FM97.5 / LIVE

9 ივნისს ახალციხეს დევნილთა და განსახლების მინისტრის მოადგილე გრიგოლ გიორგაძე ესტუმრება

მთავარისაზოგადოება 08.06.2015
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის პირველი მოადგილე გრიგოლ გიორგაძე, სამინისტროს თანამშრომლებთან ერთად, ახალციხეში „საქართველოში დაბრუნებულ მიგრანტთა სარეინტეგრაციო დახმარების“ პროგრამის პრეზენტაციას გამართავს.

9 ივნისს ახალციხეს დევნილთა და განსახლების მინისტრის მოადგილე გრიგოლ გიორგაძე ესტუმრება
სამცხე–ჯავახეთის ადმინსიტრაციულ შენობაში „საქართველოში დაბრუნებულ მიგრანტთა სარეინტეგრაციო დახმარების“ პროგრამის პრეზენტაცია 11:00 საათზე დაიწყება. სამინისტროს თანამშრომლების გარდა შეხვედრას არასამთავრობო ორგანიზაციების საქართველოს დემოგრაფიული აღორძინების ფონდისა და მიგრაციის, ინტეგრაციისა და განვითარების საერთაშორისო გაერთიანების (MIDE) წარმომადგენლები დაესწრებიან.

შეხვედრაზე მოწვეული არიან სამხარეო ადმინისტრაციის, ადგილობრივი მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელები, საკრებულოს თავმჯდომარეები და მაჟორიტარი დეპუტატები, ასევე ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო დაბრუნებულ მიგრანტთა სარეინტეგრაციო მხარდაჭერას 2011 წლიდან ევროკავშირის დაფინანსებით ახორციელებს, ხოლო პირველად 2015 წელს, სახელმწიფო ბიუჯეტში გამოიყო თანხა 400 000 ლარის ოდენობით, რომლის ფარგლებშიც სამინისტრო საქართველოში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციების მეშვეობით განახორციელებს სამშობლოში დაბრუნებულ მიგრანტთა სარეინტეგრაციო დახმარების პროგრამას.

პროგრამის მიზანია, ერთი მხრივ დაბრუნებულ მიგრანტთა სამშობლოში ღირსეული რეინტეგრაციის ხელშეწყობა, მეორე მხრივ კი ამ მიმართულებით არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობის გაძლიერება. აღნიშნული პროგრამა მოიცავს შემდეგი სახის სერვისებს:

• სამედიცინო დახმარება და მედიკამენტებით უზრუნველყოფა, ასევე ფსიქო-სოციალური რეაბილიტაცია;
• პროფესიული სწავლება;
• სოციალური პროექტების დაფინანსება;
• ანაზღაურებადი სტაჟირება;
• იურიდიული დახმარება.

[sknews.ge]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

რას სთავაზობს სახელმწიფო სამშობლოში დაბრუნებულ მიგრანტებს
დღეს ახალციხეში სოზარ სუბარს ელოდებიან
დახმარების სახელმწიფო პროგრამა მიგრანტებისთვის
რა დახმარებას მიიღებენ საქართველოში  დაბრუნებული მიგრანტები
ლტოლვილთა სამინისტროს საგრანტო კონკურსი არასამთავრობოებისთვის
ლტოლვილთა სამინისტრომ საგრანტო კონკურსი არასამთავრობოებს გააცნო
საგრანტო კონკურსი მიგრანტების რეინტეგრაციისათვის