FM97.5 / LIVE

ვინ არიან ‘ახალციხის საპატიო მოქალაქეობის’ კანდიდატები

მთავარისიახლე, საზოგადოება 28.06.2016
ახალციხეში 'ახალციხის საპატიო მოქალაქეს'არჩევენ. მოქალაქეებმა სამი საპატიო ახალციხელი ათი კანდიდატიდან უნდა შეარჩიონ.

ვინ არიან ‘ახალციხის საპატიო მოქალაქეობის’ კანდიდატები

კანდიდატების შერჩევა ქუჩისა და ონლაინ–გამოკითხვით მიმდინარეობს.

„ჩვენ ჩავატარეთ ქუჩაში გამოკითხვა, ვინ სურდათ ყოფილიყო ახალციხის საპატიო მოქალაქე. მოსახლეობამ კანდიდატურები დაასახელა, მათგან შეირჩა ყველაზე მეტი ხმის მქონე 10 ადამიანი და ამ ათიდან შევარჩევთ სამს“, – განმარტავს ახალციხის ვიცე მერი ზაზა თამარაშვილი და ამატებს, რომ ახალციხის საპატიო მოქალაქეები გასულ წელსაც ამ პრინციპით შეარჩიეს და მიდგომა წარმატებული აღმოჩნდა.

10–კაციან სიაში, საიდანაც საბოლოოდ სამი კანდიდატ უნდა შეარჩიონ, სხვადასხვა პროფესიისა და დამსახურების ადამიანია. ამ 10 ადამიანიდან სასურველი კანდიდატისთვის ხმის მიცემა, მსურველს, ინტერნეტში, ამ ბმულიდან შეუძლია.

„სამხრეთის კარიბჭემ“ საპატიო მოქალაქეობის 10–ვე კანდიდატის ისტორია მოიძია. სიაში 2 კაცი და 8 ქალია. ესენი არიან: ვოვა ზედგინიძე, ნათელა იაძე, ვაჟა ნიკოლაშვილი, ცისანა ახვლედიანი, ლელა ნაროზაული, ლია სულუაშვილი, ნატო ყრუაშვილი, მედეა ჟღენტი, ნუნუ აბდუშელიშვილი და თინათინ ჯაყელი.

ვინ არიან ‘ახალციხის საპატიო მოქალაქეობის’ კანდიდატები ვოვა ზედგინიძე 1947 წლის 8 მარტს, ბორჯომში დაიბადა. სკოლის დასრულების შემდეგ დაამთავრა თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტის ორი: ისტორიული (1969 წელს) და იურიდიული (1980 წელს) ფაკულტეტი. იყო სკოლის პედაგოგი.

1985-1995 წლებში შსს-ს ბორჯომისა და ახალციხის რაიონულ განყოფილებაში მუშაობდა, ასევე იყო წალკის მილიციის უფროსი. 1995-2005 წლებში რეგიონის პოლიციის სამმართველოს უფროსის მოადგილე და რეგიონის ადმინისტრაციის უფროსი იყო.

ამჟამად, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში იურიდიულ ფაკულტეტზე მიწვეული პედაგოგია.

2005 წლიდან კლინიკა „ჯანმრთელობის სახლის“ („ნათია 777“) დამფუძნებელი და დირექტორია.

ჰყავს ორი შვილი და ექვსი შვილიშვილი.

ვინ არიან ‘ახალციხის საპატიო მოქალაქეობის’ კანდიდატები ნათელა იაძე 1944 წლის 24 იანვარს, ახალციხეში დაიბადა. დაამთავრა ახალციხის პირველი საჯარო სკოლა. 1963-65 წლებში მუშაობდა გაზეთ „წითელი დროშის“ რედაქციაში, კორექტორად.

1971 წელს ჩააბარა ლენინგრადის კულტურის ინსტიტუტში კულტურულ-საგანმანათლებლო მუშაობის ორგანიზატორის ფაკულტეტზე.

1965 -1995 წლებში ახალციხის კულტურის სახლში სამხატვრო ხელმძღვანელი იყო, 1995-2005 წლებში კი ახალციხის კულტურის სამსახურის უფროსი.

ამბობს, რომ 1995 წლიდან არის ახალციხელობის დღესასწაულის დაარსების იდეის ავტორია.

ჰყავს მეუღლე და სამი შვილი.

ვინ არიან ‘ახალციხის საპატიო მოქალაქეობის’ კანდიდატები ვაჟა ნიკოლაშვილი 1949 წლის 9 ოქტომბერს, გარდაბნის რაიონში, სოფელ ნორიოში დაიბადა. დამთავრა თბილისის 107-ე, რვაწლიანი სკოლა. სკოლის დამთავრების შემდეგ, სწავლა გააგრძელა ხალხური შემოქმედების კულტურულ–საგანმანათლებლო სასწავლებელში, თეატრალურ ფაკულტეტზე.

1967 წელს, სწავლის დამთავრებისთანავე, მესხეთის სახელმწიფო დრამატულ თეატრში მსახიობად გადმოვიდა და დღემდე აქ მუშაობს. ნათამაშები აქვს 100–ზე მეტი როლი.

პარალელურად უკრავს გარმონზე და აკომპანირებას უწევს სკოლის ანსამბლებს.

ჰყავს ორი შვილი და სამი შვილიშვილი.

ვინ არიან ‘ახალციხის საპატიო მოქალაქეობის’ კანდიდატები ცისანა ახვლედიანი 1945 წლის 26 აპრილს, ქალაქ ახალციხეში დაიბადა. დაამთავრა ახალციხის პირველი საჯარო და სამუსიკო სკოლა. სკოლის დასრულების შემდეგ, სწავლა მელიტონ ბალანჩივაძის სახელობის თბილისის მეოთხე სამუსიკო სასწავლებელში გააგრძელა.

1963 წლიდან ახალციხის სამუსიკო სკოლის პედაგოგად მუშაობდა. 1981 წლიდან არის ახალციხის სამუსიკო სკოლის დირექტორი.
ჰყავს ორი შვილი და ოთხი შვილიშვილი.

ვინ არიან ‘ახალციხის საპატიო მოქალაქეობის’ კანდიდატები ლელა ნაროზაული 1945 წლის 8 მარტს, არხოტში დაიბადა. 1968 წელს დაამთავრა თბილისი სერგო ზაქარიაძის სახელობის სამუსიკო სასწავლებელი, რის შემდეგაც სამუშაოდ ახალციხეში, კულტურის სახლში გადმოვიდა.

წლების განმავლობაში ჰქონდა გახსნილი ფოლკლორის წრეები, სადაც ახალგაზრდებს სალამურზე, ჩონგურსა და ფანდურზე დაკვრას ასწავლიდა.

ამჟამად არის ვალის სამრევლო სკოლის და ახალციხის სასულიერო სემინარიის პედაგოგი.

ჰყავს ორი შვილი და ხუთი შვილიშვილი.

ვინ არიან ‘ახალციხის საპატიო მოქალაქეობის’ კანდიდატები ლია სულუაშვილი დაიბადა 1948 წლის 19 ივლისს, კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ერთაწმინდაში. სწავლის დასრულების შემდეგ, თბილისის თეატრალური უნივერსიტეტი დაამთავრა.

1967 წლიდან მესხეთის სახელმწიფო დრამატულ თეატრში, ჯერ მსახიობი იყო, შემდეგ კი დირექტორი. ამჟამად თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელია.

აქვს, 100-ზე მეტი, როგორც მთავარი, ისე ეპიზოდური როლი შესრულებული. არის 10-ზე მეტი სპექტაკლის რეჟისორი .
ჰყავს ორი შვილი და ხუთი შვილიშვილი.

ვინ არიან ‘ახალციხის საპატიო მოქალაქეობის’ კანდიდატები ნატო ყრუაშვილი 1962 წლის 17 დეკემბერს, ასპინძაში, სოფელ ხიზაბავრაში დაიბადა. დაამთავრა თბილისში, პუშკინის სახელობის უნივერსიტეტში, პედაგოგიური ფაკულტეტი.

სწავლის დასრულების შემდეგ, 1989 წლიდან, ახალციხეში, სამცხე-ჯავახეთის ისტორიის მუზეუმში სხვადასხვა პოზიციებზე მუშაობდა, ამჟამად უფროსი მეცნიერ–თანამშრომელია. პარალელურად, 1993 წლიდან არის სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი.

2002-2006 წლებში მუშაობდა სამცხე-ჯავახეთის უნივერსიტეტის ჯავახეთის ფილიალშიც.

არის 8 წიგნის ავტორი და 10 წიგნის რედაქტორი.

ვინ არიან ‘ახალციხის საპატიო მოქალაქეობის’ კანდიდატები მედეა ჟღენტი 1933 წლის 18 აგვისტოს, ჩოხატაურში დაიბადა. სკოლის დამთავრების შემდეგ სწავლა გორის ფიზიკის ინსტიტუტში გააგრძელა.

1955 წლიდან დაიწყო მასწავლებლად მუშაობა კასპის ერთ-ერთ სკოლაში. 1956-2006 წლებში ახალციხის პირველ საჯარო სკოლაში მუშაობდა, აქედან, 2001–2004 წლებში დირექტორის პოზიციაზე.

ჰყავს ორი შვილი და ერთი შვილიშვილი

ვინ არიან ‘ახალციხის საპატიო მოქალაქეობის’ კანდიდატები ნუნუ აბდუშელიშვილი 1938 წლის 22 სექტემბერს, ხარაგაულში დაიბადა.

1966 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი, სასწავლებლის დასრულების შემდეგ, ვალის საავადმყოფოში თერაპევტად მუშაობდა. 1972 წლიდან, თერაპევტად ახალციხის პოლიკლინიკაში გადავიდა. 1981 წლიდან ახალციხის „რაიცენტრალურ საავადმყოფოში“ ინფექციური განყოფილების გამგე იყო.

1985 წლიდან დღემდე არის „უნიმედი სამცხეს“ რეფერალური ჰოსპიტალის ექიმი-ინფექციონისტი.

2001 წელს, საქართველოს მაშინდელმა პრეზიდენტმა ედუარდ შევარდნაძემ, ღირსების ორდენით დააჯილდოვა.

ჰყავს ორი შვილი და სამი შვილიშვილი.

ვინ არიან ‘ახალციხის საპატიო მოქალაქეობის’ კანდიდატები თინათინ ჯაყელი 1952 წლის 28 ნოემბერს, ჩოხატაურის სოფელ დაბლაციხეში დაიბადა. 1975 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახლელმწიფო უნივერსიტეტი, ეკონომიკის ფაკულტეტი.

1975 წელს იყო ჩოხატაურის ბანკის ეკონომისტი. 1976-1989 წლებში ენგურჰესის მშენებლობასა და საქჰიდრომშენში მუშაობდა სხვასხვა თანამდებობებზე.

1993 წლიდან მუშაობდა კერძო სექტორში, ამერიკულ-ქართული ორგანიზაციის მენეჯერად. 2004 წლიდან დღემდე თანამშრომლობს სხვასხვა დიასპორებთან.

2005 წლიდან არის სასტუმრო სახლის „საქართველოს“ მეპატრონე და დირექტორი. 2012 წლიდან არის ფონდ „ჩვენებურების“ ერთ-ერთი დამფუძნებელი .

თინათინ ჯაყელი მიმდინარე წელს, ახალციხეში, სინაგოგის 275 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ღონისძიების ერთ-ერთი ორგანიზატორი იყო.

ჰყავს ორი შვილი და 4 შვილიშვილი.

ახალციხემ საპატიო მოქალაქეების შერჩევა 2013 წლიდან დაიწყო. პირველ წელს ეს ტიტული კომპოზიტორ ვაჟა აზარაშვილს, გიტარისტ თემურ ყვითელაშვილსა და რეჟისორ თემურ ჩხეიძეს მიენიჭა.

2014 წელს საპატიო ახალციხელის წოდება ერგოთ: ქალაქ ვალეს ღვთისმშობლის სახელობის ეკლესიის დეკანოზს მამა სტეფანეს, ახალციხის კულტურის სამსახურის ყოფილ უფროსსა და სუხიშვილების ყოფილ მოცეკვავეს ვახტანგ კვესელაძეს და ჯაყელების გვარის შთამომავალს ომარ ჯაყელს.

2015 წელს კი საპატიო ახალციხელებად სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი მერაბ ბერიძე, სახალხო მთქმელი ვასილ კვინცხაძე და წლების განმავლობაში ახალციხის კულტურის განყოფილების ხელმძღვანელი ელგუჯა კოპაძე დასახელდნენ.

ვინ გახდება 2016 წლის საპატიო მოქალაქე, რამდენიმე დღეში, 30 ივნისს, ახალციხელობის დღესასწაულზე გახდება ცნობილი. ხმის მიცემის პროცესი ჯერ ისევ გრძელდება.

[ლუბა გიორგაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ახალციხის საპატიო მოქალაქეების ვინაობა ცნობილია
ბორჯომის მერობის კანდიდატები
ახალციხის მერობის კანდიდატი ‘ქართული ოცნებიდან’ ვლადიმერ ზედგინიძეა
ერთი სკოლიდან, მეორე კი უსაფრთხოებიდან – რა გამოცდილება აქვთ ახალციხის მერის მოადგილეებს
ვინ არიან ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგებლობის კანდიდატები
ვინ არიან და საიდან მოდიან ადიგენის მერობის კანდიდატები
ვინ არიან და რას საქმიანობენ სამცხე–ჯავახეთის მუნიციპალიტეტების მერები