FM97.5 / LIVE

რას სთავაზობს სახელმწიფო სამშობლოში დაბრუნებულ მიგრანტებს

მთავარიპოლიტიკა 09.06.2015
დღეს, 9 ივნისს, საქართველოს ლტოლვილთა სამინისტრომ ახალციხის სამთავრობო და არასამთავრობო სექტორს ის სერვისები გააცნო, რასაც სახელმწიფო სამშობლოში დაბრუნებულ მიგრანტებს სთავაზობს.

რას სთავაზობს სახელმწიფო სამშობლოში დაბრუნებულ მიგრანტებს

შეხვედრა სამცხე–ჯავახეთის სამხარეო ადმინისტრაციაში შედგა. „საქართველოში დაბრუნებულ მიგრანტთა სარეინტეგრაციო დახმარების“ პროგრამის შესახებ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის პირველმა მოადგილემ გრიგოლ გიორგაძემ სამინისტროს თანამშრომლებთან ერთად ისაუბრა.

„ჩვენ კოორდინირებულად უნდა ვიმუშაოთ, რათა მუნიციპალიტეტებმა იცოდნენ კონკრეტული პრობლემის შემთხვევაში სად გადაამისამართონ მოქალაქე“, – განაცხადა გრიგოლ გიორგაძემ.

„როდესაც რამდენიმე წელი მოწყვეტილი ხარ ქვეყანას, ძნელია რეინტეგრაცია. ქვეყანა ვითარდება, სულ სხვა წესი და კანონებია ცხოვრების, ამიტომ არის საჭირო ასეთი პროექტები“, – ამბობს ასპინძის მუნიციპალიტეტის გამგებელი ლევან ცაბაძე.

დაბრუნებულ მიგრანტთა სარეინტეგრაციო მხარდაჭერას სამინისტრო 2011 წლიდან ევროკავშირის დაფინანსებით ახორციელებს. წელს, პირველად, სახელმწიფო ბიუჯეტში გამოიყო თანხა 400 000 ლარის ოდენობით, რომლის ფარგლებშიც სამინისტრო საქართველოში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციების მეშვეობით განახორციელებს სამშობლოში დაბრუნებულ მიგრანტთა სარეინტეგრაციო დახმარების პროგრამას.

პროგრამის მიზანია, ერთი მხრივ დაბრუნებულ მიგრანტთა სამშობლოში ღირსეული რეინტეგრაციის ხელშეწყობა, მეორე მხრივ კი ამ მიმართულებით არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობის გაძლიერება. აღნიშნული პროგრამა მოიცავს შემდეგი სახის სერვისებს: სამედიცინო დახმარება და მედიკამენტებით უზრუნველყოფა, ასევე ფსიქო-სოციალური რეაბილიტაცია; პროფესიული სწავლება; სოციალური პროექტების დაფინანსება; ანაზღაურებადი სტაჟირება; იურიდიული დახმარება.

გრიგოლ გიორგაძის განმარტებით სამცხე–ჯავახეთის რეგიონში ორი არასამთავრობო ორგანიზაცია ოპერირებს: საქართველოს დემოგრაფიული აღორძინების ფონდი და მიგრაციის, ინტეგრაციისა და განვითარების საერთაშორისო გაერთიანება (MIDE). მოქალაქეები მათთან მუნიციპალიტეტებმა უნდა გადაამისამართონ.

რას სთავაზობს სახელმწიფო სამშობლოში დაბრუნებულ მიგრანტებს

[თინათინ ზაზაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

9 ივნისს ახალციხეს დევნილთა და განსახლების მინისტრის მოადგილე გრიგოლ გიორგაძე ესტუმრება
დღეს ახალციხეში სოზარ სუბარს ელოდებიან
დახმარების სახელმწიფო პროგრამა მიგრანტებისთვის
რა დახმარებას მიიღებენ საქართველოში  დაბრუნებული მიგრანტები
ლტოლვილთა სამინისტრომ საგრანტო კონკურსი არასამთავრობოებს გააცნო
ლტოლვილთა სამინისტროს საგრანტო კონკურსი არასამთავრობოებისთვის
საგრანტო კონკურსი მიგრანტების რეინტეგრაციისათვის