FM97.5 / LIVE

საგრანტო კონკურსი მიგრანტების რეინტეგრაციისათვის

მთავარისაზოგადოება 16.03.2016
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო საქართველოში დაბრუნებული მიგრანტების რეინტეგრაციის მიზნით საგრანტო კონკურსს აცხადებს; სამცხე–ჯავახეთისთვის 106.500 ლარია გათვალისწინებული.

საგრანტო კონკურსი მიგრანტების რეინტეგრაციისათვის

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს წარმომადგენლები სამცხე–ჯავახეთში მოქმედ არასამთავრობო ორგანიზაციის თანამშრომლებს დღეს, 16 მარტს შეხვდნენ.

„ჩვენი მიზანია, 7 მარტს გამოცხადებული საგრანტო კონკურსის შესახებ მათ ინფორმაცია მივაწოდოთ, კონკურსი კი ქვეყანაში დაბრუნებული მიგრანტების რეინტეგრაციის ხელშეწყობას გულისხმობს“, – ამბობს მიგრაციის რეპატრიაციისა და ლტოლვილთა საკითხების დეპარტამენტის წარმომადგენელი რუსუდან ასათიანი.

სხვადასხვა სახის სერვისებისთვის სამცხე–ჯავახეთში სამინისტრო 106.500 ლარს დახარჯავს. სულ პროექტის ფარლგებში 600.000 ლარია გათვალისწინებული. გასულ წელს ამავე მიზნით 400.000 დაიხარჯა.

„დაბრუნებულ მიგრანტებს სჭირდებათ მედიკამენტები, პროფესიული გადამზადება და სხვადასხვა პროგრამებში ჩართვა, ბიზნეს პროექტების დაფინანსება, იურიდიული დახმარება. ეს ყველაფერი მათ უნდა გავუკეთოთ, ოღონდ არასამთავრობო სექტორის ეფექტური ჩართვით. ამიტომ ვთავაზობთ მათ კონკურსში მონაწილეობას“, – ამბობს ასათიანი.

ასოციაცია „ტოლერანტის“ ხელმძღვანელის ცირა მესხიშვილის განცხადებით, გასულ წელს გამოცხადებული კონკურსის დროს, სამცხე–ჯავახეთში გრანტი არ გაცემულა: „ნებისმიერ არასამთავრობო ორგანიზაციას შეუძლია მიიღოს ამ კონკურსში მონაწილეობა და შესთავაზოს სერვისები“.

საგრანტო კონკურსი დაიწყო 7 მარტს და 21 მარტს 18:00 საათზე დასრულდება. დეტალური ინფორმაცია განთავსებულია სამინისტროს ოფიციალურ ვებ-გვერდზე www.mra.gov.ge.

[თამუნა უჩიძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ლტოლვილთა სამინისტროს საგრანტო კონკურსი არასამთავრობოებისთვის
ლტოლვილთა სამინისტრომ საგრანტო კონკურსი არასამთავრობოებს გააცნო
დღეს ახალციხეში სოზარ სუბარს ელოდებიან
რას სთავაზობს სახელმწიფო სამშობლოში დაბრუნებულ მიგრანტებს
არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის საგრანტო კონკურსი გამოცხადდა
9 ივნისს ახალციხეს დევნილთა და განსახლების მინისტრის მოადგილე გრიგოლ გიორგაძე ესტუმრება
რა დახმარებას მიიღებენ საქართველოში  დაბრუნებული მიგრანტები