FM97.5 / LIVE

ოთარ დანელია სამეგრელოში სტიქიის შედეგად დაზარალებულ სოფლებში არსებულ ვითარებას ეცნობა [R]

მთავარისიახლე, რეკლამა 09.07.2016
სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია სამეგრელოს რეგიონში სტიქიით დაზარალებულ მოსახლეობას შეხვდა და არსებულ ვითარებას ადგილზე გაეცნო.

ძლიერი წვიმისა და წყალდიდობის შედეგად მარტვილის, აბაშისა და სენაკის მუნიციპალიტეტებში დატბორილიასაცხოვრებელი სახლები, გზები და სახნავ-სათესიმიწები. განადგურებულია სასოფლო-სამეურნეო სავარგულები, სიმინდის და სოიოს ყანები.
ოთარ დანელია სამეგრელოში სტიქიის შედეგად დაზარალებულ სოფლებში არსებულ ვითარებას ეცნობა [R]
საქართველოს მთავრობისა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები საგანგებო რეჟიმში მუშაობენ. შესაბამისი სამსახურების მიერ ხიდებისა და გზების გაწმენდა აქტიურად მიმდინარეობს.

,,დასავლეთში სტიქია მძვინვარებს.ზარალი საკმაოდ დიდია. არსებულ ვითარებას გავეცანი მარტვილში, აბაშასა და სენაკში. ვითარება ყველგან საკმაოდ რთულია.დატბორილია ათასობით ჰექტარი ფართობი, სასოფლო-სამეურნეო სავარგული, განადგურებულია მოსავალი. ზარალის დამთვლელი კომისია ადგილზე მუშაობს. ყოველ 10 წუთში განახლებულ ინფორმაციებს ვიღებთ. სამწუხაროდ, ზარალი ალბათ დიდი იქნება. ძირითადად, ინფრასტრუქტურული მიმართულებით, რადგან რამდენიმე ხიდი წყალმა მთლიანად წაიღო, განადგურებულია სოფლებს შორის დამაკავშირებელი გზებიც”, - აღნიშნა ოთარ დანელიამ.

დასავლეთ საქართველოში უკვე მეორე დღეა სტიქიას ებრძვიან. აჭარის, გურიის, სამეგრელოსა და იმერეთის რეგიონებში რამდენიმე დღიანი გადაუღებელი წვიმის შედეგად, ადიდდა მდინარეები, დაიტბორა სოფლებს შორის დამაკავშირებელი გზები, საკარმიდამო ფართობები, სასოფლო-სამეურნეო სავარგულები. საქაღთველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის დავალებით, სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოების კოორდინირებულად განხორციელების მიზნით მთავრობის წარმომადგენლები სტიქიის ყველა ზონაში იმყოფებიან.

[sknews.ge]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ადიგენში სტიქიის შედეგებს ხვალ დაითვლიან
ახალციხის 4 სოფელში სტიქიის მიერ მიყენებულ ზარალს ითვლიან
ბორჯომში სტიქიამ ინფრასტრუქტურა დააზიანა
ადიგენში სტიქიით დაზარალებულ მოსახლეობას დაეხმარებიან
აწყურში სტიქიისგან მიყენებულ ზარალს ითვლიან
ადიგენში სტიქიით დაზიანებული გზების მოსაწესრიგებლად 30 ათასი ლარი დაიხარჯება
6 ივლისის სტიქიის შედეგად ახალციხეს 44.335 ლარის ზიანი მიადგა