FM97.5 / LIVE

დახმარების სახელმწიფო პროგრამა მიგრანტებისთვის

მთავარისიახლე, საზოგადოება 15.07.2019
დღეს, 15 ივლისს, დემოკარტიული ჩართულობის ცენტრში, სამცხე–ჯავახეთის რეგიონულმა ორგანიზაცია "ტოლერანტმა", პროექტის – "საქართველოში დაბრუნებულ მიგრანტთა სარეინტეგრაციო დახმარების სახელმწიფო პროგრამა" – პრეზენტაცია გამართა.

დახმარების სახელმწიფო პროგრამა მიგრანტებისთვის

პროექტის სამიზნე რეგიონებია სამცხე–ჯავახეთი და შიდა ქართლი.

პროგრამის განმახორციელებელი არასამთავრობო ორგანიზაციებია: სამცხე–ჯავახეთის რეგიონული ორგანოიზაცია „ტოლერანტი“ და შიდა–ქართლის „კეთილდღეობისა და განვითარების ცენტრი“.

პროექტის მიზანია, სამცხე-ჯავახეთსა და შიდა-ქართლში დაბრუნებული მიგრანტების რეინტეგრაციის წარმატების უზრუნველსაყოფად, ისეთი სერვისებით მომსახურება, რომელიც მათ დაეხმარება დაბრუნების შემდგომ წარმოშობილი სირთულეების გადალახვაში. ასევე, უზრუნველყოფს პროექტის ბენეფიციარების მხრიდან საზღვარგარეთ არალეგალურად განმეორებით წასვლის პრევენციას.

პროექტში მონაწილეობა შეუძლია საქართველოში დაბრუნებულ მიგრანტს, რომელიც აკმაყოფილებს შემდეგ მოთხოვნებს:

– არის საქართველოს მოქალაქე ან მოქალაქეობის არმქონე პირი, რომელსაც გააჩნია საქართველოში ბინადრობის უფლება;
– საზღვარგარეთ იმყოფებოდა არალეგალურად, ან საზღვარგარეთ ჰქონდა განაცხადი თავშესაფარზე, ან სარგებლობდა დროებითი ჰუმანიტარული სტატუსით;
– საზღვარგარეთ ყოფნის პერიოდი, ბოლო დაბრუნებამდე, იყო ერთი წელი და მეტი;
– მობილურობის ცენტრს ან გრანტის განმახორციელებელ ორგანიზაციას რეგისტრაციისათვის მომართა საქართველოში დაბრუნებიდან ერთი წლის განმავლობაში.

„საქართველოში დაბრუნებულ მიგრანტთა სარეინტეგრაციო დახმარების“ პროგრამით გათვალისწინებულია სამშობლოში დაბრუნებული მიგრანტებისთვის სამედიცინო მომსახურების და მედიკამენტების დაფინანსება, სოციალური პროექტების დაფინანსება, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს სამუშაოს მაძიებელთა პროფესიული მომზადება-გადამზადების და კვალიფიკაციის ამაღლების პროგრამაში ბენეფიციართა ჩართვის ხელშეწყობა.

პროექტის განხორციელების ვადა ათი თვეა და ბიუჯეტი მოიცავს 96 250 ლარს.

პრეზენტაციას ადგილობრივი თვითმმართველობის, არასამთავრობო სექტორის, მედიის წარმომადგენლები და პროგრამის ბენეფიციარებიც ესწრებოდნენ.

2015 წლიდან სამშობლოში დაბრუნებული მიგრანტების რეინტეგრაციის მხარდასაჭერად თანხა სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოიყოფა.

[გულო კოხოძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

დღეს ახალციხეში სოზარ სუბარს ელოდებიან
რა დახმარებას მიიღებენ საქართველოში  დაბრუნებული მიგრანტები
რას სთავაზობს სახელმწიფო სამშობლოში დაბრუნებულ მიგრანტებს
9 ივნისს ახალციხეს დევნილთა და განსახლების მინისტრის მოადგილე გრიგოლ გიორგაძე ესტუმრება
კვირის აქცენტი: პროგრამა მიგრანტების დასახმარებლად  [Video] [R]
საგრანტო კონკურსი მიგრანტების რეინტეგრაციისათვის
ლტოლვილთა სამინისტროს საგრანტო კონკურსი არასამთავრობოებისთვის