FM97.5 / LIVE

რა დახმარებას მიიღებენ საქართველოში დაბრუნებული მიგრანტები

მთავარისიახლე, საზოგადოება 12.07.2016
მიგრანტების ხელშეწყობის პროგრამის პრეზენტაციას ახალციხეში ლტოლვილთა და განსახლების მინისტრი სოზარ სუბარი დაესწრო.

რა დახმარებას მიიღებენ საქართველოში  დაბრუნებული მიგრანტები
სახელმწიფო პროგრამის პრეზენტაციას ახალციხეში, სამცხე–ჯავახეთის მასშტაბით მუნიციპალიტეტების პირველი პირები, სამხარეო ადმინისტრაციისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები დაესწრნენ.

„საქართველოში დაბრუნებულ მიგრანტთა სარეინტეგრაციო დახმარების“ პროგრამას ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრო არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად ახორციელებს. მის ფარგლებში, სხვადასხვა ქვეყნიდან საქართველოში დაბრუნებულ მიგრანტებს სახელმწიფო რამდენიმე მიმართულებით დახმარებას სთავაზობს.

2016 წელს სახელმწიფო სარეინტეგრაციო პროგრამა შემდეგ კომპონენტებს მოიცავს:

• სამედიცინო მომსახურება და მედიკამენტების დაფინანსება, მათ შორის ფსიქოლოგიურ–სოციალური რეაბილიტაცია 1000 ლარის ფარგლებში;

• სოციალური პროექტების დაფინანსება მცირე ბიზნესის დაწყებისათვის, 4 000 ლარის ფარგლებში;

• საჭიროების შემთხვევაში დროებითი საცხოვრისით უზრუნველყოფა;

• იურიდიული დახმარება – კონსულტაცია სამართლებრივ საკითხებზე, წარმომადგენლობის გაწევა შესაბამის ორგანოებში, ფასიანი სახელმწიფო მომსახურების ანაზღაურება და სხვა. დაფინანსება 500 ლარის ფარგლებში;

• პროფესიული მომზადება-გადამზადების და კვალიფიკაციის ამაღლების პროგრამაში ბენეფიციარების ჩართვის ხელშეწყობა.
ლტოლვილთა და განსახლების მინისტრის, სოზარ სუბარის განმარტებით, პროგრამა შესაძლებლობას აძლევს მიგრანტებს, რომ მათ საკუთარ სამშობლოში უკეთ ცხოვრება შეძლონ.

,,არიან ადამიანები, რომლებმაც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში, შეძლეს საკუთარი ცხოვრების მოწყობა, მაგრამ ბევრი მათგანი ამას ვერ ახერხებს. უცხო ქვეყანაში როცა მიდიხარ, გაქვს ენის ბარიერი, მოშორებული ხარ ოჯახს, არ არის ადვილი ცხოვრების აწყობა“, – ამბობს სუბარი და ამატებს, რომ თუ სახელმწიფო მიგრანტებს დაეხმარება, ბევრი მათგანი ამ შანსს გამოიყენებს და ოჯახს დაუბრუნდება.

მიგრანტთა ხელშეწყობის პროექტს, სამინისტროსთან ერთად, სამცხე–ჯავახეთში ასოციაცია ,,ტოლერანტი“ ახორციელებს. როგორც მისი ხელმძღვანელი ცირა მესხიშვილი ამბობს, პროექტის ფარგლებში მისი ორგანიზაცია შიდა ქართლშიც იმუშავებს. სახელმწიფო პროგრამაში ჩართვისათვის მიგრანტთა დარეგისტრირება ერთი თვის წინ დაიწყო.

,,იანვრში გამოცხადდა კონკურსი, ჩვენი ერთთვიანი მუშაობის შედეგია ის, რომ ამ ორი რეგიონიდან უკვე 11 ადამიანია დარეგისტრირებული. დაახლოებით 10–მა ბიზნეს კონსულტაციები მიიღო და და ახლა პროექტებს ამზადებს. ორმა სამედიცინო ერთმა კი ფსიქოლოგიური კონსულტაციები გაიარა“ – განმარტავს ასოციაცია ,,ტოლერანტის“ ხელმძღვანელი ცირა მესხიშვილი.

„საქართველოში დაბრუნებულ მიგრანტთა სარეინტეგრაციო დახმარების“ პროგრამა სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება. 2015 წელს მისი ბიუჯეტი 400 000 ლარს შეადგენდა. მის ფარგლებში, სხვადასხვა სახის მომსახურება 165–მა დაბრუნებულმა მიგრანტმა მიიღო. 2016 წლისათვის დაფინანსებამ 600 000 ლარი შეადგინა.

იმისათვის, რომ საქართველოში დაბრუნებული მიგრანტი პროგრამაში ჩაერთოს, იგი რამდენიმე კრიტერიუმს უნდა აკმაყოფილებდეს.

,,დასარეგისტრირებლად მნიშვნელოვანია, რომ პირი იყოს საქართველოს მოქალაქე და ერთ წელზე მეტი ვადით სხვა ქვეყანაში ცხოვრობდეს არალეგალურად, ან თავშესაფარი ჰქონდეს მოთხოვნილი. გარდა ამისა, მისი საქართველოში დაბრუნებიდან არ უნდა იყოს გასული ერთი წელი. დასარეგისტრირებლად შეუძლიათ პირდაპირ მოვიდნენ სამინისტროში, დარეკონ ცხელ ხაზზე ან მიაკოთხონ ჩვენს რეგიონულ წარმომადგენლობებს: გორში, ქუთაისში, ზუგდიდში, ან პროგრამაში ჩართულ არასამთვარობო ორგანიზაციებს დაუკავშირდნენ “ – განმარტავს მიგრაციისა და რეპატრიაციის სამმართველოს უფროსი რუსუდან ასათიანი.

[თაკო ფეიქრიშვილი, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

დღეს ახალციხეში სოზარ სუბარს ელოდებიან
რას სთავაზობს სახელმწიფო სამშობლოში დაბრუნებულ მიგრანტებს
დახმარების სახელმწიფო პროგრამა მიგრანტებისთვის
9 ივნისს ახალციხეს დევნილთა და განსახლების მინისტრის მოადგილე გრიგოლ გიორგაძე ესტუმრება
კვირის აქცენტი: პროგრამა მიგრანტების დასახმარებლად  [Video] [R]
საგრანტო კონკურსი მიგრანტების რეინტეგრაციისათვის
კვირის აქცენტი: პროგრამა მიგრანტებისთვის [Audio] [R]