვის
ლტოლვილთა სამინისტროს საგრანტო კონკურსი არასამთავრობოებისთვის
ლტოლვილთა სამინისტრომ საგრანტო კონკურსი არასამთავრობოებს გააცნო