FM97.5 / LIVE

ლტოლვილთა სამინისტრომ საგრანტო კონკურსი არასამთავრობოებს გააცნო

მთავარისაზოგადოება 11.03.2015
დღეს, 11 მარტს, ლტოლვილთა სამინისტროს წარმომადგენლებმა ახალციხეში დევნილებისთვის რეაბილიტირებული შენობა დაათვალიერეს და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს შეხვდნენ.

ლტოლვილთა სამინისტრომ საგრანტო კონკურსი არასამთავრობოებს გააცნო

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის მოადგილეებმა გრიგოლ გიორგაძემ და მამუკა ცოტნიაშვილმა ახალციხეში, რუსთაველის N113 – ში მდებარე ყოფილი სკოლა – ინტერნატის შენობის სარეაბილიტაციო სამუშაოები სამცხე – ჯავახეთის გუბერნატორის მოადგილესთან ავთანდილ კაჭკაჭიშვილთან ერთად დაათვალიერეს.

როგორც გრიგოლ გიორგაძემ განმარტა, დევნილები ახალციხეში საცხოვრებელი ფართით ერთ თვეში დაკმაყოფილდებიან: „დაახლოებით ერთ თვეში დასრულდება წყალ–კანალიზაციისა და კომუნიკაციების მიერთების სამუშაოები, რის შემდეგაც დავიწყებთ ბინების განაწილების პროცესს“.

ლტოლვილთა სამინისტრომ საგრანტო კონკურსი არასამთავრობოებს გააცნო კითხვაზე, რატომ ვერ დასრულდა შენობის რეაბილიტაცია დასახელებულ ვადაში, მინისტრის მოადგილემ განმარტა, რომ ვადები სამშენებლო კომპანიის მიზეზით გადაიწია: „კომაპნიას რომელმაც ობიექტის ჩაბარების ვადები გადააცილა, ბუნებრივია საჯარიმო სანქციები დაეკისრება. გარდა ამისა, სხვა ობიექტური პრობლემებიც არსებობდა. აღნიშნულ შენობაში ცხოვრობდნენ სოციალურად დაუცველი ოჯახები, რომლებიც აფერხებდნენ სამუშაოებს“.

სამცხე – ჯავახეთის გუბერნატორის მოადგილის ავთანდილ კაჭკაჭაშვილის თქმით, რეგიონში მცხოვრები დევნილები საცხოვრებელი ფართით სრულად დაკმაყოფილდებიან: „როგორც ჩვენი, ისე სამინისტროს ინფორმაციით, ბინებით თითქმის ყველა დევნილი დაკმაყოფილდება“.

დევნილებისთვის განკუთვნილ შენობაში 66 ბინაა, 13 ერთოთახიანი, 32 ოროთახიანი და 21 სამოთახიანი. ობიექტის რეაბილიტაცია ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ შპს „სენმა“ განახორციელა. სამუშაოების ღირებულებამ 763 983 ლარი შეადგინა.

ლტოლვილთა სამინისტრომ საგრანტო კონკურსი არასამთავრობოებს გააცნო სარეაბილიტაციო სამუშაოების დათვალიერების შემდეგ სამინისტროს წარმომადგენლები დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებს შეხვდნენ და მათ „საქართველოში დაბრუნებული მიგრანტების სარეინტეგრაციო დახმარების“ საგრანტო პროგრამის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს.

„გადავწყვიტეთ, რომ სახელმწიფოს ბიუჯეტით გამოყოფილი თანხა, რომელიც ხელს შეუწყობს სამშობლოში დაბრუნებულ მიგრანტთა რეინტეგრაციას, არასამთავრობო ორგანიზაციებს სხვადასხვა გრანტების საშუალებით გადავცეთ“, – ამბობს გრიგოლ გიორგაძე.

ლტოლვილთა სამინისტრომ საგრანტო კონკურსი არასამთავრობოებს გააცნო დაბრუნებული მიგრანტების სარეინტეგრაციო მხარდაჭერის საგრანტო პროგრამა გულისხმობს არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებისთვის გრანტის გაცემას საქართველოში დაბრუნებული მიგრანტებისთვის გადაუდებელი სამედიცინო დახმარების დაფინანსების და მედიკამენტებით უზრუნველყოფის, პროფესიული სწავლებისა და ანაზღაურებადი სტაჟირებების ხელშეწყობის და სოციალური პროექტების დაფინანსების მიზნით.


„ძალიან კარგია, რომ მიგრანტების საკითხი ერთ – ერთი პრიორიტეტია ჩვენი ქვეყნისთვის, რადგან ისინი ძალიან დიდი პრობლემის წინაშე დგანან. ეს საგრანტო კონკურსი ხელს შეუწყობს არასამთავრობო და სამთავრობო ორგანიზაციების მჭიდრო თანამშრომლობას“, – ამბობს არასამთავრობო ორგანიზაცია ახალგაზრდული ცენტრის დირექტორი ნარინე გინოსიანი.

[მანანა სარაშვილი, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ლტოლვილთა სამინისტროს საგრანტო კონკურსი არასამთავრობოებისთვის
საგრანტო კონკურსი მიგრანტების რეინტეგრაციისათვის
9 ივნისს ახალციხეს დევნილთა და განსახლების მინისტრის მოადგილე გრიგოლ გიორგაძე ესტუმრება
რას სთავაზობს სახელმწიფო სამშობლოში დაბრუნებულ მიგრანტებს
დევნილები ახალციხეში ბინებს ივნისში მიიღებენ
დევნილები ახალციხეში ბინებს ერთ თვეში მიიღებენ
დევნილები ახალციხეში ბინებს მარტში მიიღებენ