FM97.5 / LIVE

ბორჯომში სტიქიამ ინფრასტრუქტურა დააზიანა

მთავარიეკონომიკა, შემთხვევა 12.06.2015
სტიქიამ ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფლებიც დააზარალა. უხვი ნალექის გამო დვირში, საკირეში, ტაძრისსა და დგვარში ინფრასტრუქტურა დაზიანდა.

ბორჯომში სტიქიამ ინფრასტრუქტურა დააზიანა
ადიგენისა და ახალციხის მუნიციპალიტეტების გარდა 11 ივნისს სტიქიამ ბორჯომის მუნიციპალიტეტიც დააზარალა. ბორჯომის ოთხ სოფელში დვირში, საკირეში, ტაძრისსა და დგვარში სოფლამდე მისასვლელი გზები დაზიანდა, დაიტბორა ქუჩები და განადგურდა ნათესები.

ძლიერი წვიმის გამო მდინარე დვირულა ადიდდა და სახლები დატბორა. ადიდებულმა მდინარემ ტაძრისი–დგვარის დამაკავშირებელი ხიდიც წაიღო. ადგილზე მობილიზებულია შესაბამისი ტექნიკა და მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები.

ბორჯომის მუნიციპალიტეტში სტიქიის შედეგად დაზარალებული სოფლები მოინახულა სამცხე–ჯავახეთის გუბერნატორმა. ასევე შემთხვევის ადგილზე იმყოფებიან საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს წარმომადგენლები.

„ჩამოსული არიან ინფრასტრუქტურის სამინისტროს კრიზისების მართვის სამმართველოს თანამშრომლები და ადგილზე სწავლობენ სიტუაციას, პარალელურად მუშაობს ზარალის დამთვლელი კომისია. რადგან ფორსმაჟორული სიტუაციაა მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ სასწრაფოდ მოვიწვიოთ საპროექტო ფირმა და პარალელურად დაიწყოს მშენებლობები“, – ამბობს აკაკი მაჭუტაძე.

მისივე თქმით, ადგილობრივი თვითმმართველობების წარმომადგენლებთან ერთად მოინახულა ადიგენისა და ახალციხის მუნიციპალიტეტები.

„აწყურში შიდა გზებია გაფუჭებული, ღარები აქვს გზებს გაკეთებულ დაახლოებით 50–60 სმ–ის, რომელიც უნდა შეივსოს, თუმცა კატასტროფული მდგომარეობა არ არის, ადიგენშიც იგივე მდგომარეობაა რაც ახალციხეში“, – ამბობს გუბერნატორი.

რაც შეეხება სასოფლო სამეურნეო სავარგულებს, სამცხე–ჯავახეთის გუბერნატორი განმარტავს, რომ თუ მოსახლე აგროდაზღვევის პროგრამაშია ჩართული დაახლოებით 80 პროცენტს სახელმწიფო აუნაზღაურებს.

„ვისაც დაზღვეული აქვს მიწის ნაკვეთები, მას ზარალს სახელმწიფო აუნაზღაურებს, სხვა შემთხვევაში არამგონია რომ ეს ზარალი ანაზღაურდეს. მთელი საქართველოს მასშტაბით სასოფლო–სამეურნეო სავარგულები განადგურებულია და სახელმწიფოს ამდენი რესურსი არამგონია ჰქონდეს“, – ამბობს აკაკი მაჭუტაძე და ამატებს, რომ რაც შეეხება ინფრასტრუქტურული კუთხით მიყენებულ ზარალს, ხიდები იქნება, გზები თუ რომელიმე მოსახლის სახლის სახურავი დაზიანებული, ამას სახელმწიფო აანაზღაურებს.

შეგახსნებეთ, რომ სტიქიამ 11 ივნისს სამცხე–ჯავახეთის სამი მუნიციპალიტეტი ადიგენი, ახალციხე და ბორჯომი დააზარალა. თითოეულ მუნიციპალიტეტში უკვე შექმნილია ზარალის დამთვლელი კომისია, რომელიც სტიქიით მიყენებულ ზარალს შეისწავლის.

[თამარ თოთაძე, ბორჯომი]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

გუბერნატორი: დაზარალებულ გლეხებს სახელმწიფო ვერ დაეხმარება
სტიქიამ ბორჯომი 1 მლნ ლარით აზარალა
აწყურში სტიქიისგან მიყენებულ ზარალს ითვლიან
სტიქიამ ადიგენის მუნიციპალიტეტი დააზარალა
ბორჯომში სტიქიას 25 წლის მამაკაცი ემსხვერპლა
დასეტყვილ აწყურში უმოსავლო შემოდგომას პროგნოზირებენ [Video]
აკაკი მაჭუტაძე: ზარალი დიდია, თუმცა ისეთი არა, როგორც წინა წლებში