FM97.5 / LIVE

ლტოლვილთა სამინისტროს საგრანტო კონკურსი არასამთავრობოებისთვის

მთავარისაზოგადოება 02.03.2015
ლტოლვილთა სამინისტრომ სამშობლოში დაბრუნებული მიგრანტების რეინტეგრაციის უზრუნველყოფის მიზნით, საქართველოში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის საგრანტო კონკურსი გამოაცხადა.

ლტოლვილთა სამინისტროს საგრანტო კონკურსი არასამთავრობოებისთვის

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს ინფორმაციით, გრანტი გაიცემა საქართველოში დაბრუნებული მიგრანტებისთვის გადაუდებელი სამედიცინო დახმარების, მედიკამენტებით უზრუნველყოფის, კვალიფიკაციის ამაღლების, ანაზღაურებადი სტაჟირებების ხელშეწყობისა და სოციალური პროექტების დაფინანსების მიზნით.

„საგრანტო პროგრამის მიზანია, ხელი შეუწყოს ერთი მხრივ სამშობლოში დაბრუნებული საქართველოს მოქალაქეების ღირსეული რეინტეგრაციის პროცესს და მეორე მხრივ, ამავე მიმართულებით, არასამთავრობო სექტორის განვითარებას და გაძლიერებას“, – აცხადებენ სამინისტროში.
სამინისტროს მიერ გასაცემი თანხის მოცულობა შეადგენს 340 000 ლარს, რომლის ფარგლებშიც გაიცემა 12 გრანტი.

სამინისტროში განმარტავენ, რომ საგრანტო განაცხადებს განიხილავს და შეჯიბრებითობის, გამჭვირვალობისა და დამოუკიდებლობის პრინციპების დაცვით გამარჯვებულებს გამოავლენს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის მიერ შექმნილი კომისია, რომლის წევრებსაც სამინისტროსა და საერთაშორისო ორგანიზაციების წევრები წარმოადგენენ.

საგრანტო კონკურსისა და საგრანტო პროგრამების შესახებ დეტალური ინფორმაცია განთავსებულია სამინისტროს ოფიციალურ ვებ-გვერდზე www.mra.gov.ge და სამინისტროს Facebook (https://www.facebook.com/devniltasaministro) გვერდზე.



[sknews.ge]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

საგრანტო კონკურსი მიგრანტების რეინტეგრაციისათვის
ლტოლვილთა სამინისტრომ საგრანტო კონკურსი არასამთავრობოებს გააცნო
9 ივნისს ახალციხეს დევნილთა და განსახლების მინისტრის მოადგილე გრიგოლ გიორგაძე ესტუმრება
დევნილები ახალციხეში ბინებს მარტში მიიღებენ
რას სთავაზობს სახელმწიფო სამშობლოში დაბრუნებულ მიგრანტებს
დევნილები ახალციხეში ბინებს ივნისში მიიღებენ
დღეს ახალციხეში სოზარ სუბარს ელოდებიან