FM97.5 / LIVE

ერთი სკოლიდან, მეორე კი უსაფრთხოებიდან – რა გამოცდილება აქვთ ახალციხის მერის მოადგილეებს

მთავარიპოლიტიკა 25.07.2014
ქალაქ ახალციხის მერს სამი მოადგილე ეყოლება. პირველი მოადგილე ზაზა თამარაშვილი უკვე დანიშნა, მეორე მოადგილის პოსტი ზაზა გელაძემ დაიკავა, მესამე მოადგილის ვინაობა კი ამ ეტაპზე უცნობია.

ერთი სკოლიდან, მეორე კი უსაფრთხოებიდან – რა გამოცდილება აქვთ ახალციხის მერის მოადგილეებს

ზაზა თამარაშვილი 1971 წლის 16 ოქტომბერს დაიბადა. 1988–1993 წლებში დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მექანიკა – მათემატიკის ფაკულტეტი.

1993 – 1994 წლებში იყო ახალციხის მეხუთე საჯარო სკოლის მათემატიკის მასწავლებელი.
1993 – 1997 წლებში იყო თბილისის სახელმწიფო უნივერიტეტის ახალციხის ფილიალის მათემატიკა – ასტრონომიის კათედრის ლაბორანტი.
1994 წლიდან დღემდე ხელმძღვანელობს ახალციხის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის ვოკალურ ანსამბლს „თამარიონს“.
1996 წლიდან დღემდე არის ახალციხის მეექვსე საჯარო სკოლის დირექტორი.
2000 წლიდან დღემდე ასევე ხელმძღვანელობს ბიჭუნათა ფოლკლორულ ანსამბლ „შავლეგოს“ და „მესხეთს“.
ჰყავს მეუღლე და ორი შვილი.

ზაზა გელაძე 1973 წლის 10 სექტემბერს დაიბადა. 1980–1991 წლებში დაამთავრა ახალციხის პირველი საჯარო სკოლა.
1996 წელს დაამთავრა თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის ახალციხის ფილიალის ეკონომიკის ფაკულტეტი. სპეციალობით ეკონომისტი.
2007 – 2012 წლებში იყო ტაოპრივატბანკის ინკასაციის ჯგუფის უფროსი.
2005 – 2006 წლებში იყო ბაქო – თბილისი ჯეიჰანის ნავთობსადენის კომპანიაში უშიშროების დეპარტამენტის ოფიცერი.
2004 წელში იყო ბაქო – თბილისი ჯეიჰანის ნავთობსადენის კომპანიის ღამის მძღოლი.
ამავე წლის მარტში იყო ბაქო – თბილისი ჯეიჰანის ნავთობსადენის კომპანიის უსაფრთხოების დეპარტამენტის ცვლის უფროსი.
2001 – 2003 წლამდე იყო სამცხე– ჯავახეთის ელექტროკავშირის დაცვის უფროსი.
1997 წლიდან 1998 წლამდე იყო სამცხე– ჯავახეთის რეგიონული ტერმინალის დაცვის ინსპექტორი.

[მანანა სარაშვილი, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ვინ არიან და რას საქმიანობენ სამცხე–ჯავახეთის მუნიციპალიტეტების მერები
ვინ არიან ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილეები
ბორჯომის მერობის კანდიდატები
ვინ არიან და საიდან მოდიან ახალციხის მერობის კანდიდატები
სასაზღვრო პოლიციის უფროსად თემურ კეკელიძე დაინიშნა
ვინ არიან და საიდან მოდიან ადიგენის მერობის კანდიდატები
წყალმომარაგების კომპანიის სამცხე–ჯავახეთის რეგიონულ ფილიალს დღეიდან ახალი მენეჯერი ჰყავს