FM97.5 / LIVE

ვინ არიან და საიდან მოდიან ადიგენის მერობის კანდიდატები

მთავარისიახლე, არჩევნები 11.10.2017
2017 წლის თვითმმართველობის არჩევნებზე, ადიგენის მერობისთვის ხუთი კანდიდატი იბრძვის. მათგან ერთი მოქმედი გამგებელია, ერთი გამგებლის ყოფილი მოადგილე, ორი საკრებულოს წევრი და ერთი ახალი სახე.

ვინ არიან და საიდან მოდიან ადიგენის მერობის კანდიდატები

N2 გელა სარაშვილისაარჩევნო ბლოკი: „ბაქრაძე - უგულავა – ევროპული საქართველო“

დაიბადა 1960 წლის 2 იანვარს, ადიგენის რაიონის სოფელ უდეში. 1976 წელს დაამთავრა უდის საშუალო სკოლა.

1977 წელს ჩაირიცხა საქართველოს სასწავლო–სამედიცინო ინსტიტუტში მექანიზაციისა და ელექტროფიკაციის ფაკულტეტზე.

1982–92 წელებში მუშაობდა ახალციხის პურის მიმღებ საწარმოში სხვადასხვა თანამდებობებზე.

1997–2014 წლებში მუშაობდა შინაგან საქმეთა სამინისტროს ჯერ ადიგენის რაიონულ, შემდეგ კი სამცხე–ჯავახეთის მთავარ სამმართველოში.

ვინ არიან და საიდან მოდიან ადიგენის მერობის კანდიდატები

N3 ჯემალ ვანაძე„დიმიტრი ლორთქიფანიძე, კახა კუკავა–დემოკრატიული მოძრაობა –თავისუფალი საქართველო“

დაიბადა1966 24 მაისს, ხულოში. 1978 წელს დაამთავარა ხულოს რაიონის საშუალო სკოლა. 1987 წელს დაამთავრა თელავის პედაგოგიური ინსტიტუტი. 1994 წელს სწავლობდა მოსკოვის ეკონომიკისა და სამართლის ინსტიტუტში.

1987–90 წლებში ადიგენის სოფელ მოხის საშუალო სკოლაში დაწყებითი სამხედრო მომზადებასა და ფიზიკურ აღზრდას ასწავლიდა.
1991–99 წლებში მოსკოვში ჰქონდა საკუთარი საფინანსო კომპანია „მერი“ .

პოლიტიკაში ჩაერთო 2006 წლიდან, თავდაპირველად იყო „კონსერვატიული“ პატიის წევრი, 2010 წლიდან არის პარტია „თავისუფალი საქართველოს“ წევრი და დამფუძნებელი. 2013–16 წლებში იყო პარტია „თავისუფალი დემოკრატების“ წევრი.

2008–16 წლების საპარლამენტო არჩევნებზე წალკის მაჟორიტარი ტეპუტატობის კანდიდატი იყო. 2010–14 წლებში წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი.

ჰყავს მეუღლე და სამი შვილი.

ვინ არიან და საიდან მოდიან ადიგენის მერობის კანდიდატები

N5 რატი ტატალაშვილი„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“

დაიბადა 1987 წლის 7 ნოემბერს. 1993 -2004 წლებში სწავლობდა სოფელ უდის #2 საჯარო სკოლაში. 2004 -2008 წლებში დაამთავარა ახალციხის სახელმწოფო სასწავლო უნივერსიტეტის იურდიული ფაკულტეტი სპეციალობით სამართალმცოდნეობა, ხოლო 2008-2010 წლებში დაამთავრა ამავე უნივერსიტეტის მაგისტრატურა - სისხლის სამართლის სპეციალიზაციით.

2008-2009 წლებში მუშაობდა შპს ,,ახალციხის არბიტრაჟის“ დირექტორად.

2009 წელს მუშაობდა საბაჟო გამშვებ პუნქტ „ნინოწმინდაში“ მებაჟე-ოფიცრად, ხოლო შემდეგ საგადასახადო ინსპექციის ახალციხის რეგიონალური ცენტრის საბაჟო დამუშავების ოპერაციების სამმართველოში უფროს ოფიცრად.

2010-2013 წლებში მუშაობდა ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილის თანამდებობაზე.

2014 წლიდან დღემდე არის ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი და ფრაქცია "ქრისტიან-კონსერვატორების“ თავმჯდომარე .

ჰყავს მეუღლე და ორი შვილი

ვინ არიან და საიდან მოდიან ადიგენის მერობის კანდიდატები

N8 მინდია ჯელია„დავით თარხან მოურავი, ირმა ინაშვილი – საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“

დაიბადა 1973 წლის 22 სექტემბერს, ადიგენის რაიონის სოფელ წრეში. დაამთავრა ადიგენის საშუალო სკოლა. სწავლა გააგრძელა ივანე ჯავახიშვილის ახალციხის ფილიალში, მაკრო–ეკონომიკის ფაკულტეტზე.

2011–12 წლებში, ახალციხის სახელმწიფო უნივერსიტეტში ბიზნესის– ადმინისტრირების ფაკულტეტზე სწავლობდა.
1995–96 წლებში მუშაობდა ადიგენის სატყეო მეურნეობაში ქიმიური სადგურის უფროსის პოზიციაზე.

1997–98 წლებში მუშაობდა ზანავის სკოლაში ფიზიკა–მათემატიკის მასწავლებლად.

1998–2014 წლებში მცირე ბიზნესით იყო დაკავებული.

2014 წლიდან 2017 წლის 20 თებერვლამდე იყო ადიგენის გამგებლის პირველი მოადგილე.

ჰყავს მეუღლე და ხუთი შვილი.

ვინ არიან და საიდან მოდიან ადიგენის მერობის კანდიდატები

N41 ზაქარია ენდელაძე„ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“

დაიბადა 1976 წლის 21 მარტს, ადიგენის რაიონის სოფელ ხევაშენში.

1993 წელს დაამთავრა სოფელ ვარხნის საშუალო სკოლა. სწავლა თბილისიის ივ. ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტის მესხეთის ფილიალში ისტორიის ფაკულტეტზე გააგრძელა. ასევე 2004–07 წლებში სწავლობდა იურიდიულ ფაკულტეტეზე.

1999–2004 წლებში მუშაობდა შსს–ში სხვადსხვა თანამდებობებზე.

2006 წელს რუსთავის მეტალურგიული ქარხნის დაცვისა და უსაფრთხოების სამსახურის უფროსი იყო.

2007 წელს სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციებში მუშაობდა იურისტად.

2014 წლის 15 ივნისს, თვითმმართველობის არჩვენებში, ადიგენის გამგებლად აირჩიეს.

ჰყავს მეუღლე და სამი შვილი.

ვინ არიან და საიდან მოდიან ადიგენის მერობის კანდიდატები

[ლუბა გიორგაძე, ადიგენი]
ვინ არიან და საიდან მოდიან ადიგენის მერობის კანდიდატები


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ვინ არიან ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილეები
ბორჯომის მერობის კანდიდატები
ვინ არიან და საიდან მოდიან ახალციხის მერობის კანდიდატები
ვინ არიან და რას საქმიანობენ სამცხე–ჯავახეთის მუნიციპალიტეტების მერები
ვინ არიან ასპინძის მერობის კანდიდატები
ვინ არიან ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგებლობის კანდიდატები
ვინ არის ინგა ვარდიძე